საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა
ფოტო: პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს კანცელარიის ხელმძღვანელი სუბბუ რამეში და ადმინისტრაციული ასისტენტი მარინა იმერლიშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის სპეციფიკა გააცნო და ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროკურატურის და ინდოეთის კომპეტენტური ორგანოების მომავალი თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაუსვეს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას და მისი გაღრმავების მზაობა გამოხატეს.
ყველა სიახლე
17 ივნისი 2026, 17:32
ეკონომიკა
ავთანდილ კასრაძე: აქსელერაციის პროგრამის - CUnicorn-ის მსგავსი ინიციატივები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი ინოვაციური ეკონომიკისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ კავკასიის უნივერსიტეტში, სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამის CUnicorn -ის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 17:26
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა სააკაშვილის განცხადებაზე: მოულოდნელი იყო და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია, პარტიის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა.
17 ივნისი 2026, 17:26
რეგიონი
პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს და მათ კითხვებს უპასუხეს
საქართველოს პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. პროკურორებმა შეხვედრები აბაშის მუნიციპალიტეტის, ფოთის N7, ხობის N2, ზუგდიდის N2, სენაკის N3 საჯარო სკოლებსა და მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ გამართეს.
17 ივნისი 2026, 17:13
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე: მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის განცხადებით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია მაღალი სტანდარტის სამედიცინო მოსახურებით. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 17:09
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიში მიიღო
436 მომხრე, 145 წინააღმდეგი. ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშში საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე.
17 ივნისი 2026, 17:06
მსოფლიო
მარკ კარნის განცხადებით, ტრამპმა უკრაინასთან მიმართებით დამოკიდებულება შესაძლოა შეცვალა
„ჩვენ განვიხილეთ უკრაინასა და ლიბანთან დაკავშირებული საკითხები, ასევე უკრაინის მიმართ ტონისა და კურსის ცვლილება. ჩვენი თვალსაზრისით, ახლა ამ ომის განვითარების უფრო რეალისტური აღქმა არსებობს, ისევე როგორც პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებით, რომელიც საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ“, - განაცხადა კარნიმ.
17 ივნისი 2026, 17:00
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი
ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.
17 ივნისი 2026, 16:59
მსოფლიო
G7-ის ლიდერები აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს მიესალმნენ
CNN-ის ცნობით, დოკუმენტში წერია, რომ შეთანხმება ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობითა და შუამავალი ქვეყნების ძალისხმევით შედგა. ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულებაში წვლილი შეიტანონ.
17 ივნისი 2026, 16:52
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი“ განიხილა.
17 ივნისი 2026, 16:48
რეგიონი
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ახალი საჯარო სკოლა გახსნეს. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 16:40
სამართალი
პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს ,,სანდოს“ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის“ ინსპექტორი დააკავა. ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს ,,სანდოს“ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის“ ინსპექტორი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 16:36
პოლიტიკა
გია აბაშიძე: პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი"
პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი", - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
17 ივნისი 2026, 16:11
სამართალი
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტებზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტებზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 16:09
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა.
17 ივნისი 2026, 15:45
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო
პარტნიორობა KIU-ს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო გააფართოოს თანამშრომლობა საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცესთან, ჩაერთოს ერთობლივ კვლევით ინიციატივებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს მათემატიკური და ზუსტი მეცნიერებების განვითარებაში.
17 ივნისი 2026, 15:38
თავდაცვა
ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას Eurosatory 2026 დაესწრო
წელს საერთაშორისო გამოფენას საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მასპინძლობს. Eurosatory 2026 კიბერთავდაცვის, ხელოვნური ინტელექტის, შორი მანძილიდან დისტანციური ბრძოლის, კრიზისებისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და სხვა აქტუალურ თემებს დაეთმო.
17 ივნისი 2026, 15:33
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე: თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რას ნიშნავდა საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ევროპული მომავლის შესახებ? რას ნიშნავდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და მუდმივი გზავნილები, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია?
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული შეფასება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი წლების განმავლობაში გაკეთებულ გზავნილებთან წინააღმდეგობაში მოდის.
17 ივნისი 2026, 15:29
პოლიტიკა
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად კახეთის რეგიონს ეწვივნენ
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, პლატონ კალმახელიძესთან ერთად, უმაღლესი რანგის სტუმრებმა ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. სტუმრებს ალავერდის მიტროპოლიტმა, აბბა დავით მახარაძემ გაუწია მეგზურობა. აღინიშნა, რომ ორ მეგობარ ერს შორის არსებული საერთო სულიერი და კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით, ამ უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური სიწმინდის ერთობლივ დათვალიერებას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
17 ივნისი 2026, 15:23
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: ტექსტი საბოლოო არ არის. თუ მე ის არ მომეწონება, მათ თავებზე ბომბების ჩამოყრას განვაახლებთ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან მიღწეულ შეთანხმებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი საბოლოო არ არის.


