პენიტენციურ დაწესებულებებში მოსწავლე მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ფოტო: პენიტენციური სამსახური
პენიტენციურ დაწესებულებებში მოსწავლე მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, - ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის, მსჯავრდებულების მონაწილეობით.
„მსჯავრდებულებს სკოლის დამთავრება სხვადასხვა სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა - მუსიკოსებმა, მსახიობებმა, ტელეწამყვანებმა და სპორტსმენებმა მიულოცეს.
მოსწავლეებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან სიმბოლური თეთრი მაისურები გადაეცათ, რომლებზეც სტუმრებმა სამახსოვრო და მისალოცი წარწერები დატოვეს.
ღონისძიების ფარგლებში, შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის, მსჯავრდებულების მონაწილეობით.
№11 დაწესებულებაში ყოფნისას სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების სასწავლო სივრცე, ბიბლიოთეკა და სპორტული ინფრასტრუქტურა.
თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პროფესიული და აკადემიური განათლების ხელშეწყობა, პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განათლების სხვადასხვა საფეხურზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია შესაბამისი პირობები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
21 მაისი 2026, 11:19
მსოფლიო
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი: ევროპარლამენტარებს ევროპული ინსტიტუტები პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის პოლიტიკურ ტრიბუნაში ეშლებათ
სლოვაკეთის რესპუბლიკა ცნობად იღებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც სლოვაკეთში სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობას ეხება. აღნიშნული რეზოლუცია მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებას შეიცავს და სლოვაკეთის რესპუბლიკის მიმართ იურიდიული ძალა არ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა კი, ის რეალობას არ შეესაბამება და ჩვენ მის ფორმულირებას არ ვეთანხმებით, - წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი სოციალურ ქსელში.
21 მაისი 2026, 11:18
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რუსთავში ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება
„საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რუსთავში ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება. ჩვენი ქალაქისთვის უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში, 100 საცხოვრებელი კორპუსის რესტავრაცია-რეაბილიტაციასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწვანე სივრცეც განახლდება, რომელიც 8 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. დღეს შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან და გავაცანით პროექტი, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
21 მაისი 2026, 11:08
საზოგადოება
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდებში, ქ. ამსტერდამში საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველო ეროვნული პავილიონით წარსდგა.
21 მაისი 2026, 11:05
საზოგადოება
26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის თავისუფლების მოედანზე სამხედროების პირველი რეპეტიცია გაიმართა
26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. თავისუფლების მოედანზე სამხედროების პირველი რეპეტიცია უკვე გაიმართა. წელს წვევამდელები, დედაქალაქთან ერთად, ფიცს საზეიმოდ დადებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას.
21 მაისი 2026, 10:59
ეკონომიკა
საქართველო ITB China ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
„სულ რამდენიმე დღე დარჩა და ჩინეთში, შანხაიში ITB China-ზე საქართველო პარტნიორის სტატუსით წარდგება. სამი დღის განმავლობაში, ყველაზე საუკეთესო ადგილზე, საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა, გასტრონომია, ისტორია. ასევე, ჩვენთან ერთად კერძო სექტორის 30 წარმომადგენელი დაამყარებს ახალ ბიზნეს ურთიერთობებს, იმისთვის, რომ ერთობლივად ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში“.
21 მაისი 2026, 10:53
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა
ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლაში, მეთორმეტეკლასელების მიერ გამართულ ღონისძიებას მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები დაესწრნენ, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
21 მაისი 2026, 10:53
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დარგში არსებული გამოწვევები უშუალოდ სექტორის წარმომადგენლებისგან მოვისმინოთ და გადაწყვეტილებები ერთობლივი განხილვის საფუძველზე მივიღოთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა დარგობრივი საბჭოს ფორმატი, რომელიც ფერმერებთან და ბიზნესთან კოორდინაციის ეფექტიან პლატფორმად ჩამოყალიბდება. გვინდა, მხარდაჭერის პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული რეალურ საჭიროებებს და სექტორის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყოს ხელი”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
21 მაისი 2026, 10:43
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ჩასაბარებელ საგნებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები ონლაინ ფორმატში დაიწყო
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, დავალებების სპეციფიკისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ. ამასთან, განხილული იქნა ნაშრომების შეფასების ძირითადი პრინციპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ შეცდომებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ფიქსირდება. ასევე, მიეცათ რეკომენდაციები, რომლებიც მათ საგამოცდო პროცესისთვის ეფექტიანად მომზადებაში დაეხმარება.
21 მაისი 2026, 10:39
მსოფლიო
აშშ-მა კუბასთან ახლოს ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფი განათავსა
აშშ-ის ფლოტის ავიამზიდთა დამრტყმელი ჯგუფი კარიბის ზღვაში, კუბასთან ახლოს განთავსდა. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
21 მაისი 2026, 10:28
სამართალი
იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
21 მაისი 2026, 10:27
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 12 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 12 პირი დააკავეს.
21 მაისი 2026, 10:20
კულტურა
ბრენდონ სანდერსონის რომანების მიხედვით სერიალს გადაიღებენ
ეს სანდერსონის უკვე მესამე ნამუშევარია, რომლის ეკრანზე გადმოტანაც იგეგმება. გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სტრიმინგ-სერვისმა Apple TV+ სანდერსონთან მისი მასშტაბური საავტორო სამყაროს, „კოსმერის“ ეკრანიზაციაზე უპრეცედენტო შეთანხმება გააფორმა. გარიგების თანახმად, ტრილოგია „ნისლქმნილის“ მიხედვით მხატვრულ ფილმებს, „შტორმის სინათლის არქივის“ მიხედვით კი, სერიალს გადაიღებენ.
21 მაისი 2026, 10:06
სამართალი
ბესიკ ამირანაშვილი: სატყეო რეფორმის ძირითადი მიზანია ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა.
21 მაისი 2026, 09:55
მსოფლიო
POLITICO-ს ცნობით, ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდა, ევროპარლამენტარ ბას ეიკჰაუტთან „შეუფერებელი ურთიერთობის“ გამო სკანდალში გაეხვა
ევროპარლამენტში „მწვანეების“ ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბას ეიკჰაუტმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც აღიარა, რომ ჰქონდა „ურთიერთობები“, რომლებიც მის თანამდებობას არ შეეფერებოდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
21 მაისი 2026, 09:53
სამართალი
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის შს მინისტრი ეწვია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი დახვდა.
21 მაისი 2026, 09:49
მსოფლიო
უკრაინამ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა
უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
21 მაისი 2026, 09:43
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა, ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უფროსმა მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს
„სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისა და ტრანსფორმაციის პროცესში და დადასტურებაა იმ ძალისხმევისა, რასაც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, წითელ ჯვართან ერთად, ვახორციელებთ ზოგადად და ამ შემთხვევაში სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის მხარდაჭერის მიმართულებით. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, განსაკუთრებით ბოლო წლებსა და ბოლო დღეებშიც კი, წითელ ჯვართან მჭიდრო თანამშრომლობით მიღწეული შედეგებისა და იმ მნიშვნელოვნად გაზრდილი დინამიკის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა სამმხრივი მემორანდუმის გაფორმება, უპირველესად იმ მიზნით, რომ გაუჩინარებულთა ხვედრის დადგენის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაქსიმალურად იყოს დაცული ოჯახების უფლებები და პერსონალური მონაცემები“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
21 მაისი 2026, 09:39
მსოფლიო
Reuters: გერმანიის კანცლერი ევროკავშირს სთავაზობს უკრაინას ასოცირებული წევრის სტატუსი მიანიჭოს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას წერილი მისწერა, რომელშიც სთავაზობს მათ უკრაინას ასოცირებული წევრის სტატუსი მიანიჭონ, რაც სრულყოფილ წევრობამდე შუალედური ნაბიჯი იქნებოდა და რუსეთის მიერ დაწყებულ ომს დაასრულებდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
21 მაისი 2026, 09:32
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ევრობიუროკრატები დაგმობენ იმას, რაც კოპენჰაგენის ქუჩაში ხორციელდებოდა, მაგრამ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს უფლება, ჰქონდეს პასუხი თითოეულ კითხვაზე, რომელიც მას აინტერესებს
„რასაც ვხედავდით კოპენჰაგენში, როგორი დემონსტრაციის წინააღმდეგ რა ქმედებებიც იყო ჩადენილი საპოლიციო ძალების მხრიდან, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დიდი მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს, რომ ევრობიუროკრატები დაგმობენ იმას, რაც კოპენჰაგენის ქუჩაში ხორციელდებოდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს მანდატი ქართული საზოგადოების მხრიდან და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს უფლება, ჰქონდეს პასუხი თითოეულ კითხვაზე, რომელიც მას აინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს, რატომ არ გმობენ უკვე კვირაზე მეტია ევრობიუროკრატები იმ პროცესებს, რომლებიც დანიის დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარეობდა, - ამბობს ჩაკვეტაძე.


