17 ივნისი 2026, 07:59 / სანდო წყარო

„საქართველოს რკინიგზის" ყოფილ გენერალურ დირექტორს და კიდევ 7 პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

„საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც კორუფციულ სქემაში მონაწილეობის ბრალდებით არიან დაკავებულები, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

სავარაუდოდ, დღესვე, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. რვა დაკავებულიდან ორს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება და მათზე ძებნა გამოცხადდება.

22 ათასი ტონა ჯართის ქურდობაში მხილებულია რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე. მიმალულია.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გაქცეულია შპს „ხუროს“ დირექტორი ზაზა ბიძინაშილიც. სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის თაღლითური სქემა გამოააშკარავა.

ირკვევა, რომ „საქართველოს რკინიგზიდან“ მითვისებულია 17 მილიონ ლარზე მეტი. უკანონოდ გაყიდულია საახელმწიფო კომპანიის 22 ათას 120 ტონა შავი ლითონი. საქმეზე დაკავებული ანზორ ჯამალაშვილის ადვოკატის განცხადებით, ჯამალაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ყველა სიახლე

17 ივნისი 2026, 09:12

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაკში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაკში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

17 ივნისი 2026, 09:10

სპორტი

საფრანგეთმა 2002 წლის ნავსი გატეხა და სენეგალის ნაკრები დაამარცხა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მუნდიალის I ჯგუფის შეხვედრა საფრანგეთისა და სენეგალის ეროვნულ ნაკრებებს შორის ფრანგების გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა.

17 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

მედია: აშშ-ის ქალაქ უილმინგტონის საავადმყოფოში სროლას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

აშშ-ში, დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონის საავადმყოფოში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთ დაიჭრა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

17 ივნისი 2026, 08:53

რეგიონი

20-21 ივნისს ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალი ტრადიციულად, ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება. დასწრება უფასოა.

17 ივნისი 2026, 08:50

რეგიონი

რუსთავის საკრებულოში სტუდენტური სტაჟირების პროგრამა, საკრებულოს იმიტირებული სხდომით დასრულდა

იმიტირებული სხდომის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა, პროგრამა„წარმოადგინე შენი ქალაქი“ რუსთავის საკრებულოსა და ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ერთობლივი სტუდენტური სტაჟირების პროექტია და მისი მიზანი,ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობაა

თინა ბოკუჩავა

17 ივნისი 2026, 08:44

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნანუკა ჟორჟოლიანისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შეთავაზებაზე არსად დაუწერია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნანუკა ჟორჟოლიანისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შეთავაზებაზე არსად დაუწერია.

ეკა სეფაშვილი

17 ივნისი 2026, 08:27

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი რუმინეთის პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტზე: ეს ქვეყანა, როგორც სხვა ქვეყნები, დარწმუნდა, რომ არასამთავრობოო ორგანიზაციების, ფონდების ფინანსურ გამჭვირვალობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა შეაფასა რუმინეთის პარლამენტში წარდგენილ ​„ასოციაციებისა და ფონდების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ორგანიზაციებს დაავალდებულებს ყოველწლიურად წარადგინონ დეკლარაცია წინა წლის ყველა შემოსავლისა და დაფინანსების წყაროების შესახებ.

ნინო წილოსანი

17 ივნისი 2026, 08:21

პოლიტიკა

ნინო წილოსანი რუმინეთის პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტზე: როდესაც აღნიშნულ კანონმდებლობას ვიღებდით, სამწუხაროდ ვიყავით დიდი კრიტიკის და განკიცხვის ობიექტები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ რუმინეთის პარლამენტში წარდგენილ ​„ასოციაციებისა და ფონდების შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც ორგანიზაციებს დაავალდებულებს ყოველწლიურად წარადგინონ დეკლარაცია წინა წლის ყველა შემოსავლისა და დაფინანსების წყაროების შესახებ.

თორნიკე ჭეიშვილი

17 ივნისი 2026, 08:14

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დღეს განსახილველ ანგარიშზე: ზეგავლენას ჩვენს ხალხზე ვერ ახდენენ ასეთი აბსურდული რეზოლუციებით, თუმცა ვხედავთ, რომ გარკვეული დავალებების შესრულების კვალდაკვალ აგრძელებენ

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გამოეხმაურა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დღეს განსახილველ ანგარიშს.

გიორგი ვოლსკი

17 ივნისი 2026, 08:04

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დღეს განსახილველ ანგარიშზე: არათუ უსამართლობაა, სერიოზული კონსპირაციული გეგმაა

„ევროპარლამენტიდან შემოტევა მიმდინარეობს უკვე დიდი ხანია და რეზოლუციებით უწყობდნენ ხელს გარკვეული ექსტრემისტული პროცესების განვითარებას. როდესაც [მედიას] ამის მაგალითები მოგყავს და აშუქებ საზოგადოებისთვის, პრორუსულ და ანტიევროპულ პოლიტიკად ითვლება. დეზინფორმაციას ეძახიან ამას. არათუ უსამართლობაა, სერიოზული კონსპირაციული გეგმაა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

17 ივნისი 2026, 08:04

პოლიტიკა

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიანეს მიერ წარდგენილ ანგარიშს კენჭს დღეს უყრის

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიანეს მიერ წარდგენილ ანგარიშს კენჭს დღეს უყრის. იუკნევიჩიანეს პროექტზე დაყრდნობით, რამდენიმე ევროპარლამენტარი მედიასაშუალებების - „იმედის“, „რუსთავი2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.

17 ივნისი 2026, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში ⛅☀️🌤️

17 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

17 ივნისი 2026, 00:27

მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ლა-მანშის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ იახტასა და რუსულ სამხედრო ხომალდს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალები გაასაჯაროვა - უწყების განცხადებით, სამხედრო ხომალდს იახტის მიმართულებით არ უსვრია

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ლა-მანშის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ იახტასა და რუსულ სამხედრო ხომალდს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაასაჯაროვა. უწყების განცხადებით, გამაფრთხილებელი გასროლები უშუალოდ იახტის მიმართულებით არ იყო მიმართული.

17 ივნისი 2026, 00:10

მსოფლიო

ირანის სამხედრო უწყება ისრაელს „მკაცრი პასუხით“ ემუქრება, თუ ლიბანში ომი გაგრძელდება

ირანის სამხედრო შტაბმა სამშაბათს ისრაელი გააფრთხილა, შეწყვიტოს სამხედრო კამპანია ლიბანში მოქმედი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ - იტყობინება ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი.

16 ივნისი 2026, 23:46

მსოფლიო

CNN: ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის გაცნობა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო

ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის გაცნობა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო - განუცხადა ისრაელურმა წყარომ CNN-ს. შედეგად, აშშ-ის უმნიშვნელოვანესი მოკავშირე ინფორმაციის გარეშე დარჩა იმ შეთანხმების შესახებ, რომელიც უკვე ფართო კრიტიკის საგანია.

16 ივნისი 2026, 23:40

სამართალი

პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

16 ივნისი 2026, 23:35

მსოფლიო

Reuters: აშშ-ირანის ჩარჩო შეთანხმებაში გაწერილია 300 მილიარდი დოლარის ღირებულების კერძო ფონდის შექმნა, რომლის მიზანიც ირანში ინვესტიციების მოზიდვაა - ამ თანხის ნახევარზე მეტი უკვე მობილიზებულია

აშშ-ირანის ჩარჩო შეთანხმებაში გაწერილია 300 მილიარდი დოლარის ღირებულების კერძო ფონდის შექმნა, რომლის მიზანიც ირანში ინვესტიციების მოზიდვაა - ამ თანხის ნახევარზე მეტი უკვე მობილიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი კაია კალასი

16 ივნისი 2026, 22:40

მსოფლიო

ესპანური გამოცემა El País: ომი ფონ დერ ლაიენსა და კალასს შორის ევროკავშირის ისედაც მყიფე დიპლომატიას ძირს უთხრის

ზოგიერთი დიპლომატი ირონიით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ემსგავსება „სამეფო კარის თამაშებს“ - ბრიუსელში სულ უფრო მწვავე და ღია ბრძოლა მიმდინარეობს დიპლომატიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. აქ არ არის სისხლისღვრა და „წითელი ქორწილები“, თუმცა ყველაფერი ძალაუფლების ბერკეტების ხელში ჩაგდების, გავლენისთვის ბრძოლისა და პოლიტიკური ნარატივის შექმნის გარშემო ტრიალებს, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „ომი ფონ დერ ლაიენსა და კალასს შორის ევროკავშირის ისედაც მყიფე დიპლომატიას ძირს უთხრის“.

16 ივნისი 2026, 22:39

რეგიონი

ხულოს სახელოვნებო სკოლაში სამხატვრო და მუსიკალური განყოფილებების კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ხულოს სახელოვნებო სკოლაში სამხატვრო და მუსიკალური განყოფილებების კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.