09 ივლისი 2026, 15:45 / სანდო წყარო

ბაჩანა სურმავა: სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სლოვენიაში, ინტერნეტში შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის 6 თვიანი პატიმრობის შეფარდებით, გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ბაჩანა სურმავა სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას აქვეყნებს ინტერნეტის გამოყენებით ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების კონვენციასთან შესაბამისობის შესახებ.

სურმავა იხსენებს საქმეს, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი“ იყო.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „KUNSTELJ v. SLOVENIA“.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
2010 წლიდან მოსარჩელემ თავის პირად ბლოგზე ორი ჟურნალისტის, V.V.-ს და Š.P.-ს მიმართ, შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური პოსტების გამოქვეყნება დაიწყო. მოსარჩელე მათ მიმართ უკიდურესად ვულგარულ, დამამცირებელ და პირად/ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ გამონათქვამებს იყენებდა (აღნიშნული სიტყვების შესახებ იხილეთ გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პარაგრაფები).
V.V.-მ და Š.P.-მ მოსარჩელის წინააღმდეგ ეროვნულ სასამართლოებში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავა დაიწყეს. სასამართლომ მოსარჩელეს დროებითი ღონისძიების სახით შესაბამისი გამონათქვამების გავრცელებაც აუკრძალა, თუმცა მან იგივე შინაარსის პოსტების გამოქვეყნება მაინც გააგრძელა. ამის გამო მოსარჩელეს დროებითი ღონისძიების შეუსრულებლობის გამო ორჯერ 10,000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც კი დაეკისრა.
2012 წლის 8 მარტს სლოვენიის საგამოძიებო ორგანოებმა V.V.-სა და Š.P.-ს შეურაცხყოფის, ასევე მათ მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელების გამო მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. საქმე 2010 წლის ივნისიდან 2012 წლის თებერვლამდე პერიოდში მოსარჩელის მიერ V.V.-სა და Š.P.-ს შესახებ WordPress-ზე გამოქვეყნებულ პოსტებს ეხებოდა.
სისხლის სამართლის საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას დაზარალებულებმა მათზე მიყენებულ მძიმე ფსიქოლოგიურ ზიანზე მიუთითეს: V.V.-მ განაცხადა, რომ ძლიერ სტრესს განიცდიდა, ხოლო Š.P.-მ თქვა, რომ პოსტების კითხვისას ერთხელ გონებაც კი დაკარგა, ჰქონდა შფოთვითი შეტევა, უძილობა და სედატიური საშუალებების მიღება სჭირდებოდა. მოსარჩელემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი ბლოგი „პირადი დღიური“ იყო და წერას არ შეწყვეტდა; მან ასევე თქვა, რომ დაკისრებულ ჯარიმებს არ გადაიხდიდა.
2013 წლის 13 მაისს ლიუბლიანის საოლქო სასამართლომ მოსარჩელე დამნაშავედ ცნო შეურაცხყოფის ორი და ცილისწამების ერთი ეპიზოდისთვის და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ გაითვალისწინა შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ქცევის ხანგრძლივობა და სიმძიმე, პოსტების არაერთხელ ატვირთვა, ჯარიმების გადაუხდელობა, სინანულის არქონა და წარსული ნასამართლობები. მოსარჩელემ აღნიშნული განაჩენი ზედა ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნული განაჩენი ძალაში დატოვეს (მე-5-მე-19 პარაგრაფები)“, - წერს სურმავა.

სურმავა დავის არსზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ გავრცელებული პოსტების გამო მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთით შეფარდებით სლოვენიის ხელისუფლებამ მის მიმართ დაარღვია კონვენციის მე-10 მუხლით დაცული მისი გამოხატვის თავისუფლება (21-ე პარაგრაფი).“

აქვე, სურმავა განმარტავს სასამართლოს შეფასებასა და ზოგად პრინციპებს.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მას უკვე მყარად აქვს ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რომლითაც ფასდება, იყო თუ არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. როდესაც საქმე გამოხატვისგან ადამიანის რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების დაცვას ეხება, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა დაიცვეს თუ არა სამართლიანი ბალანსი ორ კონვენციურ უფლებას, კერძოდ, ერთი მხრივ, მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, მე-8 მუხლით დაცულ ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას შორის.
სასამართლოს განმარტებით იმისთვის, რომ კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, ამისთვის აუცილებელია, რომ პირის რეპუტაციაზე თავდასხმამ სერიოზულობის გარკვეულ დონეს მიაღწიოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს კონვენციის მე-8 მუხლი და შესაბამისად, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რეპუტაციის შელახვა კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად იქცეს.
იმის შესაფასებლად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დროს დაცული იყო თუ არა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, ადამიანის რეპუტაციის პატივისცემის უფლებას შორის, სასამართლო შემდეგ კრიტერიუმებს ითვალისწინებს: შეიტანა თუ არა გამოხატვამ წვლილი საჯარო ინტერესის საგანთან დაკავშირებულ დებატში; ვისკენ იყო გამოხატვა მიმართული; რამდენად ცნობილია ის პირი, ვისზეც გამოხატვა იყო მიმართული; როგორი იყო ამ პირის წინარე ქცევა; როგორი იყო გამოხატვის შინაარსი, ფორმა და შედეგები; როგორ იქნა მოპოვებული ის ინფორმაცია და რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ის ინფორმაცია, რომელსაც გამოხატვა დაეფუძნა; ამასთანავე, გამოხატვის გამო რამდენად მკაცრი სანქცია იქნა გამოყენებული.
სასამართლოს განმარტებით ეს კრიტერიუმები ყველა საქმეში მექანიკურად არ გამოიყენება. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამოწმებს აღნიშნული კრიტერიუმები თითოეული საქმის შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებს როგორ ესადაგება. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგი კრიტერიუმი შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს, ხოლო ზოგს ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს განმარტებით, როდესაც საკითხი კერძო პირებს შორის ურთიერთობის დროს კერძო პირების კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვას ეხება, სახელმწიფოს, პრინციპში, შეფასების თავისუფლების ფარგლები აქვს იმის არჩევაში, თუ რა საშუალებებით დაიცავს ის კერძო პირების რეპუტაციასა და პირად ცხოვრებას (31-ე-37-ე პარაგრაფები)“, - აღნიშნავს სურმავა.

სურმავა აღნიშნულ პრინციპებს მოცემულ საქმესთან აკავშირებს და წერს, „სასამართლომ უპირველეს ყოვლისა აღნიშნა, რომ მოსარჩელის ბლოგპოსტები შეიცავდა მძიმე შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რომლებიც V.V.-სა და Š.P.-ს უკიდურესად უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენდა და მათ სულიერ ტანჯვას აყენებდა. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული პოსტების შინაარსმა უდავოდ მიაღწია სიმძიმის იმ აუცილებელ ზღვარს, რომელიც საკმარისია V.V.-სა და Š.P.-ს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების, მათ შორის რეპუტაციის დაცვის, ასამოქმედებლად (38-ე პარაგრაფი).“

„სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სადავო პოსტები გამოაქვეყნა ინტერნეტბლოგზე, რომელსაც იგი „თავის პირად დღიურს“ უწოდებდა, და ეს გააკეთა პირადი სტატუსით, ყოველგვარი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ფარგლებს მიღმა. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ, ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებების თანახმად, V.V. და Š.P. ორივე ჟურნალისტები იყვნენ, ისინი საჯარო ფიგურებს არ წარმოადგენდნენ. ამასთან, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომელთა სამიზნეც ისინი გახდნენ, არ უკავშირდებოდა მათ პროფესიულ საქმიანობას, ვინაიდან მოსარჩელის ბრალდებები მათი პირადი ცხოვრების ინტიმურ ასპექტებს შეეხებოდა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით სისხლისსამართლებრივი წარმოება ეხებოდა ცილისწამებას კერძო პირებს შორის, როდესაც შეურაცხმყოფელი განცხადებები საჯაროდ, ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა (39-ე პარაგრაფი).
სასამართლო დაეთანხმა ეროვნული სასამართლოების შეფასებას, რომ მოსარჩელის განცხადებებს, რომლებიც უმეტესწილად ვულგარულ და შეურაცხმყოფელ ენას შეიცავდა, არავითარი წვლილი არ შეჰქონდა რომელიმე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დებატში და რაიმე ფორმით V.V.-ს ან Š.P.-ს წინარე ქცევით განპირობებული არ ყოფილა, ამასთანავე, მოსარჩელის ბლოგპოსტები უწყვეტი შევიწროების ხასიათს ატარებდა. გარდა ამისა, აღნიშნული ბლოგპოსტები ხელმისაწვდომი იყო საკმაოდ ფართო აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ბლოგს 35,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა და პოსტები შემდგომში სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს (მე-40 პარაგრაფი).
სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დაკისრებული სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს იმ ფაქტორს, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას. სასამართლომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცილისწამების საქმეებში სისხლისსამართლებრივი სასჯელების გამოყენება თავისთავად არ არის არაპროპორციული, თუმცა თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც გამონაკლისი ზომა, რომელიც მე-10 მუხლთან თავსებადად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სერიოზულად არის შელახული სხვა ფუნდამენტური უფლებები (41-ე პარაგრაფი).
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე საქმეში მოსარჩელეს ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ვინაიდან ეროვნულმა სასამართლოებმა დაასკვნეს, რომ სხვა არცერთი სანქცია არ იქნებოდა საკმარისი იმისთვის რათა მას V.V.-სა და Š.P.-ს შეურაცხყოფა შეეწყვიტა. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს დროებითი ღონისძიების სახით ეროვნულმა სასამართლოებმა პოსტების გავრცელება აუკრძალეს, თუმცა უშედეგოდ. ის პოსტების გავრცელებას მაინც აგრძელებდა, რის გამოც რამდენჯერმე დააჯარიმეს კიდეც. უფრო მეტიც, მან პირდაპირ განაცხადა, რომ არ შეწყვეტდა V.V.-სა და Š.P.-ს შესახებ პოსტების გამოქვეყნებას და არც დაკისრებულ ჯარიმებს გადაიხდიდა (42-ე პარაგრაფი).
მოსარჩელემ არასათანადო ქცევა სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის დროსაც განაგრძო. იგი კვლავ აქვეყნებდა შეურაცხმყოფელ ბლოგპოსტებს და სასამართლო დარბაზშიც უპატივცემულო ქცევას ავლენდა (43-ე პარაგრაფი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, როგორც გამონაკლისი ზომა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონტექსტში, არ შეიძლება გადაჭარბებულად ან არაპროპორციულად შეფასდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რომ V.V.-სა და Š.P.-ს რეპუტაცია დაცული ყოფილიყო (44-ე პარაგრაფი).
სასამართლომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი ტიპის საქმეებში არსებითი მნიშვნელობა აქვს ეროვნული სასამართლოების მიერ წარმოდგენილ დასაბუთებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ თავიანთი გადაწყვეტილებების გასამართლებლად მოყვანილი მიზეზები რელევანტური და საკმარისი იყო (45-ე პარაგრაფი).
სახელმწიფოთათვის მინიჭებული შეფასების თავისუფლების ფარგლებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ განახორციელეს შეპირისპირებული ინტერესის დაბალანსება, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი“ იყო (46-ე პარაგრაფი).
შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, ინტერნეტის გამოყენებით შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის მოსარჩელისთვის სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით მოსარჩელის მიმართ კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა (47-ე პარაგრაფი)“, - აღნიშნავს ბაჩანა სურმავა.

ყველა სიახლე

23 აგვისტო 2026, 18:15

მსოფლიო

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიას ძლიერმა ციკლონმა „პრისკამ“ გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღემატებოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა: ერთი ადამიანი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა, მას წაქცეული ხე დაეცა; მეორე კი ლატვიის ქალაქ ელგავაში შენობის ნანგრევებში მოჰყვა.

23 აგვისტო 2026, 18:07

სპორტი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ევროპული გრანდების წინააღმდეგ რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართეს.

23 აგვისტო 2026, 17:50

მსოფლიო

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოს რეგიონში, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

23 აგვისტო 2026, 17:34

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას და მხილებას ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს და სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს. პატიმრის ახლანდელი ბრძოლა „კოალიცია ცვლილებების“ წინააღმდეგ, ფედერალისტების ლიდერს ახსენებს პერიოდს, როდესაც, მისივე სიტყვებით, სააკაშვილი, ევროპულ საქართველოს აზიანებდა.

მიხაილო ფედოროვი

23 აგვისტო 2026, 17:32

მსოფლიო

ფედოროვმა ზელენსკის მის გარემოცვაში სავარაუდო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა

BBC-სთან ინტერვიუში ფედოროვმა კომენტარი გააკეთა თანხების სავარაუდო გათეთრების სქემასთან დაკავშირებით ახლახან ჩატარებულ ანტიკორუფციულ გამოძიებაზე, რომელშიც, გამოძიების მონაცემებით, შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანი ყოფილიყო ჩართული.

23 აგვისტო 2026, 17:17

მსოფლიო

„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები კიევში უკრაინის დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

კიევში „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები ჩავიდნენ. დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ხელისუფლებების წარმომადგენელთა ვიზიტი უკრაინის ეროვნული დროშის დღეს დაემთხვა. მათ საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

23 აგვისტო 2026, 17:12

მსოფლიო

ძლიერმა სიცხემ ევროპაში პრობლემები გამოიწვია

ძლიერმა სიცხემ და გვალვამ ევროპაში შიდა გადაადგილებისა და ენერგომომარაგების სისტემაში პრობლემები შექმნა. მდინარე რაინსა და დუნაიში წყლის დონის კრიტიკულად დაწევამ საწყლოსნო გადაზიდვები შეაფერხა გერმანიაში.

23 აგვისტო 2026, 17:11

რეგიონი

ზუგდიდის სოფელ ალერტკარში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი სამი ქალის ცხედარი იპოვეს

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დებთან კომუნიკაცია ბოლოს 14 აგვისტოს ჰქონდათ, ხოლო ცხედრები გუშინ გვიან ღამით მეზობლებმა იპოვეს. გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს.

23 აგვისტო 2026, 17:09

მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ძლიერი ქარის გამო გავრცელებული ალი კი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება, სულ მცირე ერთი საცხოვრებელი სახლი უკვე განადგურდა.

23 აგვისტო 2026, 17:01

მსოფლიო

მედია: ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური გათიშეს

„როგორც ჩანს ირანმა გადაწყვიტა ბრიტანეთს აჩვენოს, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგების გარეშე დატოვებისთვის „შაჰედები“ ერთადერთი საშუალება არ არის“, - წერს გამოცემა Telegraph-ი.

23 აგვისტო 2026, 14:37

მსოფლიო

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ევროკავშირმა ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა. მეხანძრე-მაშველები სტიქიის ზონაში ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში ჩავიდნენ.

მოჰსენ რეზაი

23 აგვისტო 2026, 14:36

მსოფლიო

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

„პირველ რიგში, ჩვენს ყველა მეზობელ და მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვეტყვით - არ შეუერთდეთ შეერთებულ შტატებს მის ეკონომიკურ ომში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება. რა თმა უნდა, თავდაპირველად მათთან მოლაპარაკებას გავმართავთ, დაველაპარაკებით და ვეტყვით რომ განზე გადგნენ და შეერთებული შტატებისგან დისტანცირდნენ, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, მათ დავარტყამთ“, - განაცხადა მან.

23 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი 4 250 ჰექტარ ფართობზე მძვინვარებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი

23 აგვისტო 2026, 14:25

მსოფლიო

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

„მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში სისტემატური ამოღებითა და დაშინებასა და ესკალაციაზე არჩევანის გაკეთებით, რუსეთი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მაგრამ ეს უფრო მეტად საკუთარი უძლურობის დემონსტრირებაა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ცის დასაცავად საჭირო საშუალებების მოწოდება. პრეზიდენტ ზელენსკის დახმარების გაძლიერების შესახებ უკვე ვაცნობე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალისხმევას ის ქვეყნებიც შემოუერთდნენ, რომლებიც ასეთ სისტემებს ფლობენ“, - წერს მაკრონი.

გიორგი კალანდარიშვილი

23 აგვისტო 2026, 14:24

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი ყაზახეთში მიმდინარე არჩევნებზე: პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული

პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული, - განუცხადა „ქრონიკას“ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ყაზახეთში იმყოფება და დელეგაციასთან ერთად აკვირდება საპარლამენტო არჩევნების პროცესს.

დავით მათიკაშვილი

23 აგვისტო 2026, 14:15

მსოფლიო

დავით მათიკაშვილი საყვარელიძის განცხადებაზე: ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა

„ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს არის ის ტყუილები და ტყუილებში წამოცდენები, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ პასუხი ეძლევა იმაზე თუ ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის ტრაგედიაში - რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, პირველ რიგში ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი სისტემა და რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა პრაქტიკულად განადგურების წინაშე დააყენა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.

გურამ მაჭარაშვილი

23 აგვისტო 2026, 14:12

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ბატონმა საყვარელიძემ ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების მიმართ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ არ ჰქონდათ გეგმა, რომ დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან წამოვიდა

ბატონმა საყვარელიძემ ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების მიმართ, რომ არ ჰქონდათ გეგმა, რომ დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან წამოვიდა და ამ დროს საუბრობდნენ, რომ თურმე მათ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჰქონდათ, -განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დავით საყვარელიძის განცხადების შეფასებისას.

დავით საყვარელიძე

23 აგვისტო 2026, 14:03

პოლიტიკა

დავით საყვარელიძე 2008 წლის ომზე: მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ - სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან საქართველო ფაქტობრივად ნახევარ ნაბიჯში იდგა

ახლა რომ ვხვდები, მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ამ გამოცდილებიდან ახლა რომ ვუყურებ, პრინციპში ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით საყვარელიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“.

23 აგვისტო 2026, 13:26

ტექნოლოგიები

ჩინურმა რობოტებმა უსეინ ბოლტის რეკორდი მოხსნეს

პეკინში, ჰუმანოიდური რობოტების მსოფლიო თამაშებზე, ჩინურმა ჰუმანოიდმა რობოტმა საკვალიფიკაციო რბენაში 100-მეტრიანი დისტანცია 9,39 წამში გაირბინა. ამით მან კაცთა შორის მსოფლიო რეკორდი (9, 58 წამი) გააუმჯობესა, რომელიც გამოჩენილ იამაიკელ სპრინტერს, უსეინ ბოლტს ეკუთვნის.

23 აგვისტო 2026, 13:08

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში 73 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით 73 სამართალდარღვევა გამოავლინეს.