სამართალი
21 სექტემბერი 2026, 19:05
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა საქართველოში მოქმედ კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, თითქოსდა საინვესტიციო მიზნით, უცხოეთიდან, პირადი და მასთან აფილირებული პირების საბანკო ანგარიშებიდან დანაწევრებით ჩარიცხა რამდენიმე ათეული მილიონი უცხოური ვალუტა. ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა, შესაბამის დოკუმენტაციაზე მითითებით, შენიღბა კანონიერი გზით მიღებულ შემოსავლად და შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, აქტივის ნაწილი გადაიტანა ოფშორული სახელმწიფოს საბანკო სისტემაში.
21 სექტემბერი 2026, 18:47
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
სამართლდამცავებმა ბრალდებული 2026 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
21 სექტემბერი 2026, 18:42
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
21 სექტემბერი 2026, 16:24
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
21 სექტემბერი 2026, 14:37
მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, მათ შორის პატრიარქის მიმართ 4 000 და 3 000 ლარით დაჯარიმდნენ
მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, მათ შორის პატრიარქის მიმართ 4 000 და 3 000 ლარით დაჯარიმდნენ. სასამართლო სხდომაზე კანონდამრღვევები არ მივიდნენ.
21 სექტემბერი 2026, 13:21
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას დაჰპირდა და ავტომანქანების ღირებულების წინასწარ გადახდა მოსთხოვა. დაზარალებულებმა ბრალდებულს ხელზე, მის მიერ მითითებულ კრიპტოვალუტის ელექტრონ საფულეზე და საბანკო ანგარიშზე საერთო ჯამში 833 101 ლარი გადარიცხეს, რასაც ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა.
21 სექტემბერი 2026, 12:01
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 11:01
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


