06 აპრილი 2026, 17:37 / სანდო წყარო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ნოღაიდელი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტუაციის განმუხტვა მანდატურებს, პროკურორებს და ადვოკატებს მოუხდათ.

სხდომაზე, სადაც ჩვენებას ზურაბ ნოღაიდელი აძლევდა, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე უწოდა. სახელმწიფო ბრალდება სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

ყველა სიახლე

06 აპრილი 2026, 19:21

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გზამკვლევი გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3543 გამოაქვეყნა.

დონალდ ტრამპი

06 აპრილი 2026, 19:12

მსოფლიო

ტრამპი ისრაელზე: ჩვენ უფროსი და უმცროსი ძმებივით ვართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელთან ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ისინი კარგი პარტნიორები“ არიან.

06 აპრილი 2026, 19:04

მსოფლიო

CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ორშაბათს კიდევ ერთი ცენტით მოიმატა და ბოლო მონაცემებით, გალონზე $4.12 შეადგინა

აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ორშაბათს კიდევ ერთი ცენტით მოიმატა და ბოლო მონაცემებით, გალონზე $4.12 შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

06 აპრილი 2026, 18:58

პოლიტიკა

ნდობის ჯგუფმა თავდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობას შესახებ ინფორმაცია მოისმინა

პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების მიერ განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაცნობას აგრძელებს.

06 აპრილი 2026, 18:45

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარიძე.

06 აპრილი 2026, 18:34

მსოფლიო

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი: სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ შეიძლება ომის წარმოების ახალ ნორმად იქცეს

სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ შეიძლება ომის წარმოების ახალ ნორმად იქცეს, - განაცხადა წითელმა ჯვარმა.

ლევან მახაშვილი

06 აპრილი 2026, 18:31

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ურთიერთობების აშენება დავიწყეთ ნულიდან, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, რაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ამ პერიოდიდან ჩვენ ფაქტობრივად ნულიდან ვიწყებთ ურთიერთობების მშენებლობას

ჩვენ ურთიერთობების აშენება დავიწყეთ ნულიდან, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, რაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ამ პერიოდიდან ჩვენ ფაქტობრივად ნულიდან ვიწყებთ ურთიერთობების მშენებლობას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

სოზარ სუბარი

06 აპრილი 2026, 18:30

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: 30 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, რომ აგვემუშავებინა ნაგვის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ამ გადაყრილი ნაგვის ზეწოლას ეკოლოგიასა და ბუნებაზე მინიმუმამდე დაიყვანდა

ორივე გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვან პრობლემებს შეეხება, რადგან ლაპარაკია ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე, საუბარია გარემოს დაცვასა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებაზე და ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულებები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პლასტმასის ბოთლების აკრძალვის გადახედვასა და მანქანების იმპორტის გაძვირებაზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

06 აპრილი 2026, 18:29

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკა უარს ამბობს ნატო-ზე და საფრანგეთი აცხადებს, რომ რუსეთთან ერთად შექმნის უსაფრთხოების არქიტექტურას. რომელ გაერთიანებაში ვაპირებთ ჩვენ შესვლას? ან ვინ გვიღებს, ან სადღა შევალთ?

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და იმსჯელა ევროკავშირის უსაფრთხოებაზე. დეპუტატმა თქვა, რომ, ერთი მხრივ, ტრამპმა უარი თქვა „ნატო“-ზე, ხოლო, მეორე მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტს სურს უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა რუსეთთან ერთად. მაჭარაშვილმა დასვა კითხვა, ამის ფონზე, რომელ ორგანიზაციაში გვსურს გაწევრიანება. იგივე შეკითხვა დასვა უკრაინის მისამართითაც. მან განაცხადა ისიც, რომ „ნატო“-ს ქვეყნები ერთმანეთსაც კი არ იცავენ, მიუხედავად მე-5 მუხლის არსებობისა.

სოზარ სუბარი

06 აპრილი 2026, 18:20

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დღეს ჩვენ გადაჯაჭვული ვართ უმჭიდროესი ეკონომიკური ძაფებით. წარმოუდგენელია ჩვენი განვითარება, თუ აზერბაიჯანში არ იქნება მშვიდობა და აზერბაიჯანი ვერ განვითარდება, თუ საქართველოზე გამავალი გზები არ იქნება დაცული

დღეს ჩვენ გადაჯაჭვული ვართ უმჭიდროესი ეკონომიკური ძაფებით. წარმოუდგენელია, ჩვენი განვითარება თუ აზერბაიჯანში არ იქნება მშვიდობა და აზერბაიჯანი ვერ განვითარდება თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა და თუ საქართველოზე გამავალი გზები არ იქნება დაცული, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი

06 აპრილი 2026, 18:17

პოლიტიკა

სოზარ სუბარი „შუა დერეფანზე: ვინც იცის რა არის გეოპოლიტიკა, იმათმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს გვერდის ავლით ასეთი პროექტები ვერ განხორციელდება. საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის

ვინც იცის რა არის გეოპოლიტიკა, იმათმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს გვერდის ავლით ასეთი პროექტები ვერ განხორციელდება. საქართველოში მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვის და ევროპული უსაფრთხოებისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

ლევან მახაშვილი

06 აპრილი 2026, 18:04

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: სამხრეთ კავკასიის დერეფანი მსოფლიოსთვის უკვე ერთ-ერთ სავაჭრო არტერიად და ერთადერთ ყველაზე უსაფრთხო ჟანგბადის ხაზად გადაიქცა

სამხრეთ კავკასიის დერეფანი უკვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ სავაჭრო არტერიად და ერთადერთ ყველაზე უსაფრთხო ჟანგბადის ხაზად გადაიქცა,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შუადერეფნის საკითხთან დაკავშირებით გადაცემაში „დღის ქრონიკა" .

ლევან მახაშვილი

06 აპრილი 2026, 18:01

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატებზე: ეს ადამიანები საუბრობენ საქართველოს გარიყვაზე და აზერბაიჯანში ისე ვერ ჩასულან, რომ საქართველოზე არ გადაიფრინონ

რა გეოპოლიტიკური შეცდომებიც არ უნდა დაუშვან და ეს ბევრი გვინახავს, სწორედ ამ შეცდომების გამოა ბრიუსელი ორ ცეცხლშუა მოქცეული და დასავლეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც ისე აგლეჯენ მიწებს, თავადაც ვერ გაუგიათ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

06 აპრილი 2026, 17:58

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: თუკი ვინმეს რაიმე სპეკულირების მიზანი ჰქონდა, დღეს ყველა ასეთ სპეკულაციას ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი. ყველა სპეკულაციური განცხადება არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, გეოგრაფიას ვერავინ გადაახტება

თუკი ვინმეს რაიმე სპეკულირების მიზანი ჰქონდა, დღეს ყველა ასეთ სპეკულაციას ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი. ყველა სპეკულაციური განცხადება არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, რადგან რაც არ უნდა იყოს, გეოგრაფიას ვერავინ გადაახტება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ილჰამ ალიევის განცხადების შეფასებისას.

ლევან მახაშვილი

06 აპრილი 2026, 17:56

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი „შუა დერეფანზე“: სხვები როცა იდეებზე საუბრობენ, ჩვენ კონკრეტულ პროექტებს ვახორციელებთ. საქართველო-აზერბაიჯანის მარშრუტი არის უალტერნატივო

სხვები, როცა იდეებზე საუბრობენ, ჩვენ კონკრეტულ პროექტებს ვახორციელებთ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა იმ პროექტებზე საუბრისას, რომელიც „შუა დერეფნის“ მარშრუტის განვითარებას ემსახურება.

06 აპრილი 2026, 17:50

ეკონომიკა

ფოთში 9 აპრილის ხეივნის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში დაგეგმილი ურბანული განვითარების პროექტის მიზანია მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა, 9 აპრილის ხეივანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების განახლება.

06 აპრილი 2026, 17:49

პოლიტიკა

ზურაბ ნოღაიდელი: ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს. ვერც მოღალატეს დამიძახებს

ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა.

06 აპრილი 2026, 17:40

მსოფლიო

ირანის იერიშს ისრაელში 4 ადამიანი ემსხვერპლა

ირანული თავდასხმის შედეგად ისრაელში ქალაქ ხაიფაში მსხვერპლი მოჰყვა. ოთხ ცხედარს მაშველებმა 18 საათიანი სამძებრო სამუშაოებისას ნანგრევებში მიაკვლიეს. ირანული რაკეტა მრავალსართულიან სახლს მოხვდა, არ აფეთქდა თუმცა ნგრევა გამოიწვია.

გურამ მაჭარაშვილი

06 აპრილი 2026, 17:38

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პლასტმასის ბოთლების ამოღება ეტაპობრივად და ბიზნესის მზადყოფნის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს

პლასტმასის ბოთლების ამოღებისა და ალტერნატიული სისტემის დანერგვის საკითხზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.