სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და დაკავებულია ორი პირი
ფოტო: ვიდეოკადრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორების გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ. სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დასტურდება, რომ ბრალდებულები კუსტარული ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 20 კილოგრამამდე წონის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების კუსტარულად დამზადებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა სიახლე
23 ივნისი 2026, 12:06
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ისევ სიბინძურის, უზრდელობის და უკულტურობის ფრქვევას იხილავს აუდიტორია „გახარიელებისგან," ეტყობა მართლა გახარებულნი არიან როდესაც ამას აკეთებენ. ასეა მათი ტვინები მოწყობილი, რომ უზრდელობაში „კაიფს“ იჭერენ
ისევ სიბინძურის, უზრდელობის და უკულტურობის ფრქვევას იხილავს აუდიტორია „გახარიელებისგან“, ეტყობა მართლა გახარებულნი არიან როდესაც ამას აკეთებენ. ეტყობა ასეა მათი ტვინები მოწყობილი, რომ უზრდელობაში „კაიფს“ იჭერენ, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „პარლამენტში ნამდვილად არ იქნება იოლი გასეირნება კობახიძისთვის, იმედი მაქვს, ეყოფა გამბედაობა და „დიფ სთეითიდან“ ზარის ავტორსაც დაასახელებს“.
23 ივნისი 2026, 12:02
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე, ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც რუსეთის დუმამ, ისე - ევროპარლამენტმა
ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკას არაღიარების წინააღმდეგ და ევროპარლამენტის წინააღმდეგაც მზად ვართ ასეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე, ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
23 ივნისი 2026, 12:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით წელიწადისა და რამდენიმე თვის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთ ქვეყნიდან, ვიდრე მთელი გასული 10 წლის განმავლობაში, ეს არის პრაქტიკული შედეგი, რაც მოიტანა იმ ინსტიტუციურმა ცვლილებებმა და პოლიტიკის მიდგომის ცვლილებამ, რომელიც განხორციელდა შსს-ში
დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტია საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით და ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი არალეგალი მიგრანტი აღარ დარჩეს ქვეყანაში, შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
23 ივნისი 2026, 11:58
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ტყით უკანონო სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
23 ივნისი 2026, 11:56
პოლიტიკა
პრემიერი: არ გვინდა, რომ გაზრდილი ჯარიმებით ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად, შესაბამისად, მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება
ჩვენ შევაფასეთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან, შესაბამის ჯარიმებთან დაკავშირებული სტატისტიკა და გაირკვა, რომ ჯარიმების გაზრდამ ამ შემთხვევაში გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
23 ივნისი 2026, 11:55
პოლიტიკა
პრემიერი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც, ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ვერ ექნება დატვირთვა
„აქედან გამომდინარე, ვერც პრაქტიკული და ვერც სხვანაირი თვალსაზრისით, სიმბოლური კუთხით, ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ვერ ექნება დატვირთვა. თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გაიუფასურა ბოლომდე საკუთარი თავი. ევროპარლამენტიც ევროკავშირის ფარგლებშია, მაგრამ როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც. გადახედეთ, რა მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და თავად დარწმუნდებით ყველაფერში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
23 ივნისი 2026, 11:54
პოლიტიკა
პრემიერი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით არამარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის და ეს არის რეალობა, დანარჩენი რაც რეზოლუციაში წერია, არ არის საინტერესო
ვიცით, როგორი პროცესი უძღვის ხოლმე წინ ასეთი რეზოლუციების მიღებას და რამდენად სამართლიანია ასეთი რეზოლუციები, სწორედ იმის გამო, რომ ყველა ასეთი აქტი არის ხოლმე უსამართლო, საზოგადოებას უკვე არავითარი რეაქციაც კი აღარ აქვს ასეთ დოკუმენტებზე, შესაბამისად, არც ჩემთვის არის ეს ყველაფერი საინტერესო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციას შეეხებოდა.
23 ივნისი 2026, 11:51
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გარედან გააღვივოს სიძულვილი და აგრესია, ჩვენ გვინდა სიმშვიდე, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად
ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს აქვს ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი ამოცანა.
23 ივნისი 2026, 11:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ, რომ ისინი მოუნდეს საზოგადოებას, ეს წარმოუდგენელია, ერთმანეთი როცა არ გინდათ, საზოგადოებას ვერ მოუნდებით, ეს არის ძალიან მარტივი რეალობა
ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება და თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში და მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
23 ივნისი 2026, 11:41
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს. სხვა პარტიების კრიტიკის შემდეგ, ის საკუთარი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს პასუხობს.
23 ივნისი 2026, 11:39
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან, სწორედ ამიტომ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო სამსახურის განვითარებას
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო საშუალოვადიან პერიოდში ევროპისა და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად დარჩება. ეს შედეგები, ბუნებრივია, მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მათი ფუნდამენტია ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები, პასუხისმგებლობიანი ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების თანმიმდევრული განხორციელება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და მმართველობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად რჩება. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას. დარწმუნებული ვარ, რომ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც საჯარო სექტორის შემდგომ განვითარებას დაეხმარება. ფორუმს ვუსურვებ წარმატებას, ფორუმის მონაწილეებს ვუსურვებ საინტერესო დისკუსიებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას“, - განაცხადა პრემიერმა.
23 ივნისი 2026, 11:38
პოლიტიკა
პრემიერი: საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ციფრულ ტრანსფორმაციას, დღეს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ, მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციური სერვისების განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას
მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს ასამდე სერვისს სთავაზობს და წარმოადგენს თანამედროვე, ეფექტიან და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მომსახურების მოდელს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
23 ივნისი 2026, 11:37
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება
ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
23 ივნისი 2026, 11:37
საზოგადოება
გიორგი კალატოზის შეფასებით, ცნობილ ვიდეოში, როდესაც დავით ერაძე და მაგდა კლდიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ და ამცირებენ - „რაღაცები მართალი იყო“
კომენტატორმა, გიორგი კალატოზმა, გადაცემაში „ორშაბათობა“ ისაუბრა ცნობილ ვიდეოზე, რომელშიც დავით ერაძე და მაგდა კლდიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ და ამცირებენ.
23 ივნისი 2026, 11:36
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პედაგოგებისთვის STEAM ბანაკს მასპინძლობს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი გაიხსნა. ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა გახსნა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 11:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის მთავარი ამოცანაა სახელმწიფო პროგრამების, პროექტებისა და შესყიდვების შედეგიანობის შეფასება, შესრულების მონიტორინგი და სახელმწიფო რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.
23 ივნისი 2026, 11:33
მსოფლიო
The Telegraph: რუსეთი კონსტანტინოვკის ასაღებად ემზადება
რუსული ჯარი დონბასის რეგიონის უმნიშვნელოვანეს საყრდენ პუნქტში, ქალაქ კონსტანტინოვკაში შევიდა და მის ასაღებად ემზადება. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 11:27
რეგიონი
რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ შენობებს ენერგოეფექტური რეაბილიტაცია უტარდება
პროექტის მიხედვით, სამივე საცხოვრებელი შენობა თბოსაიზოლაციო მასალით შეიფუთება, აივნებზე მოეწყობა დეკორატიული ელემენტები და არსებული კარ-ფანჯრები ახლით ჩანაცვლდება.
23 ივნისი 2026, 11:27
რეგიონი
ფოთის მერი: ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის, ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდისთვის
24-26 ივლისს „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 20 ქვეყნიდან 120 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
23 ივნისი 2026, 11:15
ტაბლოიდი
დუა ლიპამ კალუმ ტერნერთან ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა👰❤️🤵
„მისტერი და მისისი“, - ასე დაასათაურა ფოტოები მომღერალმა, რომელსაც ეცვა ბუმბულებითა და კრისტალებით გაფორმებული, ზურგმოშიშვლებული კაბა გრძელი შლეიფით და ნაქარგი თავსაბურავი. კაბა Chanel-ის კრეატიულმა დირექტორმა, მატიე ბლაზიმ შექმნა.


