სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებულებს დავით და გიორგი მიქაძეებს, გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ფოტო: საქართველოს პროკურატურა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებულებს დავით და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციითვე, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ძმებს დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება.
„ამ მიზნით მიქაძეები დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს, რაზეც ის დათანხმდა და დაიწყეს დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ბრალდებულებმა შეარჩიეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილი პირი გელა უძილაური და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც მსჯავრდებული უძილაური დათანხმდა.
ბრალდებულები გიორგი ჯოხაძე, დავით და გიორგი მიქაძეები გელა უძილაურს სისტემატურად აწვდიდნენ დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციას, მათ შორის ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ. ასევე, გიორგი ჯოხაძემ და გიორგი კაჭკაჭიშვილმა მსჯავრდებულ სანდრო წივწივაძისგან მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი, გიორგი ჯოხაძემ უძილაურს გადასცა.
2025 წლის მარტის თვეში ძმებმა მიქაძეებმა გიორგი ჯოხაძის საშუალებით გელა უძილაურს მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ. უძილაურმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით და 14 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე და დაელოდა ლევან ჯანგველაძის მისვლას. იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგველაძე მეგობართან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, გელა უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ლევან ჯანგველაძის მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად დაზარალებულმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად ცნო დამნაშავედ დავით მიქაძე, გიორგი მიქაძე და გიორგი ჯოხაძე წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება), ასევე გიორგი ჯოხაძე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა და ბ“ ქვეპუნქტებით და მათ სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე უკვე მსჯავრდებულია გელა უძილაური და მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია ოთარ რომანოვ ფარცხალაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
06 მაისი 2026, 21:39
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სულ მალე გაიმართება PABSEC-ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური ასამბლეა საქართველოში
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში, - განუცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა მონტენეგროში ქართველ ჟურნალისტებს.
06 მაისი 2026, 21:10
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: მეუფე ზენონის განცხადებები შეიცავს შეურაცხყოფასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ილია II-ის, ასევე სინოდის წევრების მიმართ - მსგავსი ბრალდებების გავრცელება არის ეკლესიური დისციპლინის უხეში დარღვევა
მეუფე ზენონის მიერ გაკეთებული განცხადებები შეიცავს პირდაპირ შეურაცხყოფასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, ასევე წმინდა სინოდის წევრების, მათ შორის მეუფე შიოს (მუჯირი) მიმართ, - წერს თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში.
06 მაისი 2026, 21:07
მსოფლიო
ტრამპი: ვფიქრობ, ომის დასრულების ძალიან კარგი შანსი არსებობს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა PBS News-თან სატელეფონო საუბარში ირანთან შეთანხმების მიღწევის თაობაზე ოპტიმიზმი გამოთქვა.
06 მაისი 2026, 20:55
რეგიონი
სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ქვეყნის ეკონომიკისთვის - სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო. ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და 18-კმ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაც დაიწყება.
06 მაისი 2026, 20:49
სამართალი
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავეებად ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავეებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, როგორც დაკავებულ გიორგი მიქაძეს, ასევე ძებნაში მყოფ დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
06 მაისი 2026, 20:44
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. „ქრონიკა“ მონტენეგროდან
საქართველოს დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მონტენეგროშია და მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში. დაგეგმილია სიტყვით მიმართვა და ორმხრივი შეხვედრები.
06 მაისი 2026, 20:39
პოლიტიკა
საქართველოს, როგორც შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოს როლი და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება - აზერბაიჯანული გაზი საქართველოს გავლით ევროპაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახლო აღმოსავლეთის კრიზისის და ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების ფონზე, ალტერნატიული და უსაფრთხო ენერგეტიკული დერეფნების ძიება, პრიორიტეტული გახდა, მათ შორის ევროპისთვის. სწორედ ამ მიზნით აზერბაიჯანში ბოლო 13 წლის განმავლობაში, პირველად ჩავიდა იტალიის პრემიერი. აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი კი საქართველოს როლს ზრდის.
06 მაისი 2026, 20:35
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: როგორ ლანძღავდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს, სასულიერო პირებიც კი გამოდიან და გაუგებარ რაღაცებს ლაპარაკობენ, რომ შფოთი შემოიტანონ ეკლესიაში
როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს, - განაცხადა თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი გოგიჩაიშვილმა ქადაგებისას.
06 მაისი 2026, 20:23
სამართალი
სუს-ის მიერ გამოვლენილი ჯაშუშობის კიდევ ერთი საქმე - ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილი ჯაშუშობის კიდევ ერთი საქმე.
06 მაისი 2026, 20:20
საზოგადოება
მორიგი შეტევა ეკლესიის წინააღმდეგ და მეუფე შიოს მოწოდება მრევლს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე დრო მცირდება და ეკლესიაზე შეტევა ძლიერდება. მეუფე ზენონი, რომელიც სინოდის სხდომის ერთ-ერთი მონაწილე მღვდელმთავარია, სხდომის შედეგებს სინოდის კრებიდან ერთი კვირის შემდეგ, ტელეეთერით აკრიტიკებს, პატრიარქის მოსაყდრეს კი შეურაცხყოფას აყენებს.
06 მაისი 2026, 20:15
საზოგადოება
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა: დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება და ძალიან მნიშვნელოვანია აღსრულდეს ნება ღვთისა
დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება და ძალიან მნიშვნელოვანია აღსრულდეს ნება ღვთისა, - განაცხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ გიორგობის დღესასწაულზე ხონის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
06 მაისი 2026, 20:10
სამართალი
სამართალდამცველებმა 100 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ ამოიღეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველმა სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა და მესამე სახელმწიფოში უნდა გასულიყო. უკანონო ტვირთის ღირებულება შავ ბაზარზე, 30 მილიონ ლარამდეა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოძიება კი გრძელდება.
06 მაისი 2026, 20:08
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოხარული ვიყავი, გამეგრძელებინა დიალოგი ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან, ერევანში ჩვენი ბოლო კონტაქტების შემდეგ
მოხარული ვიყავი, გამეგრძელებინა დიალოგი ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან, ერევანში ჩვენი ბოლო კონტაქტების შემდეგ, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.
06 მაისი 2026, 20:04
პოლიტიკა
უკრაინული მხარის ინიციატივით, მაკა ბოჭორიშვილსა და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
2026 წლის 6 მაისს, უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრი სიბიჰასთან.
06 მაისი 2026, 19:54
პოლიტიკა
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
„2007 წელს გახლდით, ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ამ ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მერე მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა) და დადგა ღონისძიებაში მონაწილე ბიჭების გადარჩენის საკითხი”, - წერს გიორგი გამსახურდია მეუფე ზენონის შესახებ.
06 მაისი 2026, 19:52
მსოფლიო
კატარის პრემიერი: არსებობს მაღალი ალბათობა, რომ აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიონ
არსებობს მაღალი ალბათობა, რომ აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიონ, - განუცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანიმ გამოცემა Al-Araby Al-Jadeed-ს.
06 მაისი 2026, 19:51
სამართალი
2024 წლის აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობრივად გადამეტების ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში ელისო ჯარიაშვილი და გურამ როგავა გამოიკითხებიან
2024 წლის აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობრივად გადამეტების ფაქტებზე გამოძიება ამ ეტაპზეც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება მათ შორის ძალადობაში მონაწილე შესაძლო პირთა იდენტიფიცირების მიზნით. ამის თაობაზე „ქრონიკას“ პროკურატურაში განუცხადეს.
06 მაისი 2026, 19:39
მსოფლიო
ზელენსკი: შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსულმა მხარემ ჩაშალა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი
მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც უკრაინამ სამშაბათისთვის გამოაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი თავს თავისუფლად მიიჩნევს იმ ცალმხრივი ზავისგან, რომელიც კრემლმა შაბათს, მოსკოვში დაგეგმილი გამარჯვების დღის აღლუმის წინ გამოაცხადა.
06 მაისი 2026, 19:32
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა და მხარი დაუჭირა.


