imedi /  19 მაისი 2026, 10:55 / სანდო წყარო

სულხან თამაზაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილს ეწვია.

საქართველოს დელეგაციას ადგილზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვილაიათ ეივაზოვმა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მეთაურმა შაჰინ მამადოვმა უმასპინძლეს.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა სამხედრო ტექნიკა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ასევე დანაყოფის შესაძლებლობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და აზერბაიჯანელ კოლეგას შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ უწყებას შორის წარმატებულ თანამშრომლობას და კიდევ უფრო გაფართოების მნიშვნელობას.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ყველა სიახლე

ვატო შაქარიშვილი

19 მაისი 2026, 11:51

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი პატრიარქის ქადაგებაზე: ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ ამ მტკიცე სიტყვას დიდი შეტევა მოჰყვებოდა ქვეყნის მტრების მხრიდან, რადგან პატრიარქის ქადაგება ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლების და გაძლიერების მიზანს

ერის სულიერ მამად ახლადგამორჩეული პატრიარქის ქადაგება მისი შინაარსით, მთლიანად ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლების და გაძლიერების მიზანს! შესაბამისად, ცხადი იყო, რომ ეს ძალიან გააბრაზებდა ჩვენი გადაშენების და საქართველოს დამორჩილების მსურველ ძალებს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2026, 11:47

პოლიტიკა

პრემიერი ოპოზიციაზე: ჩვენ მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ სარჩელზე, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში, ასეთი არაჯანსაღი, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისა და აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში

გადახედეთ ლიდერებს - „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს წარმატების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2026, 11:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ამ კუთხით, ჩვენი ხელი არის გაწვდილი, დაველოდებით მათი კომპლექსებისგან გათავისუფლებას

ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

19 მაისი 2026, 11:40

რეგიონი

ლევან ხარაბაძემ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2026, 11:40

პოლიტიკა

პრემიერი: სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, მთავარია, სისტემურად იმუშაოს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისთვის, რომ რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი

სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

გურამ მაჭარაშვილი

19 მაისი 2026, 11:37

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალამ“ ვისაუბრეთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური ძალების არსებობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ძალები არ იქნებიან ორიენტირებული ლანძღვა-გინებაზე

„მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია პრობლემების შესახებ მივიღოთ პირველწყაროსგან. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს რეგიონებსა და ქალაქებში. იცის საზოგადოებამ, რომ ჩვენ, „ხალხის ძალამ“ ვისაუბრეთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური ძალების არსებობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ძალები არ იქნებიან ორიენტირებული ლანძღვა-გინებაზე. ეს კი ნიშნავს ზუსტად იმას, რომ თუ არსებობს რაიმე ტიპის გამოწვევა, ამაზე უნდა ვისაუბროთ კონსტრუქციულად“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე

19 მაისი 2026, 11:36

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: „ხალხის ძალა“ უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ეს პროცესი იქნება ძალიან აქტიური

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, მედიასთან ისაუბრა იმერეთში „ხალხის ძალის“ ფრაქციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე.

19 მაისი 2026, 11:31

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საქართველოსა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WOAH) შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად

პარიზში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალური სესიის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „ცხოველთა ჯანმრთელობის დაფინანსება: სტრატეგიული ინვესტიცია“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოში ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგებზე ისაუბრა.

19 მაისი 2026, 11:31

რეგიონი

ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე ახალი საფეხბურთო სტადიონი აშენდა

,,ბარამიას ქუჩაზე ახალი სტადიონის მშენებლობა მმართველი პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო. ბარამიას დასახლებაში ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს და ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა მნიშვნელოვანი იყო როგორც სპორტის ხელშეწყობის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. განსაკუთრებული მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას - ადამიანს რომელმაც უამრავ ბავშვს მისცა მოტივაცია და სპორტის სიყვარული გაუჩინა” - აღნიშნა მერმა.

19 მაისი 2026, 11:29

ეკონომიკა

საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტია.

19 მაისი 2026, 11:25

ეკონომიკა

საქსტატი: 2026 წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობებმა 224.6 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 111 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 21.6 პროცენტი მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 17.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 16.2 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 16.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 8.1 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.2 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 13.5 პროცენტი სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2026, 11:24

პოლიტიკა

პრემიერი: NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, ამას უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი

თქვენ ხედავდით, თუ რა იყო უცხოური ჩარევის, მათ შორის, NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი - ეს იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ, ამას უნდა დავუპირისპიროთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმები, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

19 მაისი 2026, 11:22

სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს, ახალი ხელმძღვანელი შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი თეიმურაზ ლომთაძე წარუდგინა.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2026, 11:21

პოლიტიკა

პრემიერი: როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას უკავშირდება?

როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება? როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის განვითარების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებით კრიზისში და ზოგადად, საით მიჰყავს ევროკავშირი ამ გზას?, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღია წერილში, რომლითაც მან ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას მიმართა.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2026, 11:21

პოლიტიკა

პრემიერი: ქალბატონო ურსულა, ბატონო ანტონიო, ქალბატონო რობერტა, როგორ აფასებთ ძალადობას, რომელიც კოპენჰაგენში განვითარდა - არსებული ვითარება აჩენს საფრთხეს, რომ ევროპა შესაძლოა იქცეს ღირებულებების უგულებელყოფის დარღვევის ეტალონად

„იმ უმძიმესმა კადრებმა, სადაც ვიხილეთ, თუ როგორ საშინლად არბევს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს, საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად დაანახა შემაშფოთებელი რეალობა - თუკი წლების განმავლობაში ევროპა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე სხვა ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის ეტალონად მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საპირისპირო ტენდენცია. არსებული ვითარება აჩენს საფრთხეს, რომ ევროპა შესაძლოა იქცეს არა ამ ღირებულებების დაცვის, არამედ მათი უგულებელყოფისა და უხეში დარღვევის ეტალონად“.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2026, 11:20

პოლიტიკა

პრემიერი: როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, გვაქვს კითხვები იმ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც შუაგულ ევროპაში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა

როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, გვაქვს კითხვები იმ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც შუაგულ ევროპაში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, - აღნიშნულია წერილში, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას მიმართავს.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2026, 11:16

პოლიტიკა

პრემიერი: რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება

რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2026, 11:13

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს.

19 მაისი 2026, 11:13

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

მინისტრის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სერვისებზე ხელმისაწვდომობა, თუმცა ეფექტიანი და პრევენციაზე ორიენტირებული სისტემის ჩამოსაყალიბებლად პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აუცილებელია.

ცოტნე ანანიძე

19 მაისი 2026, 11:10

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ, ადამიანის უფლებების დაცვაა - საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს, რომ სწორი სამართლებრივი რეაგირება იცავს ადამიანებს

„ეს ინიციატივა უპირველესად მიმართულია იქითკენ, რომ არასრულწლოვანები, ქალები და უმცირესობები დაცულნი იყვნენ მზარდი კიბერბულინგისა და ორგანიზებული აგრესიისგან. საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს სწორი სამართლებრივი რეაგირება საფრთხეს არ უქმნის სიტყვის თავისუფლებას, ის იცავს ადამიანებს. უსაფრთხო ციფრული სივრცე ყველას უფლებაა!" - წერს ანანიძე.