imedi /  07 აგვისტო 2026, 20:25 / სანდო წყარო

პროკურორი: მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული - ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა ნია მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რადგან თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება. ის არა მხოლოდ ეთანხმებოდა მომხდარს, არამედ გარკვეულ წინმსწრებ ინფორმაციასაც ფლობდა

 ქეთევან სონიძე

ქეთევან სონიძე

მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული - ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა ნია მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რადგან თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება, - განაცხადა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ.

„ფარული ჩანაწერები მიმდინარე წლის თებერვალში მოვიპოვეთ, თუმცა მანამდე, ოქტომბრის თვეშიც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მაშინ არაინფორმაციული აღმოჩნდა, უბრალოდ, არ გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ვერ მოვიპოვეთ.

საუბარი მიმდინარეობს ნია იმნაძესა და მამამისს, ვალერ იმნაძეს შორის, თუმცა იქ ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებიან. განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა დანაშაული ალექსანდრე გაბაშვილმა. ნიას მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა. თუმცა ნია მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რადგან თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ის არის ძველი თაობის წარმომადგენელი. მოკლედ, მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს. ნია იმნაძე თავის აზრს გამოხატავს. ასევე, დემონსტრირებას ახდენს, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმებოდა იმას, რაც მოხდა, არამედ გარკვეულ წინმსწრებ ინფორმაციასაც ფლობდა”, - განაცხადა პროკურორმა.

სონიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად „მეტას“ კვლავ მიმართეს და ამ დრომდე კომპანიის პასუხს ელოდებიან შუამდგომლობაზე.

მეტადან“ ისევ ველოდებით შუამდგომლობაზე პასუხს“, - განაცხადა პროკურორმა.

საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

გიგა ავალიანი 2025 წლის ოქტომბერში სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად, გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმა.

2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც ჩასაფრდნენ და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

2025 წლის 1-ელ ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ ცნეს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ყველა სიახლე

ნიკოლ ფაშინიანი

07 აგვისტო 2026, 23:56

მსოფლიო

ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა აწარმოებს დივერსიფიკაციისა და სომხეთისთვის ალტერნატივების ფორმირების საგარეო პოლიტიკას, რაც თითოეული ქვეყნის სუვერენული და ლეგიტიმური უფლებაა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა აწარმოებს დივერსიფიკაციისა და სომხეთისთვის ალტერნატივების ფორმირების საგარეო პოლიტიკას, რაც თითოეული ქვეყნის სუვერენული და ლეგიტიმური უფლებაა.

07 აგვისტო 2026, 22:27

საზოგადოება

თბილისის მერია: გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების გადაკვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საგზაო მოძრაობის დროებითი შეზღუდვის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული მარშრუტებიც შეიცვლება. კერძოდ, N300, N302, N349 ავტობუსები და N531 მიკროავტობუსი პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილდებიან იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ფანჯიკიძის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით გააგრძელებენ მოძრაობას.

არჩილ გორდულაძე

07 აგვისტო 2026, 21:48

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს ადამიანები დღემდე ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და მათი მოღალატეობრივი ნაბიჯები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს

ფაქტობრივად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ჯარისკაცებს გადააბრალა და ისინი ტრიბუნალისთვის გაწირა. რომ არა ჩვენი გუნდი, სხვა ვერავინ დაიცავდა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

07 აგვისტო 2026, 21:42

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

07 აგვისტო 2026, 21:19

პოლიტიკა

აფხაზეთის ომის მონაწილე გია ნიშნიანიძე ბარამიძეს ტყუილში ამხელს: ქუთაისის იზოლატორში გვყავდა მოწინააღმდეგის 23 ტყვე მეომარი, იმავე დღეს გავფრინდი გუდაუთაში, აეროდრომზე მოვიდნენ არძინბა, ოზგანი და ბესლან კობახია, მოიყვანეს ჩვენი ბიჭები და შედგა გაცვლა - ყველა ყველაზე. რა ბარამიძე, რის ბარამიძე?! იქ ბარამიძე არც ყოფილა და არც არავის უნახავს

ნიშნიანიძე იხსენებს, რომ ავთანდილ იოსელიანის წინადადებით, თავად ჩაერთო ტყვეების გაცვლის პროცესში და გუდაუთის აეროდრომზე მოწინააღმდეგის 23 ტყვე აფხაზეთის წარმომადგენლებთან ქართველ ტყვეებზე გაიცვალა, გიორგი ბარამიძე კი იქ არავის უნახავს. მისივე განცხადებით, 13 თვე და 13 დღე იყო აფხაზეთში, საიდანაც სვანეთის გავლით, ფეხით ჩამოვიდა და მზადყოფნას აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურასთანაც ითანამშრომლოს.

გიორგი ბარამიძე

07 აგვისტო 2026, 21:17

მსოფლიო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბარამიძის დევნას აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ხასიათი აქვს - ეს წარმოადგენს ზემოქმედების მცდელობას ქართველი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის იმ ნაწილზე, რომელიც ათწლეულების შემდეგ ავლენს მზადყოფნას წარსულის ტრაგიკული მოვლენების ობიექტური გააზრებისთვის

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური კომენტარი გააკეთა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით.

07 აგვისტო 2026, 20:52

მსოფლიო

ამერიკული გამოცემა The Atlantic: სულ რაღაც რამდენიმე დღეში გაქრა ის ოპტიმიზმი, რომელიც უკრაინის პერსპექტივების გარშემო თვეების განმავლობაში იქმნებოდა

ამ ზაფხულის დასაწყისში უკრაინამ, როგორც იქნა, ხელში ჩაიგდო ინიციატივა ამ სასტიკ, ოთხწლიან ომში - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საკმარისად ჰქონდა გამარჯვებები და ტექნოლოგიური მიღწევები დასავლელი მხარდამჭერებისთვის წარსადგენად, როდესაც ამტკიცებდა, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია, - წერს ამერიკული გამოცემა The Atlantic-ი სტატიაში სათაურით „უკრაინის ხანმოკლე აღმავლობა“.

07 აგვისტო 2026, 20:52

საზოგადოება

რეკრეაციული სივრცეები თბილისში - შარტავას ქუჩაზე მდებარე სკვერი განახლდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება, ეს დედაქალაქის მავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად შარტავას ქუჩაზე მდებარე სკვერი განახლდება.

07 აგვისტო 2026, 20:50

ეკონომიკა

დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა - რას მოხმარდება დამატებითი ფინანსური რესურსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა. განხილვის დაწყებამდე სხდომა პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმო. რას მოხმარდება დამატებითი ფინანსური რესურსი, ვრცლად ნინი ჩუბინიძის სიუჟეტში.

07 აგვისტო 2026, 20:47

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან - პროცესის პოლიტიზების მცდელობა. რას ამბობს გარდაცვლილი მასწავლებლის დედა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქმეს თან სდევს სოციალურ ქსელში კონკრეტული ჯგუფების აქტივობა, მათ შორის არის ნანუკა ჟორჟოლიანი. გარდაცვლილი მასწავლებლის დედა მას სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქმის პოლიტიზებას არ დაუშვებს.

07 აგვისტო 2026, 20:41

პოლიტიკა

ეკლესია, ისტორიული გმირები და ეროვნული ფასეულობები - უნდა არსებობდეს თუ არა დამცავი კანონმდებლობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტრადიციები, ისტორია, გმირები, რელიგია - საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ყველაფერს უკვე საკანონმდებლო დონეზე დაცვა სჭირდება, სწორედ ამ მიზნით საინიციატივო ჯგუფის და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა.

07 აგვისტო 2026, 20:35

პოლიტიკა

დოკუმენტი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ „ნაციონალების“ ხელმოწერით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ინტერესებს ვნებს და რომელსაც „ნაციონალების“ ხელმოწერა ადასტურებს. რეზოლუცია 16 33 ევროსაბჭომ აგვისტოს ომიდან 2 თვეში დაამტკიცა.

07 აგვისტო 2026, 20:23

პოლიტიკა

აგვისტოს ომი და თარიღებით მანიპულაცია ოპოზიციისგან - როგორ სცადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისტორიის შეცვლა ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციამ ომის თარიღიც სადავო გახადა და წელსაც გმირების საფლავებზე მარტო, ჭირისუფლის გარეშე აღმოჩნდა. ასეთი ქმედება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ დაიწყო. განმარტებებისას ნაწილს თავისივე მთავარსარდლის ბრძანებულების უარყოფაც მოუხდა. სპეკულაციის მიზანი მმართველი გუნდისთვის ნათელია.

07 აგვისტო 2026, 19:52

რეგიონი

რუსთავის ცენტრალური პარკის პროექტირება იწყება

უნდა შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს საფესტივალო სივრცეები, დაიგეგმოს ამფითეატრის რეაბილიტაცია, გაკეთდეს ველოსიპედის, სარბენი და საფეხმავლო ბილიკების ქსელი, ტბასა და კუნძულზე გადასასვლელი ხიდები, განვითარდეს დამატებითი სატრანსპორტო კავშირები და დაიწყოს ნიჩბოსნობის სკოლის მიმდებარედ ახალი ნავმისადგომის მშენებლობა.

07 აგვისტო 2026, 19:51

მსოფლიო

ბრიტანული გამოცემა Financial Times: ევროკავშირი არ არის მზად უკრაინას დაჩქარებული წესით წევრობა მიანიჭოს - სრულფასოვანი წევრობის გზაზე უდიდეს დაბრკოლებად კვლავ რჩება ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონე

ევროკავშირი არ არის მზად უკრაინას დაჩქარებული წესით წევრობა მიანიჭოს - სრულფასოვანი წევრობის გზაზე უდიდეს დაბრკოლებად კვლავ რჩება ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონე, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

07 აგვისტო 2026, 19:16

სამართალი

საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა

პროკურატურა ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ჟან-ნოელ ბარო

07 აგვისტო 2026, 18:43

მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საფრანგეთი არ დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში - ეს ყოველივე ფრანგი ხალხის ექსკლუზიური და ხელშეუხებელი უფლებაა

საფრანგეთი არ დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში - ეს ყოველივე ფრანგი ხალხის ექსკლუზიური და ხელშეუხებელი უფლებაა, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.

07 აგვისტო 2026, 18:27

მსოფლიო

ესპანეთმა იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე

ესპანეთმა პარასკევს იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე.

გიორგი სიხარულიძე

07 აგვისტო 2026, 18:11

პოლიტიკა

გიორგი სიხარულიძე: მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს

ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი სიხარულიძე აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს. საინიციატივო ჯგუფის წევრი ამბობს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძესთან შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.