10 აგვისტო 2026, 11:55 / სანდო წყარო

შსს: დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს, არასრულწლოვან გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება და საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვა გრძელდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკითხა 20-ზე მეტი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოგო

შინაგან საქმეთა სამინისტრო დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს, არასრულწლოვან გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება და საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვა გრძელდება და ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ.

პირველ რიგში განვმარტავთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ არსებულ გარემოებებს:

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოიკითხა პირი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ ვიდეომასალა
გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე.

საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2014 წლის 10 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლომისის სალოცავში თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა. ვინაიდან რთული რელიეფური გზის გამო ისინი ვერ მოახერხებდნენ მიკროავტობუსით სალოცავამდე მისვლას, ავტომობილი გააჩერეს სოფელ მლეთაში და ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელეს.

აღნიშნული პირები, სალოცავში გაჩერდნენ მცირე ხნით და დაახლოები, ღამის 2 საათზე უკან ფეხით დაბრუნება დაიწყეს. ფეხით ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე მარტო არ იმყოფებოდა და მოდიოდა ნათესავთან ერთად, ასევე დადგინდა, რომ
გზაზე გურამ დადიანიძე შესვენების მიზნით ჩამოჯდა ქვაზე, რასაც შეესწრო, როგორც ნათესავი, ასევე მისი ორი მეზობელი მამა-შვილი.

ასევე, დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის შეჩერების ადგილიდან ავტომობილამდე დარჩენილი იყო 300-დან 500 მეტრამდე მანძილი, შესვენებისას გურამ დადიანიძემ თავად მოითხოვა, რომ დანარჩენებს გაეგრძელებინათ გზა და დაეწეოდა. ვინაიდან აღნიშნულ ადგილზე უკვე გზის სირთულე აღარ იყო და თითქმის, ჩასულები იყვნენ ავტომობილთან, ასევე მისი მარტო დატოვების არანაირი საშიშროება არ არსებობდა, იმ მომენტისთვის მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა გზა გააგრძელა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მცირე მანძილი გაიარეს და გურამ დადიანიძე აღარ გამოჩნდა, სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათის გამოყენებით დაიწყო. თუმცა, როდესაც იგი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს, ის იქ აღარ იმყოფებოდა.

აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს სამართალდამცველებს და ძებნაში მალევე ჩაერთნენ პოლიციის თანამშრომლები. გურამ დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი და მისმა მეგობრებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება, ასევე აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა მისი შემდგომი ლოკაციების და გადაადგილების დადგენა.

ასევე, მოწმეთა ჩვენებით დგინდება, მას არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე, კონკრეტულ ადგილას, სადაც ჩამოჯდა გურამ დადიანიძე
მოძრაობდა ძალიან ბევრი მომლოცველი.

საქმეზე გამოკითხულია ყველა პიროვნება, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა, ასევე საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი გარემოება რომელიც დაადასტურებდა გურამ დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს. შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა.

ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე 2014 წლიდან 2017 წლამდე საგამოძიებო ან სამძებრო ღონისძიებები არ განხორციელებულა. 2014 წელს, დუშეთის რაიონულ სამმართველოში, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე შეიქმნა სამძებრო საქმე და მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარდა ყველა საჭირო სამძებრო ღონისძიება.

გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება და საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკითხა 20-ზე მეტი პირი.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, ნუ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქმის შესახებ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 11:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპი 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლებზე: ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ. სწორედ ამიტომ ვიბრძვით დღეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს ივიწყებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს და სწორედ ამიტომ იბრძვის დღეს.

12 სექტემბერი 2026, 11:37

კულტურა

კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ორი გამორჩეული ხმა, რომლებმაც ქართული ოპერის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვეს და ევროპულ სცენებზე ეროვნული ხელოვნების აღიარებას საფუძველი ჩაუყარეს - კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

კაია კალასი

12 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

კაია კალასი: ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს ებრაული დასახლებები ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო დასახლებებთან საქონლით ვაჭრობა უნდა აკრძალოს ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაში. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 11:30

პოლიტიკა

„იმედმა“ აშშ-ის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა

„იმედმა“ ამერიკის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა

თორნიკე ჭეიშვილი

12 სექტემბერი 2026, 11:28

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.

რატი იონათამიშვილი

12 სექტემბერი 2026, 11:19

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს

ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას.

თენგიზ შარმანაშვილი

12 სექტემბერი 2026, 11:19

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა

ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა, - განაცხადა გიორგი ბარამიძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

12 სექტემბერი 2026, 11:07

სამართალი

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება. სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:57

სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა - მათ შორის, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:51

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 59 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - კენიის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, განას, ეთიოპიის, უზბეკეთის, ფილიპინების, სუდანის, კამერუნის, ჩინეთის და აზერბაიჯანის მოქალაქე.

12 სექტემბერი 2026, 10:50

მსოფლიო

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტოლიატისა და ტაგანროგის საწარმოებზე იერიში მიიტანეს

უკრაინულმა ძალებმა 12 სექტემბერს რუსეთის ქალაქებში ტოლიატისა და ტაგანროგში სამრეწველო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:45

საზოგადოება

სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების მიზნით მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა

პანელური დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებმა ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნულ ხედვაზე, სკოლებში ფინანსური განათლების ინტეგრირებაზე, მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომ პროგრამებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე იმსჯელეს.

12 სექტემბერი 2026, 10:39

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

12 სექტემბერი 2026, 10:36

მსოფლიო

The New York Times: ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო იკეტება

მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო რთულად გასავლელი ხდება. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:33

საზოგადოება

გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ალექსანდრე იურჩენკო

12 სექტემბერი 2026, 10:11

მსოფლიო

უკრაინული მედია: ზელენსკის პარტიის ყოფილ დეპუტატს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დეპუტატ ალექსანდრე იურჩენკოს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ირაკლი ნადარეიშვილი

12 სექტემბერი 2026, 09:47

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში

საქართველოს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ვლადიმერ პუტინი

12 სექტემბერი 2026, 09:41

მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის ომში რუსეთმა ნახევარი მილიონი სამხედრო დაკარგა

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო დაჭრილების ჩათვლით რუსეთის არმიის საერთო დანაკარგი 1,5 მილიონს აღწევს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 09:26

პოლიტიკა

ანტიამერიკული პროპაგანდა ოპოზიციის პროპაგანდისტული „ფორმულას“ ეთერში, პრეზიდენტ ტრამპის დაცინვა და მისი დადანაშაულება ამომრჩევლის მოსყიდვაში

რადიკალური ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში ანტიამერიკული ნარატივების ტირაჟირება გრძელდება.

12 სექტემბერი 2026, 09:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 სექტემბერს საქართველოში

12 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.