imedi /  05 აგვისტო 2026, 21:36 / სანდო წყარო

სუს-ი: საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.

„კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ქვეყნდებოდა დეზინფორმაცია. კერძოდ, ამბობდნენ, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ. მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია მოგვიანებით, დროის კონკრეტული ინტერვალით, კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ მედიასაშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რათა დადგინდეს დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორების, მონაწილეების ვინაობა, დაფინანსების შესაძლო წყაროები, ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები და მისი მიზნები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მუშაობას მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიების დროული გამოვლენისა და მათგან მომდინარე საფრთხეების პრევენციის მიზნით; გარე თუ შიდა ძალებისგან მართულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციას, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას ან ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენებას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2026, 22:14

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 22:14

ეკონომიკა

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - რა შესაძლებლობებს იძლევა ტექნოლოგიური ჰაბი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - ისტორიული ქალაქი მსხვილ ინოვაციურ ჰაბად გარდაიქმნება, სადაც განათლება, მეცნიერება და თანამედროვე ბიზნესი ერთიან ეკოსისტემაში იყრის თავს.

05 აგვისტო 2026, 22:05

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სოციალურ ქსელში აგორებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და კახა კალაძის პასუხი ოპონენტებს. თბილისის მერი სოციალურ ქსელებსა და ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, სამუშაოების ვადების ცვლილებასა და ხეების მასობრივ მოჭრაზე, სიცრუეს უწოდებს.

05 აგვისტო 2026, 21:56

პოლიტიკა

რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო

„რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გამორჩეული პროფესიონალის და საუკეთესო ადამიანის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

05 აგვისტო 2026, 21:52

პოლიტიკა

ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“

ვეტერანი მალხაზ თოფურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს “ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ”.

ორელიან ლეშევალიე

05 აგვისტო 2026, 21:50

მსოფლიო

POLITICO: აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას

სამი ინფორმირებული წყაროს ცნობით, გაეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოების ფონზე, აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.

05 აგვისტო 2026, 21:50

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება

„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებული რეჟიმით მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია“.

05 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ

თეირანმა განაცხადა, რომ ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ.

05 აგვისტო 2026, 21:03

სამართალი

ცხენის ხორცი საქონლის ნაცვლად - თაღლითობისა და ფალსიფიკაციის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი კომპანიის დირექტორებს მასშტაბური თაღლითობისა და ფალსიფიკაციის მუხლებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა მარნეულისა და ქარელის ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი შეიტანეს.

გიორგი ფანგანი

05 აგვისტო 2026, 20:55

საზოგადოება

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი: „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას სისტემა სრულად გაითიშა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო, 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით, სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება“.

05 აგვისტო 2026, 20:46

სამართალი

ფიქტიური კონტრაქტი ბინადრობის მოწმობის სანაცვლოდ - სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის საქმე გახსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი ადამიანი დააკავა, მათ შორის საფეხბურთო კლუბ „გარდაბნის“ მწვრთნელი.

05 აგვისტო 2026, 20:36

ჯანდაცვა

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც დიუშენის სინდრომის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამაში რთავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.

05 აგვისტო 2026, 20:33

მსოფლიო

ამერიკული მედია: ახალი პილოტური პროგრამის ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაცია პოტენციურ მიგრანტთა ნაწილისგან აშშ-ის ვიზის მისაღებად 250 000 დოლარამდე ოდენობის გირაოს ჩადებას მოითხოვს

ახალი პილოტური პროგრამის ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაცია პოტენციურ მიგრანტთა ნაწილისგან აშშ-ის ვიზის მისაღებად 250 000 დოლარამდე ოდენობის გირაოს ჩადებას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 20:31

საზოგადოება

განათლების რეფორმის ახალი ეტაპი - ახალი პროგრამები სამ უნივერსიტეტში და სასკოლო ფორმები საჯარო სკოლებში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა უმაღლესი განათლების რეფორმა. ახალი პროგრამები სამ უნივერსიტეტში. სოხუმის უნივერსიტეტმა აგრარული დარგების პროგრამებზე აკრედიტაცია წარმატებით გაიარა. პარალელურად, ზუგდიდისა და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტებს ტურიზმის დარგი დაემატა.

05 აგვისტო 2026, 20:16

საზოგადოება

საქართველოს უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

საქართველოს უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია დაახლოებით 20 საათსა და 10 წუთზე გაითიშა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 აგვისტო 2026, 19:51

მსოფლიო

ზელენსკი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების შემცირებაზე: არ ვიცი, არის თუ არა სხვა მიზეზები, გარდა ახლო აღმოსავლეთისა - შესაძლოა, ეს იყოს პოლიტიკური ნაბიჯები იმისთვის, რომ უკრაინა დათმობებზე უფრო მეტად წამსვლელი გახდეს

უკრაინამ შესაძლოა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის იმაზე ნაკლები რაკეტა მიიღოს, ვიდრე ესაჭიროება - ამის მიზეზი, შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მცდელობა იყოს, გახადონ კიევი დათმობებზე უფრო მეტად წამსვლელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

05 აგვისტო 2026, 19:34

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს

„მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს. ბატონი ზაალ გელაშვილის საქმიანობა პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით იყო გამორჩეული. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

05 აგვისტო 2026, 19:29

სამართალი

პროკურატურამ ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინათ (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და ფალსიფიკაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

05 აგვისტო 2026, 19:20

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.