26 მარტი 2026, 20:39 / სანდო წყარო

პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 22 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მცხეთის, ყაზბეგისა და ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, სამსახურებრივი სიყალბის, თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 22 პირს ბრალდება წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020-2024 წლებში მცხეთის, ყაზბეგის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ბრალდებულებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართეს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების მათ სახელზე დარეგისტრირება მოითხოვეს.

განმცხადებლებმა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინეს ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა 2007 წლის მდგომარეობით ფლობდნენ საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთებს, რაც საფუძვლად უნდა დასდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონებების ბრალდებულების სახელზე რეგისტრაციას.

ამავდროულად, რიგ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, თანასოფლელების სასარგებლოდ, ყალბი ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და დაუდასტურა ბრალდებულების და მათი ოჯახის წევრების მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების 2007 წლამდე ფლობის ფაქტი.

აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ მცხეთის, ყაზბეგის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მდებარე ჯამში 1 916 550 ლარის ღირებულების 15 544 კვ.მ მიწის ნაკვეთებს.

ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე (სამსახურებრივი სიყალბე), 180-ე (თაღლითობა), 25, 180-ე (თაღლითობაში დახმარება), 362-ე მუხლებით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება, გამოყენების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის, მათ შორის 2 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შიდა ქართლის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევით, ახორციელებდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას და რეალიზაციას. კერძოდ: ბრალდებულებმა მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვეს 9 163.35 მ³ ქვიშა-ხრეში, რამაც გარემოს 138 050 ლარის ზიანი მიაყენა. ასევე, ბრალდებულებმა მდინარე რიონის კალაპოტიდან უნებართვოდ მოიპოვეს 1 346 371 მ³ წიაღისეული, რამაც გარემოს 19 561 423 ლარის ზიანი მიაყენა, ხოლო მცხეთის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში უნებართვოდ მოიპოვეს 144 793 მ³ ქვიშა-ხრეში, რამაც გარემოს 2 172 502 ლარის ზიანი მიაყენა.

ბრალდებულებმა დასახელებული დანაშაულის ჩასადენად და უკანონოდ მიღებული შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ასევე დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტაცია.

ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) და 210-ე (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება და გამოყენება) და 194-ე მუხლებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

26 მარტი 2026, 22:17

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე გოლი გაიტანა

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას მართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი“ არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება.

26 მარტი 2026, 22:13

საზოგადოება

ბესიკ კალაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში განათლების მიღების მოტივაციის ამაღლება და მათი წახალისება

გლდანის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?‘’გაიმართა. ღონისძიებაში 24 სკოლა ჩაერთო.

26 მარტი 2026, 21:41

სპორტი

1:0 - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისრაელის ნაკრებთან დაწინაურდა

1:0 - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისრაელის ნაკრებთან დაწინაურდა.

დონალდ ტრამპი

26 მარტი 2026, 21:36

მსოფლიო

Sky News: ტრამპი არ უარყოფს ცნობებს, რომ აშშ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვას ვაშინგტონის გეგმების შესახებ, რაც უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო რესურსების ახლო აღმოსავლეთში გადასროლას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

26 მარტი 2026, 21:10

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი საბანკო კონფერენციაზე: ჩვენ გვექნება შესაძლებლობა წარვუდგინოთ საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტებს ქვეყნის ფისკალური პრიორიტეტები. ასევე, გავაცნოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამომავლო პერსპექტივები

ჩვენ გვექნება შესაძლებლობა წარვუდგინოთ საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტებს ქვეყნის ფისკალური პრიორიტეტები, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბანკო კონფერენციასთან დაკავშირებით.

გიგა ლებანიძე

26 მარტი 2026, 21:09

ეკონომიკა

„ქართუს“ ფინანსური დირექტორი საბანკო კონფერენციაზე: აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია როგორც ბანკისთვის, ასევე ქვეყნისთვის. სტუმრების და დელეგატების რაოდენობა ადასტურებს მზარდ ინტერესს რეგიონის და საბანკო სექტორის მიმართ

აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია როგორც ბანკისთვის, ასევე ქვეყნისთვის, - განუცხადა „ქრონიკას“ ბანკი „ქართუს“ ფინანსურმა დირექტორმა გიგა ლებანიძემ საბანკო კონფერენციასთან დაკავშირებით.

26 მარტი 2026, 21:07

ეკონომიკა

51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია თბილისში - მაღალი რანგის სტუმრებს ბანკი „ქართუ“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია თბილისში - ღონისძიება, რომელიც ხვალ გაიხსნება, საკმაოდ წარმომადგენლობითია.

26 მარტი 2026, 21:04

მსოფლიო

Brussels Signal: ალიანსი, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში ყოყმანობს, რეალური შემაკავებელი ძალა ვერ იქნება - ეს უფრო მოჩვენებას ჰგავს

არის თუ არა ნატო კვლავ მებრძოლი ძალა, თუ ის მონუმენტად იქცა? ბრიუსელში დროშები ისევ ფრიალებს და კომიტეტებიც რეგულარულად იკრიბებიან, თუმცა ოფიცრებსა და პერსონალს შორის ჩუმად არსებული დისკომფორტის განცდა სუფევს - კომუნიკეები კვლავაც იძლევა მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი გოჯის დაცვის პირობას, თუმცა რეალობა - განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში - გაცილებით მყიფე სიმართლეზე მიანიშნებს, - წერს გამოცემა Brussels Signal-ი სტატიაში სათაურით ნატო აქტუალობას კარგავს, ევროპა კი ამისთვის სრულიად მოუმზადებელია.

26 მარტი 2026, 21:04

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისრაელთან შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას მართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი“ არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება.

26 მარტი 2026, 20:59

პოლიტიკა

საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი შეერთებულ შტატებში დასრულებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გლობალური სამიტი „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ და საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი შეერთებულ შტატებში დასრულებულია. თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში, 44 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, შეერთებული შტატების პირველი ლედის პირადი მიწვევით იმყოფებოდა.

ზურაბ გელენიძე

26 მარტი 2026, 20:58

ეკონომიკა

„ქართუს“ გენერალური დირექტორი საბანკო კონფერენციაზე: ეკონომიკური მდგომარეობა, ფინანსური მდგრადობა, ქვეყნის მზაობა იმდენად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საქართველოში ამგვარი კონფერენციები უკვე იმართება. ეს იქნება განგრძობადი პროცესი

ეკონომიკური მდგომარეობა, ფინანსური მდგრადობა, ქვეყნის მზაობა იმდენად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საქართველოში ამგვარი კონფერენციები უკვე იმართება, - განუცხადა „ქრონიკას“ ბანკი „ქართუს“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ საბანკო კონფერენციასთან დაკავშირებით.

26 მარტი 2026, 20:52

პოლიტიკა

მმართველი გუნდი ელჩების მხრიდან ელენე ხოშტარიას გამართლებაში მართლმსაჯულებაში ჩარევის მორიგ მცდელობას ხედავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ელენე ხოშტარიას გამართლებას, ოპოზიციის მსგავსად, საქართველოში მყოფი უცხოელი დიპლომატებიც ცდილობენ.

26 მარტი 2026, 20:32

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთი უცხოური დაფინანსების შეზღუდვას გეგმავს - რატომ არ აქვს საქართველოს გავლენებისგან თავდაცვის უფლება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გარე გავლენებისგან თავდაცვას დიდი ბრიტანეთიც გეგმავს. ქვეყანა უცხოეთიდან შემოწირულებების შეზღუდვას აპირებს.

მარკ რუტე

26 მარტი 2026, 20:32

მსოფლიო

მარკ რუტე: უკრაინის წევრობა ნატოში ამ მომენტისთვის არ განიხილება

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ალიანსში ინტეგრაციასა და მიმდინარე სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპი

26 მარტი 2026, 20:25

მსოფლიო

ტრამპი: როდესაც მოვისმინე, როგორ თქვა გერმანიის მეთაურმა ირანზე - „ეს ჩვენი ომი არ არის“, მე ვთქვი - მაშინ არც უკრაინაა ჩვენი ომი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის ლიდერები ირანის ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი კომენტარები „შეუფერებელია“ იმის გათვალისწინებით, რომ აშშ უკრაინის კონფლიქტში მოკავშირეებს მხარს უჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

26 მარტი 2026, 20:24

საზოგადოება

ვის არ სურს ძლიერი ეკლესია საქართველოში და ერის ერთიანობა? სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2004 წლის მიმართვა და რეალობად ქცეული საფრთხე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვის ინტერესს ეწინააღმდეგება საქართველოში ძლიერი ეკლესიის არსებობა და ერის ერთობა? ის, რაზეც 16 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე წუხდა, მალე მძლავრ კამპანიად იქცა.

26 მარტი 2026, 20:16

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: ყველას გიცნობთ, ვინც მიუსაფარი ცხოველით ფულს აკეთებთ! აბა შემეპასუხეთ - თქვენივე სიტყვებს მოგართმევთ წერილობითი ფორმით

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

26 მარტი 2026, 20:10

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება

ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი შედგა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე

26 მარტი 2026, 20:02

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი პარლამენტართა აზიური ფორუმისა (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი, ოფიციალური ვიზიტით აშხაბადში იმყოფება. ის გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმების განვითარებისათვის, ცენტრალური აზიისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, თურქმენეთის პარლამენტის, მოსახლეობისა და განვითარების საკითხებში პარლამენტართა აზიური ფორუმისა (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობს.