უფლებადამცველ ირინე ფერაძის შეურაცხყოფის საქმეზე სასამართლომ იმედა ქათამაძის საქმე განიხილა
ფოტო: IMEDI/კადრი
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ განიხილა იმედა ქათამაძის საქმე. მან სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა უფლებადამცველ ირინე ფერაძეს.
ადვოკატმა თავად მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტს. სასამართლო სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. ქათამაძემ სამართალდარღვევა აღიარა და მოინანია.
ყველა სიახლე
08 ივლისი 2026, 15:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დასრულდა, არა იმდენად ახალი ცხელი ომების კასკადიდან ჩანს, არამედ იქიდან, თუ როგორ აქციეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების წარმოების არენად
ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დასრულდა, არა იმდენად ახალი ცხელი ომების კასკადიდან ჩანს, არამედ იქიდან, თუ როგორ აქციეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების წარმოების არენად, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
08 ივლისი 2026, 15:54
სამართალი
პროკურატურა: სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ბაჩანა ახალაიას თითქოს, ბრალდება ედავება ბიძინა ივანიშვილის დამხობისაკენ საჯაროდ მოწოდებას, რაც ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არასწორია
„კიდევ ერთხელ საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ბაჩანა ახალაიას ბრალდების დადგენილების თანახმად, 2026 წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბაჩანა ახალაიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა წინასასამართლო სხდომა, სადაც ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას განაცხადა, რომ „ეს ხელისუფლება არის დასამხობი, რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად. ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით. ეს არის ერთადერთი გზა და ჩვენ, მეც თქვენც და ნებისმიერს გვაქვს ლეგიტიმური უფლება ამის გაკეთების და ჩვენს შორის ყველაზე კეთილსინდისიერებს გვაქვს ამის ვალდებულება“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
08 ივლისი 2026, 15:48
ეკონომიკა
ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალი გაიმართა
მე-12 მინისტერიალზე მხარეებმა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ძირითადი ანგარიშები დაამტკიცეს, რის შედეგადაც „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასასრულს მიუახლოვდა. ასევე, პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
08 ივლისი 2026, 15:26
მსოფლიო
Reuters: ტრამპის განცხადების შემდეგ ნავთობი 6%-ზე მეტით გაძვირდა და ორკვირიან მაქსიმუმს მიაღწია
ნავთობის ფასები 6%-ზე მეტით გაიზარდა და ბოლო ორი კვირის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულების შესახებ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულია“, რამაც ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხების შიშები კვლავ გააძლიერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
08 ივლისი 2026, 15:21
საზოგადოება
ცესკოში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
08 ივლისი 2026, 15:12
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით სამშენებლო სექტორისა და პროფესიული განათლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დღეს სამშენებლო კომპანიები კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდიან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობენ პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით ამზადებენ სპეციალისტებს. ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანია ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ ბიზნესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ბიზნესისა და პროფესიული კოლეჯების შეხვედრის შემდეგ.
08 ივლისი 2026, 15:03
პოლიტიკა
მაია ბითაძე: 39 ხმით გატანილი ჯო უილსონის ცრუ და მიკერძოებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ წინასწარ დაწერილი და გათამაშებული სცენარია
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღებას, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.
08 ივლისი 2026, 14:57
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
08 ივლისი 2026, 14:52
მსოფლიო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პორტუგალიის დელეგაციის ხელმძღვანელი: ოდირი ყურადღებას ამახვილებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში მეტი გამჭვირვალობისა და კოორდინაციის აუცილებლობაზე
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მოლდოვასა და სომხეთში ჩატარებული არჩევნები განიხილეს. როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პორტუგალიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პაულა კარდოზუმ განაცხადა, ოდირი ყურადღებას ამახვილებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში მეტი გამჭვირვალობისა და კოორდინაციის აუცილებლობაზე.
08 ივლისი 2026, 14:50
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა
საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა, რომელიც სერბეთის რესპუბლიკაში გამართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
08 ივლისი 2026, 14:49
ეკონომიკა
ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Ashmore Group-ის წარმომადგენელი: მივესალმებით და ინტერესით ველოდებით სებ-ის ნებისმიერ ახალ ინიციატივას, რაც ბაზრის ლიკვიდობას უფრო გაზრდის და მეტ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს
მისასალმებელი და თვალშისაცემია საქართველოს კაპიტალის ბაზრის ასე სწრაფად განვითარება, განსაკუთრებით ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდობის მიმართულებით, - განაცხადა ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Ashmore Group-ის წარმომადგენელმა ადრიან პეტრეანუმ სებ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე.
08 ივლისი 2026, 14:48
მსოფლიო
მედია: ევროპარლამენტარები FIFA-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარებას ითხოვენ
ევროპარლამენტარების ჯგუფი FIFA-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს საქმიანობის გამოძიებას ითხოვს, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებით გააუქმა აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელის ფოლარინ ბალოგანის მიერ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღებული დისკვალიფიკაცია. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
08 ივლისი 2026, 14:47
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინდექსებზე დაფუძნებული საინვესტიციო პროდუქტების განვითარების პერსპექტივებზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივა - ინდექსები და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდები“ გაიმართა.
08 ივლისი 2026, 14:45
მსოფლიო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მოლდოვის წარმომადგენელი: მიუხედავად ყველა გამოწვევისა, დემოკრატიამ მდგრადობა გამოავლინა და ხალხის ნებამ გაიმარჯვა. ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით სამშვიდობო პროცესის წინსვლისა და ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის
როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიაში მოლდოვის წარმომადგენელმა იგორ კირიაკმა განაცხადა, არჩევნებში გაიმარჯვა ხალხის ნებამ.
08 ივლისი 2026, 14:44
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ეს ხალხი ანაკლიასთან მიმართებით ყველაზე ნაკლებად უნდა ჩანდეს და საუბრობდეს. ძალიან კარგად დასრულდა ყველაფერი, რომ მათ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების საშუალება არ მიეცათ
ეს ხალხი ანაკლიასთან მიმართებით ყველაზე ნაკლებად უნდა ჩანდეს და საუბრობდეს. ძალიან კარგად დასრულდა ყველაფერი, რომ მათ არ მიეცათ საშუალება ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას.
08 ივლისი 2026, 14:43
სპორტი
სპორტის სამინისტრომ წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციას საერთაშორისო სტანდარტების ორი ახალი კატარღა გადასცა
სპორტის სამინისტრომ წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციას საერთაშორისო სტანდარტების ორი ახალი კატარღა გადასცა.
08 ივლისი 2026, 14:41
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობის“ ეს მოქმედებები სერიოზულ კონკურენციას უწევს სხვადასხვა ტიპის სერიალებს. ერთ უჯარო გენერალს მეორე უჯარო გენერლით თუ ჩაანაცვლებ, აქ არაფერი შეიცვლება
„ნაცმოძრაობის“ ეს მოქმედებები სერიოზულ კონკურენციას უწევს სხვადასხვა ტიპის სერიალებს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.
08 ივლისი 2026, 14:30
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ყრილობა ივლისის ბოლოს ჩაინიშნება
მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა თვის ბოლოს ჩაინიშნება. სააკაშვილის პრაქტიკულად ახალი პარტიის აშენებას აანონსებს და წერს, რომ შეიქმნება რეფორმატორთა საბჭო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივანი კი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.
08 ივლისი 2026, 14:30
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში თავზე იმხობდა კონსტიტუციას, ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს. თავმჯდომარის სახელსა და გვარს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის დნმ-ი, რაც აქვს ამ ე.წ. პოლიტიკურ პარტიას
თავმჯდომარის სახელსა და გვარს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის დნმ-ი, რაც აქვს ამ ე.წ. პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პირდაპირ მიმართულია მტრულად ჩვენი ქვეყნის მიმართ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებზე.


