25 ივლისი 2026, 15:19 / სანდო წყარო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად განახორციელებს", - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

25 ივლისი 2026, 17:06

საზოგადოება

26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი.

შალვა პაპუაშვილი

25 ივლისი 2026, 17:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: „ჯერ საქართველოს“ დაარქმევენ, „კვლავ საქართველოს“ თუ „წინ საქართველოს“, ამ დონეზეღაა მათი ფანტაზია, რომ რაიმე ახალი სახელი მოუფიქრონ სხვადასხვა გაერთიანებას

რამდენი კომბინაცია უნდა შემოსთავაზონ საზოგადოებას, არ ვიცი. საზოგადოება ხვდება, რომ საბოლოო ჯამში ამ პარტიების გაერთიანებით ერთი კომბინაცია დგება. ამიტომ, ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია გაშიფრულია, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.

ასაად ალ-შაიბანი ანტონიუ გუტერეში

25 ივლისი 2026, 16:48

მსოფლიო

Reuters: გაეროს გენერალური მდივანი სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დამასკოში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

25 ივლისი 2026, 16:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. რა ურთიერთობაც ამას ხელს შეუწყობს, ყველა ამ ურთიერთობისთვის ვართ გახსნილი, რომელი ურთიერთობაც ამას ხელს შეუშლის, არცერთი არ იქნება დაშვებული

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, რა ურთიერთობაც ამას ხელს შეუწყობს, ყველა ამ ურთიერთობისთვის ვართ გახსნილი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

25 ივლისი 2026, 16:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ბრიუსელი მზად არის უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც დაბუდებულია ბრიუსელში.

შალვა პაპუაშვილი

25 ივლისი 2026, 16:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში არის ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი. აი, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, სადაც ამ ბიუროკრატებმა მიიყვანეს დღევანდელი ევროკავშირი

ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში არის ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი. აი, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, სადაც ამ ბიუროკრატებმა მიიყვანეს დღევანდელი ევროკავშირი და ამას სჭირდება შველა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

25 ივლისი 2026, 16:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სასაცილოა, როდესაც ჯო უილსონი ფიქრობს, რომ მისი მოწოდება სჭირდება ტრამპის ადმინისტრაციას, რომ შეისწავლოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იმ ქვეყნების გავლენა, რომლებთანაც ამერიკის შეერთებული შტატები დღეს არის კონკურენციაში - ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ადამიანს

ეს ამერიკის შეერთებული შტატების საქმეა, რას შეისწავლის და რა თქმა უნდა, სასაცილოა, როდესაც ჯო უილსონი ფიქრობს, რომ მისი მოწოდება სჭირდება ტრამპის ადმინისტრაციას, რომ შეისწავლოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იმ ქვეყნების გავლენა, რომლებთანაც ამერიკის შეერთებული შტატები დღეს არის კონკურენციაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

25 ივლისი 2026, 16:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიანე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის იქნება თუ სხვა ჩვენი კლასიკოსების, საამაყო წინაპრის

ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიანე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის იქნება თუ სხვა ჩვენი კლასიკოსების, საამაყო წინაპრის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

25 ივლისი 2026, 16:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ალოობა ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად, ვინაიდან საქართველო ყურძნის და ხორბლის სამშობლოა - ღვინო და ხორბალი, ღვინო და პური არის ჩვენი კულტურის განმსაზღვრელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში

დღეს დედოფლისწყაროში აღინიშნება ალოობა. შარშანაც გახლდით, იყო პირველი აღნიშვნა ალოობისა, დღეს უკვე ახალი მასშტაბით აღინიშნება ეს ზეიმი, რომელიც ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად. ვინაიდან საქართველო ყურძნის და ხორბლის სამშობლოა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კახეთში, სადაც ხორბლის მოსავლის აღებას დაესწრო.

შალვა პაპუაშვილი

25 ივლისი 2026, 16:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვაზე: ფაქტია, ეს იყო უჩვეულო მოვლენა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას ეხება. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია გამოკვლეული და გამოძიებული იყოს რასთან გვქონდა საქმე.

25 ივლისი 2026, 16:10

მსოფლიო

უკრაინამ კასპიის ზღვაში ორი გემი დაბომბა, რომელსაც ირანიდან სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატები კასპიის ზღვის აკვატორიაში გვიან ღამით ორ გემს თავს დაესხნენ. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

25 ივლისი 2026, 16:07

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზამ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პროექტის საერთო ღირებულება 350 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში და დაახლოებით 1 მლრდ ლარს შეადგენს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზა ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელმავლებს პირველად შეისყიდის.

25 ივლისი 2026, 15:55

სპორტი

მალთაყვაში „ოქროს ტბაზე“ ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო დღე გრძელდება

მამაკაცთა სლალომის საკვალიფიკაციო ეტაპზე, გენადი გურალიამ საუკეთესო 12-ეულში შესვლა და ფინალში გადასვლა ვერ შეძლო. მას კიდევ ექნება შანსი ტრამპლინიდან ხტომაში თავისი შედეგი გააუმჯობესოს.

25 ივლისი 2026, 15:38

რეგიონი

დმანისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა

მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოსახლეობას გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული პროექტები დეტალურად წარუდგინა და განსაკუთრებული აქცენტი საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებაზე გააკეთა.

ირაკლი ქადაგიშვილი

25 ივლისი 2026, 15:12

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წაახალისებს ყველაფერ იმას, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას, ადამიანებს შორის დაპირისპირებას, ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას ემსახურება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ახალისებს ყველაფერ იმას, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას, ადამიანებს შორის დაპირისპირებას და ღირებულებების შეურაცხყოფას ემსახურება.

25 ივლისი 2026, 15:05

საზოგადოება

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაარსებიდან 107 წლის იუბილე აღნიშნა

წარადგინეს წიგნი, რომელშიც შეჯამებულია უწყების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, მიღწეული შედეგები და სამსახურის განვითარების სამომავლო გეგმები.

გურამ მაჭარაშვილი

25 ივლისი 2026, 14:58

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილის მიერ ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: ეს არის იმის მორიგი მტკიცებულება, თუ როგორი საქართველოს აშენება უნდოდა მას, როცა ის ბელადი და ძალაუფლებაში იყო

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ონისე ოქრიაშვილის მიმართ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას აფასებს.

25 ივლისი 2026, 14:54

მსოფლიო

კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

კანადა ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

25 ივლისი 2026, 14:40

რეგიონი

რუსთავში, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, მერიის თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ

რუსთავის მერია, მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში, თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის კურსს გადიან. ასევე გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა გადამზადების პროცესიც, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.