საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი
ფოტო: პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობის და ორგანიზების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავა და 6 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, - განაცხადა პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ.
მისი თქმით, საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.
„გამოძიებით დადგენილია რომ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, აშშ-ის საზღვრის გადაკვეთა გართულდა. აღნიშნულის გამო, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ისინი ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. „ქეისის“ შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ე.წ. ქეისებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ. კერძოდ: ყალბი ე.წ. „ქეისის“ შედგენის სანაცვლოდ 1 000 - 1 500 აშშ დოლარამდე თანხას, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 3 000 აშშ დოლარს. გარდა მითითებული თანხებისა, თავშესაფრის მაძიებლის საქმის წარმოებისა და წარმატებით დასრულებისთვის, თითოეული მოქალაქისგან ითხოვდნენ და იღებდნენ დამატებით 6 000-8 000 აშშ დოლარამდე თანხას.
ასევე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულ და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებას ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი, დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ. ბრალდებულები 4 მოქალაქის კუთვნილ 10 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ, თუმცა მათ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ გაუწიეს.
გარდა ამისა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც ჰპირდებოდნენ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, კანადის ვიზის მიღებაში დახმარების მიზნით, 800 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პროკურატურის ოპერატიულ თანამშრომელს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, ცნობა სამსახურის თაობაზე, თითქოსდა, ეს უკანასკნელი დასაქმებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ყალბი დოკუმენტაცია.
საქართველოს პროკურატურის და აშშ-ს საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე განათავსეს განცხადებები, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველ პირებს ვიზის მიღებაში დახმარებას სთავაზობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ აპლიკაციის შევსებისთვის საჭირო თანხის გარდა, ვიზის მიღებამდე თანხის გადახდა არ მოუწევდათ. ვიზის მიღების შემთხვევაში კი 10 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე უნდა გადაეხადათ.
ჯგუფის წევრებმა საქართველოს 65 მოქალაქეს ამერიკის საელჩოში წარსადგენად, დაუმზადეს და გადასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეთა ნაწილმა შეძლო ვიზის მიღება. ვიზის მიღების შემდეგ მათ 112 000 აშშ დოლარი ხელზე გადასცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს.
მას შემდეგ, რაც წარმოშობილი ეჭვების საფუძველზე საელჩომ დოკუმენტების ნაწილი გადაამოწმა, გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფის სიყალბე, რის გამოც ყველა მოქალაქეს, ვისაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, ვიზა გაუუქმდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის სახით მოქალაქეებისგან მიიღეს 142 786.43 აშშ დოლარი, 15 095 ლარი და 1 560 ევრო.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილით (პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის ან/და პირის მიერ ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის, დამზადება, გასაღება) ფაქტზე წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურა ცხრავე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც აღნიშნულ ფაქტებზე, ასევე სხვა ეპიზოდებში მონაწილე პირთა დადგენის და გამოვლენის მიზნით“, - აღნიშნა გიორგი მიქაიამ.
ყველა სიახლე
02 ივნისი 2026, 13:07
საზოგადოება
ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლებისათვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 3 ივნისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
02 ივნისი 2026, 12:44
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 12:43
კულტურა
არიანა გრანდემ ახალი ვიდეორგოლი წარადგინა
ამერიკელმა მომღერალმა არიანა გრანდემ სიმღერაზე Hate That I Made You Love Me გადაღებული ვიდეორგოლი წარადგინა. ეს მომღერალი ახალი ალბომის Petal ლიდ-სინგლია. ჩანაწერი 31 ივლისს გამოვა.
02 ივნისი 2026, 12:40
მსოფლიო
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების ბლოკირებისკენ მოუწოდებს
ულტრამემარჯვენე პარტია „კონფედერაციის“ ლიდერი, პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი კშიშტოფ ბოსაკი ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დაბლოკოს იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 12:04
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-ტარებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
02 ივნისი 2026, 12:03
კულტურა
მიკ ჯაგერმა The Rolling Stones-ის სცენაზე დაბრუნების შესაძლებლობაზე მიანიშნა
მუსიკოსმა განაცხადა, რომ „სულმოუთქმელად ელის“, როდის გაემგზავრება ჯგუფი მორიგ ტურნეში.„იმედია, ეს რაც შეიძლება მალე მოხდება“, - თქვა მან. ამავდროულად, The Rolling Stones-ის ფრონტმენმა დააზუსტა, რომ ჯგუფის კონცერტებს, სავარაუდოდ, უკვე მომავალ წელს უნდა ველოდოთ.
02 ივნისი 2026, 11:49
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და, შესაბამისად, გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს, რომ მოვემსახუროთ რეგიონში არსებულ ტვირთებს
ჩვენს სატრანსპორტო ქსელს ემატება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და, შესაბამისად, გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს იმისთვის, რომ მოვემსახუროთ რეგიონში არსებულ ტვირთებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. თამარ იოსელიანმა აღნიშნული შეფასება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის საზეიმო ღონისძიებაც დღეს არის დაგეგმილი.
02 ივნისი 2026, 11:48
ტაბლოიდი
ინდოეთში კაცმა ქაღალდის ჭიქების უმსხვილესი კოლექცია შეაგროვა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
„ბავშვური ცნობისმოყვარეობა მთელი ცხოვრების გატაცებად იქცა. დავიწყე ყველაზე სხვადასხვანაირი ნივთების შეგროვება - ჩასაჯდომი ტალონებითა და სამართებლის (საპარსი პირის) შეფუთვებით დაწყებული, ყავის ჭიქებითა და ჩაის პაკეტებით დასრულებული“, - ამბობს კაცი.
02 ივნისი 2026, 11:42
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი რადიკალების სპეკულაციებზე: ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც გადადგამს ივანიშვილი, გააკეთებენ ამას. უდავო საკითხებსაც ედავებიან. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი მითითება აქვთ მიცემული, არცერთი ნაბიჯი არ შეაფასონ დადებითად
ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც გადადგამს ივანიშვილი, გააკეთებენ ამას, უდავო საკითხებსაც ედავებიან, - განუცხადა „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა რადიკალების სპეკულაციებთან დაკავშირებით.
02 ივნისი 2026, 11:33
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში ეწინააღმდეგება - ევროპულ ოჯახში ადგილი არ არის ბანდიტებისა და მკვლელებისთვის, რომლებმაც ქალები და ბავშვები მოკლეს. ასეთი ბანდიტების განდიდება არ შეიძლება
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
02 ივნისი 2026, 11:29
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელთან, იზაბელა კასტროჯოვანისთან, გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 11:26
რეგიონი
ადიგენის მუნიციპალიტეტში საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყო
პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, სოფელ უტყისუბანში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო. პროექტის ძირითადი მიზანი ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის გაძლიერებაა.
02 ივნისი 2026, 11:25
პოლიტიკა
მალტე კაუფმანი: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ბოლო არჩევნების გამო სჯის. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, არჩევნები არჩევნებია და შედეგებს პატივი უნდა სცენ როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ბოლო არჩევნების გამო სჯის, - განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა მალტე კაუფმანმა.
02 ივნისი 2026, 11:18
პოლიტიკა
მალტე კაუფმანი: გასული წლის ოქტომბრიდან საქართველოს ელჩი გერმანიაში ჯერ კიდევ არ არის აკრედიტებული და ეს სრულიად მიუღებელია. მიმაჩნია რომ ეს გერმანული დიპლომატიისთვის ნამდვილად სამარცხვინო ფაქტია, ამ საკითხს ყურადღებით შევისწავლი პირადად
გასული წლის ოქტომბრიდან საქართველოს ელჩი გერმანიაში ჯერ კიდევ არ არის აკრედიტებული და ეს სრულიად მიუღებელია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა მალტე კაუფმანმა.
02 ივნისი 2026, 11:15
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
02 ივნისი 2026, 11:14
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი გერმანიის საგარეო უწყების ქმედებაზე საქართველოს ელჩის მიმართ: როგორც ჩანს არც ბრიუსელი და არც ბერლინი არ არიან მზად მიიღონ ის ფაქტი, რომ საქართველოს არ სურს მეორე უკრაინად იქცეს. ისინი ასევე უკმაყოფილოები არიან საქართველოს გადაწყვეტილებით დაიცვას ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები
როგორც ჩანს არც ბრიუსელი და არც ბერლინი არ არიან მზად მიღონ ის ფაქტი, რომ საქართველოს არ სურს მეორე უკრაინად იქცეს. ისინი ასევე უკმაყოფილოები არიან საქართველოს გადაწყვეტილებებით დაიცვას ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ წევრმა, ტომაშ ფროელიხმა გერმანიის საგარეო უწყების ქმედებაზე, რომელიც საქართველოს ელჩისგან ამ დრომდე რწმუნებათა სიგელს არ იბარებს.
02 ივნისი 2026, 11:13
მსოფლიო
ვუჩიჩი: სერბეთი რუსეთისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ გეგმავს
სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, ოფიციალური ბელგრადი ევროინტეგრაციის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას არ აპირებს. ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 11:09
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გამოაქვეყნა
2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმების, მაქსიმალური ქულების და ტესტირებისთვის გამოყოფილი საგამოცდო დროის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - https://bit.ly/4ehMnIN
02 ივნისი 2026, 11:03
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაგა კირკიტაძემ შეხვედრა გამართა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან არგუჯ ქალანთარლისთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.


