03 ივლისი 2026, 16:43 / სანდო წყარო

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 60 ფაქტი აღკვეთეს

მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 60 ფაქტი აღკვეთეს.

აღმოჩენილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 4 115 960 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა - 347 087 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ყველა სიახლე

გიტანას ნაუსედა

03 ივლისი 2026, 17:52

მსოფლიო

POLITICO: ლიეტუვა ბირთვული იარაღის განთავსებაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას გეგმავს

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის პრაქტიკულად ერთსულოვანი მხარდაჭერა არსებობს კონსტიტუციური ჩანაწერის გაუქმების მიმართ, რომელიც ლიეტუვაში ბირთვულ იარაღსა და უცხოურ სამხედრო ბაზებს კრძალავს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

03 ივლისი 2026, 17:45

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბურსის პროვინციის გუბერნატორს ეროლ აილდიზს შეხვდა

„თურქეთი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. ორმხრივი ურთიერთობები მაღალ ნიშნულზეა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბურსაში ცხოვრობენ ჩვენებურები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები. იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა, ვისაუბრეთ ტურისტულ პოტენციალზე, ქალაქების დამეგობრებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ჩვენს რეგიონებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგშია“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ნიკოლოზ მეტრეველი

03 ივლისი 2026, 17:43

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა. თუმცა, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის, უცებ ყველაფერი მშვიდდება

ძალიან კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში და აპელირებს იმაზე, რომ არაფერს ამბობენ, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის.

03 ივლისი 2026, 17:40

სამართალი

სიძულვილის ენასთან ბრძოლა გრძელდება - თბილისის, საჩხერისა და ზესტაფონის სასამართლოებმა საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერისთვის მოქალაქეები დააჯარიმეს

სიძულვილის ენასთან ბრძოლა გრძელდება - თბილისის, საჩხერისა და ზესტაფონის სასამართლოებმა საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერისთვის მოქალაქეები დააჯარიმეს.

ჯო უილსონი ჯინ შაჰინი

03 ივლისი 2026, 17:38

მსოფლიო

შაჰინი, უილსონი და უორენი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვენ, სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღოს

აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ელიზაბეთ უორენმა, ასევე კონგრესმენმა ჯო უილსონმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ორპარტიული წერილით მიმართეს და სირიის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოღებას სთხოვენ. ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

03 ივლისი 2026, 17:32

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ირანელ ხალხთან ჩავდივართ, ისევე როგორც სომხეთის პრეზიდენტი, ისევე როგორც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადის ირანელ ხალხთან. ხალხი, ვინც ზანგეზურის შეთანხმებას ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა, ახლა ირანში ჩადიან

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციონერების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო გააკრიტიკეს.

პასკალ ლოტაზი

03 ივლისი 2026, 17:28

პოლიტიკა

პასკალ ლოტაზი: ევროპარლამენტი საქართველოს ემუქრება, რომ ნებისმიერი დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას არ უწყობს ხელს, არადემოკრატიულად ჩაითვლება - მოგესალმებით ევროკავშირის სტილის დემოკრატიაში

შვეიცარიელი პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი პასკალ ლოტაზი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპარლამენტის ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებას, რომ „საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პირობებში, დემოკრატიული უკუსვლის და ანტიევროპული, რუსული სტილის დეზინფორმაციის გამო, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების გზას შორდება“.

ეკა კუპატაძე

03 ივლისი 2026, 17:27

სამართალი

გიგა ავალიანის დედა: პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად

ეკა კუპატაძე ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიასთვის ბრალდების წარდგენას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.

03 ივლისი 2026, 17:17

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საბაჟო და საფინანსო სფეროში თანამშრომლობის შესახებ

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსებისა და ეკონომიკური მმართველობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.

ნიკოლ ფაშინიანი

03 ივლისი 2026, 17:11

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი თეირანში ირანის უზენაესი ლიდერის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ვიდეო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თეირანში, მუსალას მეჩეთში, ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ოფიციალურ სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

დონალდ ტუსკი

03 ივლისი 2026, 16:52

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებს ორმხრივი კეთილი ნება სჭირდება და არა ვარშავის ცალმხრივი ერთგულება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ რომ პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები ორმხრივ კეთილ ნებას საჭიროებს და არა ვარშავის ცალმხრივ ერთგულებას.

03 ივლისი 2026, 16:49

საზოგადოება

სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამებით სარგებლობისათვის ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელი პირობაა

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელია მათთვის ვინც უკვე რეგისტრირებელია ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტში - „ფერმერთა რეესტრი“.

03 ივლისი 2026, 16:47

საზოგადოება

Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუსიკალურ ფესტივალTbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

03 ივლისი 2026, 16:45

საზოგადოება

დისტანციური სწავლების მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების’’ პროგრამის ფარგლებში, ქართული დიასპორისთვის დისტანციური სწავლების მხარდაჭერის მიმართულების ქართული ენის მასწავლებლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

03 ივლისი 2026, 16:42

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

03 ივლისი 2026, 16:31

კულტურა

ბრაზილიაში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, რიო-დე-ჟანეიროს კლარო მაიზის თეატრში, ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბრაზილიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა. მუნიციპალური საკრებულოს პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს რიო-დე-ჟანეიროს საპატიო მოქალაქის წოდება გადასცა.

03 ივლისი 2026, 16:22

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტებზე „ლაგი კაპიტალის” მფლობელებს 10-10 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე კომპანია ,,ლაგი კაპიტალის” მფლობელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე
შავკატ მირზიოევი

03 ივლისი 2026, 16:20

პოლიტიკა

პრემიერი: სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული მჭიდრო კავშირები და შევქმენით გრძელვადიანი ჩარჩო უფრო ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობაზე.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2026, 16:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უზბეკეთის დელეგაციასთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრისას გავცვალეთ მოსაზრებები ვაჭრობის, დაკავშირებადების, კულტურის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროების განვითარებაზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისადმი

უზბეკეთის დელეგაციასთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრისას გავცვალეთ მოსაზრებები ვაჭრობის, დაკავშირებადობის, კულტურის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროების განვითარებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.