შსს კლუბ ბასიანთან მომხარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
შსს კლუბ ბასიანთან მომხარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულთა უფლებების დასაცავად სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება გამოიყენეს.
გვსურს, გამოვეხმაუროთ ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს ჩვენი თანამშრომლის და კლუბის დაცვის 2 წევრის დაჭრის ფაქტს. კერძოდ, ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები მიაყენა კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს. საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიჭრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, მაშინ, როდესაც თავდასხმის დროს კლუბის ორ თანამშრომელს იცავდა.
ჩვენ შესაბამის რეაგირებას ვახდენთ ძალადობის ყველა ფაქტზე. შესაბამისად, კანონით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ დაზარალებულების, მათ შორის, იმ ადამიანების დასაცავად, ვინც უშუალოდ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბრალდებულის დაკავება მოხდა დანაშაულის ადგილზე. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი სამართალდამცველისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებული 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
არასამთავრობოები კლუბ ბასიანის დაცვის წევრების დაჭრისთვის ბრალდებულის გათავისუფლებას შეისწავლიან.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 18:19
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: სახელმწიფო უწყებების დროული რეაგირება და ევაკუაციის ღონისძიებებია იმის მიზეზი, რომ თელავში ზარალი კიდევ უფრო მასშტაბური არ არის, მაგრამ ჩერგოლეიშვილისთვის მთავარია საკუთარი პოლიტიკური აუდიტორიის გაღიზიანება და „ოცნების“ ლანძღვა, მერე რა, რომ რეალობისა და ლოგიკის სრული იგნორირება ხდება
ჩერგოლეიშვილი განცხადებაში მაღალფარდოვანი ტერმინებითა და პათეტიკური ფრაზებით ცდილობს საკუთარი სიღრმისეული სიბრიყვე, უპასუხისმგებლობა და ტყუილი დაფაროს. მისი სიტყვები „ჟუჟუნა წვიმა“ საერთოდ სასაცილო და შეურაცხმყოფელია თელავისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებისთვის, რომლებმაც რეალურად დაინახეს, უხვი ნალექის გამო როგორ ადიდდა რამდენიმე მდინარე, რამაც სტიქიური უბედურება გამოიწვია, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
12 ივლისი 2026, 18:17
სპორტი
სპორტის მინისტრი ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
სპორტის მინისტრი ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
12 ივლისი 2026, 18:11
სპორტი
ხვალ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს
ხვალ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს.
12 ივლისი 2026, 18:10
სპორტი
მალთაყვის ტერიტორიაზე, ოქროს ტბის წყალსათხილამურო ბაზაზე ორი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება
უდიდეს ინტერესს იწვევს 24-26 ივლისს ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი, რომელიც სამ დისციპლინაში, სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში გაიმართება.
12 ივლისი 2026, 17:53
რეგიონი
რევაზ სოხაძე: თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ოპერატიულმა შტაბმა სამომავლო პრევენციული ღონისძიებებიც დაგეგმა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მთავრობის წევრებთან, პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ოპერატიული შტაბის სხდომაშიც მიიღო მონაწილეობა.
12 ივლისი 2026, 17:45
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა
წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა
12 ივლისი 2026, 17:22
რეგიონი
ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა
ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში ხევები ადიდდა. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადგილობრივების თქმით, სტიქიამ მსხმოიარე ვენახები დააზიანა, რამაც მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
12 ივლისი 2026, 17:19
რეგიონი
დავით სონღულაშვილი კახეთში სტიქიაზე: მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება
აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.
12 ივლისი 2026, 17:04
რეგიონი
რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომას დაესწრო
თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
12 ივლისი 2026, 15:48
რეგიონი
რევაზ სოხაძე: ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს - დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას
სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.
12 ივლისი 2026, 15:46
მსოფლიო
ბრიტანელი პოლიტიკოსის მკვლელობის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს
„ეჭვმიტანილი დიდი ბრიტანეთის თეთრკანიანი მოქალაქე, ამჟამად პოლიციის პატიმრობაში იმყოფება“, - ხაზგასმით აღნიშნეს უწყებაში.
12 ივლისი 2026, 14:50
მსოფლიო
კატარის ყოფილი ემირი გარდაიცვალა
ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი ხელისუფლებაში 1995 წელს, უსისხლო გადატრიალების შედეგად მოვიდა, როდესაც მამამისი ტახტიდან ჩამოაგდო. 2013 წელს მან ნებაყოფლობით თქვა უარი ტახტზე თავისი ვაჟის, თამიმ ბინ ჰამად ალ თანის სასარგებლოდ, რომელიც ამჟამად კატარს მეთაურობს.
12 ივლისი 2026, 14:46
სპორტი
ნიკოლოზ კურტანიძე მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია
ნიკოლოზ კურტანიძე კოლუმბიაში გამართული მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, აკვრაში - 187, ორჭიდის ჯამში კი 338 კილოგრამი დაძლია და ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში ხვიჩა კიწმარიძემ ატაცში - ოქროს, აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედლები მოიგო.
12 ივლისი 2026, 14:43
სპორტი
ფოთში პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა
რინგზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ბექა ჭუბაბრიამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ირაკლი ალანიძემ მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება.
12 ივლისი 2026, 14:39
მსოფლიო
ტყის ხანძარს ესპანეთში მსხვერპლი მოჰყვა
სტიქია ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება, ხანძარმა 12 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. განადგურებულია 6 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.
12 ივლისი 2026, 14:35
მსოფლიო
საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 ათასი ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ამასთან საფრანგეთის მთავრობამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე საგანგებო გეგმა გაააქტიურა იმ დეპარტამენტებში, სადაც მეტეოროლოგიის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული. ასეთი 24 დეპარტამენტია, კიდევ 59 დეპარტამენტში კი განგაშის „ნარინჯისფერი“ ნიშნულია გამოცხადებული. ივნისში სიცხემ 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.
12 ივლისი 2026, 14:31
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ
„არჩევნებში სრული უპირატესობით გავიმარჯვე მთელი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და თითქმის 100%-ით ნეგატიური ამბების ფონზე, ამერიკის ოლქების 86% მოვიგე. წარუმატებელი New York Times-ი, უმეცარი CNN-ი, სამივე ყალბი ქსელი - ABC, CBS-ი და NBC - მათი მკითხველების, რეიტინგებისა და მაყურებლების რაოდენობა ეცემა, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ისინი, როგორც თავიდანვე ვთქვი, ყალბი ამბებია მათ არანაირი სანდოობა არ აქვთ, თორემ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ცუდი ამბების ფონზე გამარჯვება. არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ - სინამდვილეში, გაცილებით მეტით! დემოკრატებს არ აქვთ ის, რაც საჭიროა. მათი პოლიტიკა არასწორია და ისინი, ზოგადად სულელები არიან. ისინი კომუნისტები არიან, ისინი სასოწარკვეთილად ჩაძირული გემი არიან და ამის გამო ვერაფერს იზამენ. არაზუსტი, ცრუ სტატიების წერის ნაცვლად, უნდა იყოს დრო, რომ თქვან: „ჩვენ ვნებდებით, ჩვენ ვერ დავამარცხებთ მას, როგორც ჩანს ვერაფერს ვიზამთ“. არის დრო, რომ თქვან: „ტრამპი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია“, - წერს ტრამპი.
12 ივლისი 2026, 14:19
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს
მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია.
12 ივლისი 2026, 14:17
რეგიონი
რა ვითარებაა თელავში, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან - „ქრონიკის“ ჩართვა
თელავში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. წყლის დონემ შედარებით დაიწია და ტერიტორიას წმენდენ. გვიან ღამით, ადიდებულმა თელავის ხედმა წაიღო ხიდი და შეცვლილი კალაპოტით ქუჩაზე მიედინებოდა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი შენობები.
12 ივლისი 2026, 14:16
საზოგადოება
პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო
„რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც პეტრე მოციქულს უნდა მივბაძოთ, ვეცადოთ და წმინდა პავლე მოციქულსაც უნდა მივბაძოთ წმინდა ჯვრის სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენებისა, მისი მნიშვნელობის გააზრების და პირჯვრის გადასახვის გარეშე. ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.


