სამართალი

24 ივნისი 2026, 15:20

სულხან თამაზაშვილმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

რამაზ თათარაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე სერგი ბზიშვილი შეცვალა, რომელიც საქმიანობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 14:22

გიორგი გვარაკიძე: სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება მიიღწევა კვალიფიციური კადრების მოზიდვით და შენარჩუნებით, ასევე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა პროკურატურის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების, საკადრო პოლიტიკისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 14:11

გიორგი გვარაკიძე: პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა უცხო ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სტრუქტურებთან როგორც ოპერატიულ, ისე სტრატეგიულ დონეზე

გენერალური პროკურორის თქმით, საანგარიშო პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მექანიზმები. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანაში სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით მოთხოვნა გაიგზავნა 288 საქმეზე, ხოლო უცხო სახელმწიფოებიდან მიღებულ იქნა 1829 შუამდგომლობა. ამასთან, უცხოური ონლაინ მომსახურების მომწოდებლებისგან ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების მიზნით 209 მოთხოვნა გაიგზავნა, რომელთა 87 პროცენტი დაკმაყოფილდა.

24 ივნისი 2026, 14:10

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

24 ივნისი 2026, 14:00

გიორგი გვარაკიძე: პროკურატურა, მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებზე სრული მოცულობით გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში დანაშაულების გამოვლენასა და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებაში

საქართველოს პროკურატურა, მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებზე სრული მოცულობით გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში სპეციალური სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაულების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამოხელეო და კორუფციული დანაშაულების გამოვლენასა და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებაში - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტისთვის პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 13:45

გიორგი გვარაკიძე: 2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგები

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას კორუფციულ დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგები.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 13:32

გიორგი გვარაკიძე: ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის წლიური შედეგები ცხადყოფს სწორი და შედეგიანი მეთოდების გამოყენების პრაქტიკას. ,,კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა 18 პირის მიმართ დაიწყო, რაც 260%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს

„2025 წელს მკვეთრად გავზარდეთ გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ შედეგიანი ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია მისი მმართველი რგოლის მიმართ მართლმსაჯულების დროული და უპირობო აღსრულება. პროკურატურა ქმედითად იყენებდა უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმებს ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენის, მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების დანერგვისა და პოზიტიური გამოცდილების გაზიარებისთვის“,-განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 13:01

გენერალური პროკურორი: თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი

„ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს - მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია. ამიტომ, თავისთავად, მიესაჯა ის სასჯელი, რაც მიესაჯა“.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}