17 მარტი 2026, 18:46 / სანდო წყარო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა.

„ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება - მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. მხოლოდ გასულ - 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 191 ადამიანი დაშავდა. სწორედ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების კომპლექსური ანალიზი, საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში საგზაო მოძრაობის მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით იზრდება სანქციები ცალკეულ სამართალდარღვევებზე, კერძოდ: 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით; 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით; 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის; დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებსა, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის; დრიფტი, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით. განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას; 500 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის, იმ შემთხვევაში თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.

ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - 10 ლარით. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდება ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა; ცვლილებები ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს − „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა. ახლებურად განისაზღვრება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები, კერძოდ: „BUS LANE“-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება; საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ „BUS LANE“-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 2026 წლის 1 მაისს ამოქმედდება", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

დიმიტრი სამხარაძე

17 მარტი 2026, 20:23

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე

„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, საზოგადოებას მიმართავს, დაიმახსოვრონ ის ადამიანები, ვინც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქილიკობს და ხალხის მწუხარებას დასცინიან.

დონალდ ტრამპი

17 მარტი 2026, 20:16

მსოფლიო

ტრამპი: ვფიქრობ, ნატო ძალიან სულელურ შეცდომას უშვებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, საპასუხო მხარდაჭერა არასაკმარისია.

სოფიო ასპანიძე

17 მარტი 2026, 20:14

ჯანდაცვა

სოფიო ასპანიძე: პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომლებიც მის მართვას სჭირდება, მდგომარეობა საკმაოდ ვარირებადია იმიტომ, რომ აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო

„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ მედიას ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობები მიაწოდა.

17 მარტი 2026, 20:14

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური, დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება თბილისში იქნება. ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები

რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება თბილისში იქნება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს პატრიარქი ილია მეორეა მოთავსებული.

17 მარტი 2026, 20:07

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი პატრიარქის მოსანახულებლად მეორედ მივიდა

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მიხეილ ყაველაშვილი მეორედ მივიდა. ყაველაშვილს თან ახლავს მეუღლე, თამარ ბაგრატიონი.

17 მარტი 2026, 19:57

საზოგადოება

გაერო-ს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმის თაობაზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა და გაერო-ს ჟენევის ოფისში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ გაერო-ში აკრედიტებულ დიპლომატებსა და სახელმწიფოების მისიების ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდეს ფორუმის შესახებ, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 23-25 ივნისს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

17 მარტი 2026, 19:47

მსოფლიო

ტრამპი: ნატოს წევრი ქვეყნების დახმარება აღარ გვჭირდება და არც გვსურს, არც არასდროს გვჭირდებოდა - ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება

ჩვენი ნატოელი „მოკავშირეების“ უმეტესობამ აშშ-ს აცნობა, რომ მათ არ სურთ ჩაერთონ ჩვენს სამხედრო ოპერაციაში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

17 მარტი 2026, 19:23

მსოფლიო

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა მილიონობით ადამიანი მწვავე შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა მილიონობით ადამიანი მწვავე შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს.

17 მარტი 2026, 19:16

პოლიტიკა

პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით, 92 ხმით მხარი დაუჭირა.

ირინა წაქაძე

17 მარტი 2026, 19:12

ჯანდაცვა

პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 94 ხმით მხარი დაუჭირა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

ემანუელ მაკრონი

17 მარტი 2026, 19:04

მსოფლიო

მაკრონი უარს ამბობს არსებულ კონტექსტში ჰორმუზის სრუტეში დაგეგმილ ოპერაციებში მონაწილეობაზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთის ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანას „ეს ომი არ აურჩევია“.

17 მარტი 2026, 18:43

პოლიტიკა

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ცვლილებების თანახმად, ზუსტდება, რომ ეტიკეტზე მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი ინფორმაცია და გრაფიკული გამოსახულება, რომელიც მიკრულია, დაბეჭდილია, ამოტვიფრულია ან სხვა სახით, დამაგრებულია სამომხმარებლო ტარაზე. კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება.

კაია კალასი

17 მარტი 2026, 18:41

მსოფლიო

Reuters: კაია კალასი აშშ-სა და ისრაელს ირანთან ომის დასრულებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აშშ-სა და ისრაელს მოუწოდა, დაასრულონ ომი ირანთან და განაცხადა, რომ ევროკავშირი კონსულტაციებს მართავს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მთავრობებთან კონფლიქტის დასრულების გზების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

17 მარტი 2026, 18:35

საზოგადოება

პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

საკითხი პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

დიმიტრი ხუნდაძე

17 მარტი 2026, 18:33

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ავტომობილების იმპორტის წესებში დაგეგმილ ცვლილებებზე: მე ვხედავ რისკებს, რომ შესაძლოა, მოხდეს ისეთი ავტომობილების იმპორტი, რომლებსაც ასაკი ექნება პატარა, მაგრამ იქნება ძალიან დაზიანებული

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იმ რისკებზე ისაუბრა, რომლებსაც შესაძლოა, ავტომობილების იმპორტის სფეროში დაგეგმილი ცვლილებები შეიცავდეს.

შიო მუჯირი

17 მარტი 2026, 18:29

საზოგადოება

მეუფე შიო პატრიარქზე: როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა - თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს

ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი, ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას. ვფიქრობ, საღამოს რაღაც გვეცოდინება. როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა, - განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ილია II-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს.

დიმიტრი ხუნდაძე

17 მარტი 2026, 18:25

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური რეგულაციით შესაძლოა საპირისპირო ან უარესი შედეგი მივიღოთ. ჩვენ ძველ მანქანებს უფრო დიდხანს დავტოვებთ მიმოქცევაში, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის უნარიანი, რომ იყიდოს ახალი ავტომობილი

გაჟღერებული მიზანი და სურვილი იმისა, თუ რა შედეგი უნდა მოიტანოს ამ კანონპროექტმა, ამ სულისკვეთებას ჩვენ ვეთანხმებით, უბრალოდ მე მგონია, რომ ეს გზა არასწორია და მინიმუმ შედეგს ვერ მოიტანს და შესაძლოა სხვა მიმართულებით საპირისპირო შედეგიც დააყენოს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საუბრისას.

17 მარტი 2026, 18:24

პოლიტიკა

პარლამენტმა მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

დიმიტრი ხუნდაძე

17 მარტი 2026, 18:21

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს პარლამენტს აქვს მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი და კანონებს იღებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ - პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მხრიდან

„მახსოვს გასული მოწვევის პარლამენტში არასამთავრობო სექტორის და უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტურის წარმომადგენლობა პარლამენტის შემადგენლობაში. ხშირად ისინი გადაწყვეტილებებზე მძლავრ ზეწოლას ახდენდნენ. იყო გარედან შიდა ინსტრუმენტებით იძულებით მართვა პარლამენტზე. დღეს პარლამენტს აქვს მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი და კანონებს იღებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ. პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მხრიდან. ოპოზიციაც არის პარლამენტში საკმაოდ წარმოდგენილია“.