08 მაისი 2026, 16:46 / სანდო წყარო

სუს-ი გიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს ასაჯაროებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს ასაჯაროებს.

სუს-ის ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერში ჩანს უძილაურის მიერ ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი.

„ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრის დროს, ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი“, - აღნიშნავს უწყება.

ამას წინ უძღოდა ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადება. მან გააფრთხილა მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომ „დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს სპეციალურ სამსახურებს შესწევთ ძალა, გამოავლინონ შესაბამისი სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები ჩვენს ქვეყანაში“. მდინარაძემ სთხოვა მათ, რასაც „ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში“. ვიცე-პრემიერის განცხადებით, კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ სთხოვა უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს.

„ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, სივრცე არ დარჩეს, ამის გამო ჩემი მხრიდან თხოვნა იქნება და უახლოეს საათებში იხილავთ ამ ვიდეოჩანაწერს, - განმარტა ვიცე-პრემიერმა გიორგი უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.

სასამართლომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ყველა სიახლე

ირაკლი ხელაძე

08 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი

ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.

მარკო რუბიო

08 მაისი 2026, 17:55

მსოფლიო

მარკო რუბიოს განცხადებით, ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით ჩიხშია შესული

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკის მიერ გაწეული ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების კუთხით, ჯერჯერობით უშედეგოა და ჩიხშია შესული.

08 მაისი 2026, 17:49

თავდაცვა

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კრწანისში, JTEC-ში იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი კევინ ჰამილტონი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა. მას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

08 მაისი 2026, 17:47

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

08 მაისი 2026, 17:44

სპორტი

საქართველო „eFootball Mobile“-ის ერთა ლიგის პირველი კვირის ჩემპიონია

ქართველმა მოთამაშეებმა საბა პეტრიაშვილმა და გიორგი გაბუნიამ ტურნირი წაუგებლად ჩაატარეს და ფინალში თურქეთის ნაკრები დაამარცხეს. ეს ქართული კიბერსპორტისთვის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა ჩემპიონობის გარდა 200 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა. ერთა ლიგა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მნიშვნელოვანი ნაწილია, საქართველოს ნაკრების წარმატებული სტარტი კი მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის მომდევნო ეტაპებისთვის.

08 მაისი 2026, 17:40

სამართალი

გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ბრალის აღიარების შედეგად, პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი საპატიმროში ერთ წელს გაატარებენ, სამი წლის განმავლობაში კი პირობით მსჯავრს მოიხდიან.

08 მაისი 2026, 17:35

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩზე: პრეზიდენტს შეუმტვრიეს ღობე, ჩამოგდებით ემუქრებოდნენ, ამაზე ელემენტარული, კომენტარიც არ გააკეთა, რომ სიმბოლურად მაინც დაეგმო. ვერ დაგმობს, რადგან იკვეთება, რომ ეს მათი მხრიდან იყო მხარდაჭერილი და ლობირებული

„ერთი კაცი ვერ გამოვიდა - ევროკავშირის ელჩი რომ ჰქვია და დემოკრატიაზე ლექციებს რომ გვიკითხავს, პრეზიდენტს შეუმტვრიეს ღობე, ჩამოგდებით ემუქრებოდნენ, იმუქრებოდნენ მთავრობის დაკავებით, ჩამონგრევით და ამაზე ელემენტარული, კომენტარიც არ გააკეთა, რომ სიმბოლურად მაინც დაეგმო. ვერ დაგმობს, რადგან იკვეთება, რომ ეს მათი მხრიდან იყო მხარდაჭერილი და ლობირებული და ბუნებრივია, შემდეგ ესენი ხომ ეტყვიან, შენ, ძმაო, დაკვეთას რომ გვაძლევდი, გვაფინანსებდი, ახლა არ მოგწონთ?! ასეთ სიტუაციაში არიან და ბუნებრივია, კანონი არის უზენაესი!“, - განაცხადა ზარქუამ.

მამუკა მდინარაძე

08 მაისი 2026, 17:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ურთიერთობებს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი - ქართული ინტერესების გათვალისწინება

„ქართული, ეროვნული, იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების შემთხვევაში ჩვენ ყველასთან სამეგობროდ ვართ მზად. ჩვენი დამოკიდებულება არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინა ხაზზე, წინა პლანზე დაყენება. მე თავად გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ სერიოზული შეხვედრა მქონდა, მათ შორის, არ არის დასამალი, პოლიტიკურ საკითხებსაც შევეხეთ ამ სერიოზულ შეხვედრაზე, იმიტომ, რომ დღეს არცერთი სპეცსამსახური და არცერთი ორგანიზაცია თუ უწყება არ არსებობს, რომელსაც პოლიტიკა არ ეხება“.

დავით მათიკაშვილი

08 მაისი 2026, 17:25

პოლიტიკა

მათიკაშვილი: 4 ოქტომბრის საქმე იმდენად მკაფიოა, თუკი ვინმე ცდილობს, იმ სამართლებრივ რეალობას, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა, დაარქვას სხვა სახელი, ის ან ცდილობს, ფაქტები დაამახინჯოს, ან აქვს მცდელობა, სიმართლე ტყუილად შეასაღოს საზოგადოებას

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

08 მაისი 2026, 17:20

საზოგადოება

ბალკანეთის მათემატიკის 43-ე ოლიმპიადაზე (BMO) ქართველმა მოსწავლეებმა 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ბალკანეთის მათემატიკის 43-ე ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ფრიდრიხ მერცი

08 მაისი 2026, 17:19

მსოფლიო

Bloomberg: ფრიდრიხ მერცის პოპულარობა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პოპულარობა ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

08 მაისი 2026, 16:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირის, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელის დაკავებასთან დაკავშირებით.

მარკო რუბიო

08 მაისი 2026, 16:43

მსოფლიო

მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ირანის პასუხს სამშვიდობო შეთავაზებაზე დღეს ელოდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკული მხარე სამშვიდობო შეთავაზებაზე ირანისგან პასუხს დღეს ელოდება.

08 მაისი 2026, 16:28

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციაში ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

08 მაისი 2026, 16:21

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა აზიის განვითარების ბანკთან გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად დიდი ჰესების მნიშვნელობას და იმ პოტენციალს, რომელიც ამ კუთხით ქვეყანას გააჩნია. როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებების განვითარებაში, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მოდერნიზაციასა და გაძლიერებაში, ქარისა და ჰიდროპროექტების განხორციელებასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ADB-ის მხარდაჭერაზე, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ სექტორში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებას.

დიმიტრი პესკოვი

08 მაისი 2026, 16:15

მსოფლიო

პესკოვი: პუტინი ყველასთან, მათ შორის ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ყველასთან, მათ შორის ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

საპატრულო ლენტი

08 მაისი 2026, 16:15

სამართალი

საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავეს

როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დამნაშავე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მამუკა მდინარაძე

08 მაისი 2026, 16:11

პოლიტიკა

მდინარაძე უძილაურზე: ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს, გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც აღწერილია, როგორ იღებს დირექტივებს, როგორ გადასცემენ კონვერტით თანხას და ხელს აწერს შესაბამის უწყისს

შემიძლია ვთხოვო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს, ერთ ადამიანსაც, რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, სივრცე არ დარჩეს, ამის გამო ჩემი მხრიდან თხოვნა იქნება და უახლოეს საათებში იხილავთ ამ ვიდეოჩანაწერს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გიორგი უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

08 მაისი 2026, 16:00

საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნამიჭეიშვილი დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ახალი მოადგილე გიგა ნამიჭეიშვილი წარუდგინა.