22 ივნისი 2026, 10:15 / სანდო წყარო

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

თამარ ჩერგოლეიშვილი

22 ივნისი 2026, 11:32

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი: ცილისწამებაა, რომ „ფორმულას” „შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, რომ 540 000 ლარი აიღეს და ეს ვერ იქნება საარჩევნო წლის სარეკლამო დავალიანება, იმიტომ რომ პოლიტიკურ რეკლამას წინასწარ იხდი და იმდენს თხრიან, ბოლოს კატას გამოთხრიან

„ცილისწამებაა, რომ ფორმულას “შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების კონსტატაციას ვახდენ და დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, დადასტურებული ინფორმაციაა რომ 540 ათასი ლარი აიღეს და ეს ვერანაირად ვერ იქნება საარჩევნო წლის სარეკლამო დავალიანება, იმიტომ რომ პოლიტიკურ რეკლამას წინასწარ იხდი და იმდენს თხრიან, ბოლოს კატას გამოთხრიან, - წერს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

22 ივნისი 2026, 11:29

საზოგადოება

საქსტატის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წელს 3 მილიონ 930 ათას ადამიანს შეადგენს, რაც 2014 წელთან შედარებით 5.8%-ით მეტია

როგორც საქსტატის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე აღნიშნა, 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის რიცხვი 3 მილიონ 930 ათას ადამიანს შეადგენს.

22 ივნისი 2026, 11:29

მსოფლიო

ავსტრალიის ისტორიაში კოკაინის ყველაზე მსხვილი პარტია ამოიღეს

ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა სავარაუდო შავი ბაზრის ღირებულება 816 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (500 მლნ ევრო) შეადგენს, ლონდონდერის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე იპოვეს. კოკაინი სამ საზღვაო კონტეინერში, ყალბი იატაკის ქვეშ მოწყობილ ფარულ განყოფილებებში იყო დამალული. შემთხვევის ადგილზე დააკავეს 21 და 25 წლის კაცები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციისგან გაქცევას ცდილობდნენ.

22 ივნისი 2026, 11:28

პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი: რა გადაწყვეტილების მიღება უნდა იმას, რომ პარტია ასხივებდეს თავმოყვარეობას მაშინ, როდესაც კოალიციაშია, სადაც მის ლიდერს 24 საათი აგინებენ?! „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, ალიანსიდან გამოვიდოდა უკვე

„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, მაგ ალიანსიდან გამოვიდოდა უკვე, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფორმულას“ ეთერში.

22 ივნისი 2026, 11:04

თავდაცვა

„ჯარის ბანაკი“ იხსნება - ღონისძიებას პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან. LIVE

„ჯარის ბანაკი“ იხსნება - ღონისძიებას პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან.

თინა ბოკუჩავა

22 ივნისი 2026, 10:59

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მაინც გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს. ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ საერთაშორისო ძალისხმევის დამსახურებაა, რაშიც ენმ-ს საგარეო გუნდი დიდ რესურსს დებს

ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მაინც გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს. ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ საერთაშორისო ძალისხმევის დამსახურებაა, რაშიც ენმ-ს საგარეო გუნდი დიდ რესურსს დებს, - წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

თინა ბოკუჩავა

22 ივნისი 2026, 10:54

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის. სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაჰბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. შესვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება კი არათანმიმდევრულობად მიმაჩნდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება. თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში ვრცელი განმარტება გაავრცელა ოპოზიციურ გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობის“ გაწევრიანების შესახებ და იმ ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც პარტია დგას.

დავით ქართველიშვილი

22 ივნისი 2026, 10:54

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შესამჩნევად იცვლება და შესაძლოა, შვეიცარიაში განვითარებული დიპლომატიური დრამა სწორედ ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ დარჩეს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

22 ივნისი 2026, 10:54

სპორტი

კაბო-ვერდემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლები გაიტანა და კიდევ ერთი ქულა მოიპოვა⚽

ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. ჯგუფში H ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ესპანეთმა საუდის არაბეთი ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ამავე ჯგუფში მუნდიალის სენსაციამ, კაბო ვერდეს ნაკრებმა ურუგვაისთან ფრედ, 2:2 ითამაშა. ეს გუნდისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლები იყო. წინა ტურში ესპანეთთან ნულოვანი ფრის შემდეგ ტურნირის დებიუტანტ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი რჩება.

22 ივნისი 2026, 10:33

ტაბლოიდი

ბრაზილიაში ჰაკერებმა თავდაცვის სამინისტროს სახელით მოქალაქეებს უცხოპლანეტელების თავდასხმის შესახებ შეტყობინებები გაუგზავნეს👽

მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ შეტყობინებები ჰაკერული თავდასხმის შედეგია, რომლებიც გარე პირებმა სისტემის უსაფრთხოების დარღვევის შემდეგ გააგზავნეს. უწყების განმარტებით, ინტეგრაციისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამოქალაქო დაცვისა და თავდაცვის ეროვნული სამდივნო ფედერალურ პოლიციას მიმართავს.

22 ივნისი 2026, 10:30

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

22 ივნისი 2026, 10:17

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

22 ივნისი 2026, 10:17

რეგიონი

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

22 ივნისი 2026, 10:17

ტექნოლოგიები

Qantas-ი ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი რეისის შესრულებას 2027 წლიდან დაიწყებს✈️

ეს მარშრუტი, რომლის სიგრძეც 16 ათას კილომეტრზე მეტია, ყველაზე გრძელი გახდება რეგულარულ სამგზავრო რეისებს შორის. ამჟამად ამ ქალაქებს შორის ფრენას, გადაჯდომის ჩათვლით (ყველაზე ხშირად სინგაპურში), დაახლოებით ერთი დღე სჭირდება.

22 ივნისი 2026, 10:15

სამართალი

სამართალდამცველებმა თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

22 ივნისი 2026, 09:49

რეგიონი

„ინტერნეტი დასაქმებისთვის“ და „AI წიგნიერება“ – ComCom-მა წალენჯიხაში ახალი მოდულებით ტრენინგები ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, წალენჯიხაში, განათლების რესურსცენტრსა და ჯვარის კოლეჯ „ლაკადაში“, ახალი ტრენინგ-მოდულებით სემინარები ჩაატარა.

22 ივნისი 2026, 09:49

მსოფლიო

აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტეში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად „კავშირის არხის“ შექმნაზე შეთანხმდნენ

მათი განმარტებით, ეს მექანიზმი იქმნება „ინციდენტებისა და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, კომერციული გემების უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფის მიზნით“. მან უნდა იმოქმედოს საბოლოო შეთანხმების ხელმოწერამდე, ანუ 60 დღის განმავლობაში, ან უფრო მეტხანს, თუ შეთანხმების მიღწევის ვადა მხარეთა თანხმობით გახანგრძლივდება.

22 ივნისი 2026, 09:34

მსოფლიო

CNN: ირანში ომი პენტაგონს დაახლოებით $40 მილიარდი დაუჯდა

ტელეარხის ცნობით, ეს ციფრი მოიცავს საბრძოლო მასალის, განადგურებული ტექნიკისა და სამხედრო ბაზებისთვის მიყენებული ზიანის ხარჯებს. თუმცა, მასში არ შედის საოპერაციო ხარჯები, რომლებიც სამინისტროს 2026 ფისკალური წლის ბიუჯეტში უკვე იყო გათვალისწინებული და 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

ნაიმ ქასემი

22 ივნისი 2026, 09:16

მსოფლიო

„ჰეზბოლას“ ლიდერი: ისრაელი ლიბანში ვერ დარჩება. ჩვენ თავს დავიცავთ

„ისრაელი ლიბანში ვერ დარჩება. ჩვენ თავს დავიცავთ. ჩვენ უკვე ავიღეთ ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და მის დარღვევას არ დავუშვებთ. ისრაელის მხრიდან ნებისმიერ დარღვევას აღვკვეთთ და ვიმოქმედებთ ისე, როგორც საჭიროდ მივიჩნევთ“, - აღნიშნა მან.