imedi /  10 ივლისი 2026, 17:11 / სანდო წყარო

ალეკო ელისაშვილის ადვოკატი: სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ და ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციაში დავის შემდეგ, ევროპის სასამართლოს მივმართავთ

 გიორგი რეხვიაშვილი

გიორგი რეხვიაშვილი

ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილია განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება და ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციაში დავის შემდეგ, ევროპის სასამართლოს მიმართავენ.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეში არ არის არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადგენს, რომ ელისაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას.

„ჩვენ ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით, ამოვწურავთ ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციას და ევროპულ სასამართლოს მივმართავთ აღნიშნულთან დაკავშირებით,

მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულის აღიარება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია თუ რა მტკიცებულებებია საქმეში და საქმეში არ არის არცერთი პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულება“ - აღნიშნა ადვოკატმა.

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ყველა სიახლე

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 აგვისტო 2026, 01:47

მსოფლიო

ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.

პიტ ჰეგსეტი

25 აგვისტო 2026, 01:44

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 01:28

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.

სკოტ ბესენტი

25 აგვისტო 2026, 00:43

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ანდრის კულბერგსი

25 აგვისტო 2026, 00:35

მსოფლიო

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 00:28

მსოფლიო

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.

24 აგვისტო 2026, 23:55

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

სკოტ ბესენტი

24 აგვისტო 2026, 23:19

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება.

ირაკლი ნადარეიშვილი

24 აგვისტო 2026, 22:19

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.

სკოტ ბესენტი

24 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ენდი ბერნემი

24 აგვისტო 2026, 21:54

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

24 აგვისტო 2026, 21:38

ეკონომიკა

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.

24 აგვისტო 2026, 21:14

საზოგადოება

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.

24 აგვისტო 2026, 21:00

ეკონომიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს

„მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს ის კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იური იგნატი

24 აგვისტო 2026, 20:55

მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან

უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის განკუთვნილი რაკეტების კუთხით. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.

24 აგვისტო 2026, 20:50

საზოგადოება

ახალდაბისკენ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პრევენციული პროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაძლო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, თებერვლის ბოლოს დასრულდება.

24 აგვისტო 2026, 20:48

საზოგადოება

სასკოლო ფორმები სპეციალურ ციფრულ პლატფორმაზე - განათლების სამინისტროს ინიციატივა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სასკოლო ფორმების შეძენა წელს უკვე დისტანციურად, სპეციალური ციფრული პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

24 აგვისტო 2026, 20:43

პოლიტიკა

უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. უკრაინელ ხალხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ.

24 აგვისტო 2026, 20:38

პოლიტიკა

ოპოზიციური ერთობის ილუზია - პოლიტიკური ტაიმაუტიდან დაბრუნებული თაკო ჩარკვიანი და მძიმე პოლიტიკური ბრალდებები სააკაშვილზე თავდამსხმელების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისა და ოპოზიციური გავლენების გარშემო ატეხილი ხმაური, ფრაგმენტირებულ სპექტრს კიდევ უფრო აქუცმაცებს. ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთს ღია იერიშებით, პერსონალური შეურაცხყოფებითა და მძიმე პოლიტიკური ბრალდებებით უპირისპირდებიან.

24 აგვისტო 2026, 20:31

პოლიტიკა

ყოფილი მაღალჩინოსნების ახალი ჩვენებები და საპროცესო შეთანხმების დეტალები - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა უკომპრომისოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროებული მრავალმილიონიანი კორუფციული სქემის დეტალები, მმართველ პარტიაში ყოფილი მთავრობის მეთაურის მიერ ციხიდან ბოლო საჯარო აქტივობის მთავარ განმსაზღვრელ მიზეზად დასახელდა.