სამართალი
23 ივნისი 2026, 11:06
სულხან თამაზაშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი წარუდგინა
აკადემიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და ინფრასტრუქტურას გაეცნო.
23 ივნისი 2026, 10:32
სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და დაკავებულია ორი პირი
სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და დაკავებულია ორი პირი.
23 ივნისი 2026, 10:31
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 88 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩინეთის, ბანგლადეშის, ეგვიპტის, იორდანიის, ნეპალის, სუდანის, ტანზანიის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 88 მოქალაქე.
22 ივნისი 2026, 20:22
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ კიდევ რამდენიმე საჯარო გზავნილი გამოავლინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ კიდევ რამდენიმე საჯარო გზავნილი გამოავლინა. სასამართლო სახელმწიფო მინისტრის, ასევე, აქციებზე დაკავებულის შეურაცხყოფის საქმეებს განიხილავს. ორი განაჩენი უკვე გამოიტანეს, ერთი ხვალ გამოცხადდება.
22 ივნისი 2026, 17:14
სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის მიმართ უხამსი კომენტარისთვის, ივანე კოდელაშვილი სასამართლომ 4 ათასი ლარით დააჯარიმა
კოდელაშვილმა უხამსი კომენტარი ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის მიმართ, „იმედის“ ფეისბუქ-პოსტზე დაწერა. მოსამართლის გადაწყვეტილებით კოდელაშვილს 4 ათასი ლარი შეეფარდა.
22 ივნისი 2026, 15:22
პროკურატურამ თაღლითური გზით თანხის დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ჩასარიცხ აპარატში ყალბი კუპიურების მოთავსებით, დაზარალებულების კუთვნილი თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
22 ივნისი 2026, 14:10
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სასამართლომ მოქალაქე მამია კვირკველიას საქმე განიხილა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. დღეს სასამართლომ მოქალაქე მამია კვირკველიას საქმე განიხილა. მან შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა სახელმწიფო მინისტრის მიმართ. პროცესზე კვირკველია არ გამოცხადდა, თუმცა კომენტარის ავთენტიკურობა დაადასტურა და შეურაცხყოფას გამოხატვის თავისუფლებით ამართლებს.
22 ივნისი 2026, 14:08
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი: პრეზიდენტის სასახლეს ღობე საერთოდ რომც არ ჰქონოდა, არავის აქვს უფლება სტრატეგიული ობიექტის ტერიტორია გადაკვეთოს
ღობე საერთოდ რომ არ ჰქონოდა, არავის აქვს უფლება სტრატეგიული ობიექტის ტერიტორია გადაკვეთოს, - განაცხადა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე, 4 ოქტომბრის საქმის განაჩენის გამოცხადებამდე,
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


