სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა
ემზარ გაგნიძე
ფოტო: სუს-ი
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, 8 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქმე შეეხება სს „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ, მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დაკავებულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნა, ჯამში, 8 პირი, რომელთაგან ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება და მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა.
საქმე შეეხება სს „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ, მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე, სს „საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. პარალელურად, წინასწარ შერჩეული კომპანიების გამოყენებით, უნდა შედგენილიყო საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ შავ ლითონს გაუჩნდებოდა ფორმალური, ვითომდა ლეგალური წარმომავლობა და განხორციელდებოდა მისი რეალიზაცია. დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს „კახეთი“, შპს „ნოვა ტრანსი“, შპს „ჯადექსა“, შპს „სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს „გრანდ კახეთი“.
დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, სს „საქართველოს რკინიგზამ“ ორ ეტაპად - 2020 წლის 08 თებერვალსა და 09 სექტემბერს გამოაცხადა ორი ტენდერი შავი ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების მომსახურების შესყიდვაზე, რომლებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების მიერ დაფუძნებული და ფაქტობრივ მმართველობაში არსებული შპს „კახეთი“. იმავდროულად, დავით ფერაძესთან შეთანხმებით, ერთ-ერთი პირი, სს „საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილი თანამშრომლების გვერდის ავლით, უზრუნველყოფდა წამოსაღები შავი ლითონის ადგილზე დაუთვლელად, აწონის გარეშე და ზოგ შემთხვევაში, დოკუმენტურად უკვე აღრიცხული შავი ლითონის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით გატანას. შესაბამისად, დოკუმენტური მხარე ფორმდებოდა იმგვარად, რომ მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო დანაკლისის არსებობაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა, რაც საბოლოოდ გაამარტივებდა მის სს „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსიდან ჩამოწერას.
შპს „კახეთის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, დავით ფერაძის ორგანიზებით, სს „საქართველოს რკინიგზის“ ტერიტორიებიდან, დასაწყობების ნაცვლად, სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვებული შავი ლითონის ნაწილის სატვირთო ავტომობილებით გატანა და რუსთავში მდებარე შპს „ჯეოსთილის“ საწარმოში ჩაბარება. პროცესში მონაწილეობდნენ და მეთვალყურეობას უწევდნენ როგორც ზემოხსენებული სააქციო საზოგადოების წინასწარ შერჩეული წარმომადგენლები, ასევე დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირები - შპს „კახეთის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს „ნოვა ტრანსის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს „ჯადექსას“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი და შპს „სამშენებლო სარემონტო კომპანია ხუროს“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი. ამავდროულად, სს „საქართველოს რკინიგზის“ გვერდის ავლით რეალიზებული შავი ლითონის ნაწილის დანაშაულებრივი წარმომავლობისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის, ასევე ტრანსპორტირება/რეალიზაციის გაადვილებისა და დანაშაულში მონაწილე მეწარმე სუბიექტებისათვის ხელოვნური ნაშთის შექმნის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებულ იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები.
ამდენად, ზემოაღწერილი დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2020-2021 წლებში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯამში, დაუფლებულ იქნა სს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ 17 391 121 ლარად შეისყიდა შპს „ჯეოსთილმა“. შპს „ჯეოსთილისგან“ მიღებული თანხა აკუმულირდა შპს „ნოვა ტრანსისა“ და შპს „ჯადექსას“ საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება.
გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე დადგინდა, რომ 2022 წლის 29 აპრილს, სს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „რაველდის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, კომპანიის კუთვნილ ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურების შესახებ, ღირებულებით 999 768 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, უნდა განხორციელებულიყო არაუმეტეს 1600 ერთეული რელსის შედუღება, ხოლო ანგარიშსწორება მოხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე. სამუშაოთა მიმდინარეობისას, შპს „რაველდის“ დირექტორმა, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელ დირექტორთან შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტებში დააფიქსირა ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები, რომლის თანახმადაც, შპს „რაველდიმ“, ნაცვლად რეალურად განხორციელებული 987 ერთეული რელსის შედუღებისა, თითქოსდა განახორციელა 1200 ერთეულის შედუღება. ყალბ დოკუმენტზე, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორის დავალებით, ხელი მოაწერეს სს „საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილმა, მისსავე სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომლებმა. აღნიშნულის შედეგად, მიმწოდებელმა - შპს „რაველდიმ“ შემსყიდველისგან ზედმეტად მიიღო 403 844 ლარი.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით“, - აღნიშნა ემზარ გაგნიძემ.
ყველა სიახლე
02 აგვისტო 2026, 17:27
მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტმა ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა
პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში აღნიშნულია: „კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: დაინიშნოს ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“.
02 აგვისტო 2026, 17:22
საზოგადოება
პარლამენტის წევრები ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ
აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.
02 აგვისტო 2026, 17:18
მსოფლიო
არგენტინაში მიწების უცხოელებისთვის გადაცემის შესახებ ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს
ბუენოს-აირესში ასობით ადამიანი ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც სოფლის მეურნეობის მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში გადაცემის აკრძალვას აუქმებს.
02 აგვისტო 2026, 17:11
მსოფლიო
ირანში უარყვეს ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ თეირანმა ვაშინგტონს სამხედრო დარტყმების შეჩერება სთხოვა
ირანის სამხედრო წყაროებმა უარყვეს შტატების პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ თეირანმა ვაშინგტონს სამხედრო დარტყმების შეჩერება სთხოვა. თეირანში დონალდ ტრამპის განცხადებას „კიდევ ერთი ტყუილი“ უწოდეს.
02 აგვისტო 2026, 16:36
მსოფლიო
le Journal du Dimanche: ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი უკრაინის მთავარ პრობლემად იქცა
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მთავარ პრობლემად და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების უდიდეს ბენეფიციარად იქცა, - განაცხადა მისმა ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა ფრანგულ გამოცემა le Journal du Dimanche (JDD)-სთან ინტერვიუში.
02 აგვისტო 2026, 15:51
ტაბლოიდი
აშშ-ში ძაღლებს შორის სერფინგში ჩემპიონატი ჩატარდა🌊🐕გალერეა
კალიფორნიის ქალაქ პასიფიკაში, ლინდა-მარის პლაჟზე ძაღლებს შორის სერფინგის მე-10 ყოველწლიური მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. CBS News-ის ცნობით, შეჯიბრში სხვადასხვა ჯიშის 14-მა ძაღლმა მიიღო მონაწილეობა - მინიატიურული ცვერგპინჩერებიდან დაწყებული, ლაბრადორებითა და ფრანგული ბულდოგებით დამთავრებული. მსაჯები მონაწილეებს იმის მიხედვით აფასებდნენ, თუ რამდენ ხანს ძლებდნენ ისინი ტალღაზე და რამდენად დამაჯერებლად გრძნობდნენ თავს დაფაზე.
02 აგვისტო 2026, 15:42
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო, ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია
„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო, ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია. სწორედ რემა ღვამიჩავას სახელს უკავშირდება საქართველოში სხივური მედიცინის დანერგვა და ეროვნული სკრინინგცენტრის ჩამოყალიბება. მისი აღზრდილი ექიმთა არაერთი თაობისათვის იგი მუდამ დარჩება პროფესიონალიზმის, საქმისადმი ერთგულებისა და კეთილსინდისიერების სანიმუშო მაგალითად. თანავუგრძნობ ოჯახს, მეგობრებსა და სამედიცინო საზოგადოებას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
02 აგვისტო 2026, 15:07
მსოფლიო
ინდონეზიაში ბორანზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ინდონეზიაში ბორანზე ხანძრის გაჩენის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაკარგულად ითვლება. ინციდენტის დროს, ბორანი ღია ზღვაში იყო, ბორტზე კი 271 ადამიანი იმყოფებოდა.
02 აგვისტო 2026, 14:36
მსოფლიო
ევროპაში ე.წ. მსოფლიო პრაიდის ღონისძიებები მიმდინარეობს
ევროპაში ე.წ. მსოფლიო პრაიდი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე გაიმართა. ლგბტ საზოგადოების განცხადებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ბერლინის პრაიდზე სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. პრაიდ აღლუმები გაიმართა ამსტერდამში, სტოკჰოლმსა და ჰამბურგში.
02 აგვისტო 2026, 14:34
მსოფლიო
ტყის ხანძარმა ვაშინგტონის შტატში მასობრივი ევაკუაცია და ელექტრომომარაგების გათიშვა გამოიწვია
გუბერნატორმა ბობ ფერგიუსონმა შტატის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ცეცხლის დანთება აკრძალა. ოფიციალური პირების ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის შედეგად დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
02 აგვისტო 2026, 14:33
ეკონომიკა
პრემიერი: ჩვენი ეკონომიკური სისტემა აჩვენებს მდგრადობას და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მოვახერხეთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნება, არის კორუფციის აღმოფხვრა, ზედა ეშელონებში მთლიანად აღმოფხვრილია კორუფცია, რაც პირდაპირ უწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და კიდევ უფრო მეტად გაზრდას
ეკონომიკური ზრდის კუთხით, უკვე გამოქვეყნებულია პირველი 6 თვის მონაცემები, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველად პროგნოზს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ მოვახერხეთ სწრაფი ტემპის შენარჩუნება ეკონომიკური ზრდის კუთხით, ეს არის კორუფციის აღმოფხვრა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებთან.
02 აგვისტო 2026, 14:31
პოლიტიკა
პრემიერი: ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა, გამოდის იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც იღებს კონკრეტულ დაკვეთებს და დაკვეთა არის ის, რომ მათ უნდა სცადონ რამენაირად ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა
ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა, გამოდის იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც იღებს კონკრეტულ დაკვეთებს და შესაბამისად, მოქმედებს ამ დაკვეთების მიხედვით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებს.
02 აგვისტო 2026, 14:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის, გარკვეული მექანიზმები დადგენილია იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია - თუ სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ არსებითად არ არის საფუძვლიანად ჩართული სასწავლო პროცესში
სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის, აქ არის გარკვეული მექანიზმები დადგენილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია, - განაცზადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
02 აგვისტო 2026, 14:29
მსოფლიო
აიდაჰოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორისაა თავდამსხმელიც. სამართალდამცველები მისი ვინაობისა და ქმედების მოტივის დადგენას ცდილობენ.
02 აგვისტო 2026, 14:29
საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს გემი TARYN EVE სანქცირებულია, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს
ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის „შაბათის ფორმულა“ ჟურნალისტს გემზე TARYN EVE (IMO 9256925) სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან წერილობით მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია, რომ აღნიშნული გემი არ არის შეყვანილი ევროკავშირის, აშშ-ის (OFAC), გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს სანქცირებულ გემთა სიებში. ასევე, სანქცირებული არ არიან გემის მფლობელი, ტექნიკური და კომერციული ოპერატორი კომპანიები, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
02 აგვისტო 2026, 14:25
მსოფლიო
Washington Post: უკრაინისთვის რკინის გუმბათის სისტემის გადაცემა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაბლოკა
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინიციატივაზე ვეტოს დადება ისრაელის პრემიერმა ტექნოლოგიის ირანის ხელში მოხვედრის რისკით განმარტა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სისტემა ამერიკული ფულით არის შეძენილი, თუმცა ის შტატებთან ერთად ისრაელის მიერაა შემუშავებული, რის გამოც ვაშინგტონს გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ისრაელის თანხმობის გარეშე არ შეუძლია .
02 აგვისტო 2026, 14:24
საზოგადოება
შიო მესამე: ვერცერთმა ქარიშხალმა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ვერ შეაშინა, ვერ შეარყია. ასე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და მართავდა ეკლესიის ხომალდს
ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ წირვა აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა გვარები დალოცა. სიონის საპატრიარქო ტაძარში კი ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. ნინი მაისურაძეა პირდაპირ ეთერში.
02 აგვისტო 2026, 14:18
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი: შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა
„შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა“, - საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ბეშუმში შუამთობის სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
02 აგვისტო 2026, 14:18
რეგიონი
ანაკლიის ბანაკი მონაწილეების მორიგ ნაკადს მასპინძლობს
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მონაწილეების მორიგ ნაკადს მასპინძლობს. სპორტულ, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებთან ერთად, საბანაკე დღის წესრიგი მიწვეულ სტუმრებთან შეხვედრის სესიებსაც ეთმობა.
02 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ, ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები და შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ რეალურად ასეა
„ერთმანეთი ამოიცნეს, ერთმანეთში დაინახეს ის, რასაც ქართველი ხალხი ხედავდა მათში ამდენი ხნის განმავლობაში. ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები და შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ რეალურად ასეა. აღარ მოსწონთ ერთმანეთიც კი. მანამდე ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს აგენტურა, ახლა აღარ მოსწონთ ერთმანეთი. ეს არის, მათ შორის იმის გამოძახილი, რომ ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი პოზიციებისთვის საკუთარი პატრონების წინაშე. ეს არის საბოლოო ჯამში ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


