18 მაისი 2026, 10:29 / სანდო წყარო

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის ივნისიდან 2025 წლის აგვისტომდე პერიოდში, დაზარალებულები დაარწმუნა, რომ იგი თითქოსდა დაკავებული იყო ბიზნესსაქმიანობით და მათ დიდი ოდენობით თანხის ინვესტირება შესთავაზა. ბრალდებულმა დაზარალებულებს ჯამში 351 421 ლარი გამოართვა, რაც მოტყუებით მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

18 მაისი 2026, 11:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მაკა ბოჭორიშვილი

18 მაისი 2026, 11:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში დაგეგმილი მაღალი დონის ფორუმის შესახებ: ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტები

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

18 მაისი 2026, 11:06

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Routes Europe 2026-ში მონაწილეობს

18-20 მაისს, იტალიის ქალაქ რიმინიში საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026 იმართება. რიგით მე-20 ყოველწლიურ ფორუმში ევროპის 65-ზე მეტი ქვეყნიდან 100-ზე მეტი წამყვანი ავიაკომპანიისა და აეროპორტის წარმომადგენელი მონაწილეობს. დაგეგმილია 5000-ზე მეტი პირისპირ შეხვედრა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

18 მაისი 2026, 11:04

მსოფლიო

ჩინეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

მიწისძვრა ლიუჯოუს ლიუნანის რაიონში ორშაბათს, ღამის 00:21 საათზე მოხდა. ეპიცენტრის სიღრმე 8 კილომეტრზე იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო და პოლიციის სამსახურები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამაშველო ოპერაციების დასაწყებად. მათ ადგილზე 2 გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ამასთან, მაშველებმა ნანგრევებიდან 91 წლის კაცის გადარჩენაც მოახერხეს.

18 მაისი 2026, 10:45

რეგიონი

მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა სამტრედიაში კიდევ ერთი სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ სამტრედიის N10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

18 მაისი 2026, 10:45

სპორტი

რუს და ბელარუს ტანმოვარჯიშეებს საერთაშორისო ტურნირებზე დროშითა და ჰიმნით გამოსვლის უფლება მისცეს

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის 2022 წლის თებერვლიდან მოქმედი შეზღუდვები მოხსნა და ისინი ტურნირებზე დროშითა და ჰიმნით დაუშვა.

18 მაისი 2026, 10:43

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, რაჭასა და შიდა ქართლში 14 სამართალდარღვევა გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

სულხან თამაზაშვილი

18 მაისი 2026, 10:34

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

18 მაისი 2026, 10:34

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის 2 მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

18 მაისი 2026, 10:32

სამართალი

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

18 მაისი 2026, 10:32

მსოფლიო

CNN: პენტაგონმა ირანში სამიზნეების სია მოამზადა იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი თავდასხმების განახლებას გადაწყვეტს

ტელეკომპანიის მონაცემებით, 16 მაისს ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი ჯგუფის უმაღლეს ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა ირანის მიმართ შემდგომი მოქმედებები განეხილათ. მომდევნო დღეს მან განაცხადა, რომ თეირანისთვის „უმჯობესია იჩქაროს, თანაც რაც შეიძლება სწრაფად, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან არაფერი დარჩება“.

18 მაისი 2026, 10:28

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კიმ ჩენ ინი

18 მაისი 2026, 10:22

მსოფლიო

კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის საზღვართან ჯარების გაძლიერების ბრძანება გასცა

კიმ ჩენ ინმა ჯარების გაძლიერების მოთხოვნა კვირას, 17 მაისს, არმიის დივიზიებისა და ბრიგადების მეთაურებთან გამართულ თათბირზე გააჟღერა. მან მოუწოდა მომზადების სისტემის კორექტირებისა და პრაქტიკული სწავლებების გაფართოებისკენ, რათა ისინი შეესაბამებოდეს ომის წარმოების თანამედროვე პირობებსა და ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების განვითარებას.

18 მაისი 2026, 10:10

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო

ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო დაწესებულებაში ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.

18 მაისი 2026, 10:07

მსოფლიო

აშშ-ში, საჰაერო შოუს დროს, ერთმანეთს 2 თვითმფრინავი შეეჯახა

ინციდენტი კვირას, აიდაჰოს შტატში მდებარე Mountain Home-ის ავიაბაზიდან ჩრდილო-დასავლეთით მოხდა. შემთხვევა ავიაშოუ Gunfighter Skies-ის მეორე და დასკვნით დღეს დაფიქსირდა. შეჯახების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ბაზა დროებით ჩაიკეტა, ავიაშოუს დარჩენილი ნაწილი კი გაუქმდა.

18 მაისი 2026, 10:04

რეგიონი

აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში ზუგდიდში მასშტაბური კულტურული ღონისძიება გაიმართება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზეთობის კვირეული“ 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აღინიშნება. კვირეული ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით იწყება, რომელიც აფხაზეთის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2026, 10:04

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ურბანულ სამიტში, რომელსაც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან პარტნიორობით, ბაქო მასპინძლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს.

18 მაისი 2026, 09:51

მსოფლიო

ლიეტუვაში დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

„პირველადი ნიშნებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, რასაც ნამსხვრევებზე ვხედავთ და რა ინფორმაციაც კოლეგებმა გამოგვიგზავნეს, დიდი ალბათობით, ეს უკრაინული დრონია. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვებია - როგორ მოხვდა დრონი ლიეტუვაში, რა სიმაღლეზე მიფრინავდა და რა ხარვეზებია ჩვენი აღმოჩენის სისტემებში“, - თქვა ვიტკაუსკასმა.

ჯეფ ლანდრი

18 მაისი 2026, 09:42

მსოფლიო

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში ჩავიდა

ლენდრი, ლუიზიანას გუბერნატორი, მანამდეც უჭერდა მხარს ტრამპის მიზანს, რომ არქტიკის ეს ტერიტორია ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გამხდარიყო. ამ ამბიციას მტკიცედ ეწინააღმდეგებიან როგორც გრენლანდიის, ისე დანიის მთავრობები, რომლებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ გრენლანდია არ იყიდება.