19 აგვისტო 2026, 10:33 / სანდო წყარო

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს, მათ შორის, 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „მარიხუანა“ და „ალფა პვპ“. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ერთ-ერთი დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკი.

სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

19 აგვისტო 2026, 11:35

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ქობულეთსა და ქედაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პოლიციის ახალი შენობები გახსნა.

19 აგვისტო 2026, 11:30

ტაბლოიდი

მედია: ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ცოლების ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

გამოცემის ცნობით, 60 წლის მწვრთნელი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად ეგვიპტელის მდგომარეობა სტაბილურია.

19 აგვისტო 2026, 11:26

სამართალი

„სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო ვაზნების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მასში მალულად განთავსებული ცეცხლსასროლი იარაღის, 2 მჭიდისა და 98 ცალი საბრძოლო ვაზნის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

არჩილ გორდულაძე

19 აგვისტო 2026, 11:25

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს

თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებებზე საუბრისას.

19 აგვისტო 2026, 11:23

მსოფლიო

ჩილეში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

განსაკუთრებით დაზარალდა ტოკოლიპიას მუნიციპალიტეტი. ქუჩები მთლიანად დატბორილი და დაზიანებულია. მეტეოროლოგების პროგნოზის გათვალისწინებით, რეგიონში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული.

19 აგვისტო 2026, 11:22

საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა დასრულდა

სერგეი ლავროვი

19 აგვისტო 2026, 11:20

მსოფლიო

ლავროვი ბრიტანეთს რუსეთზე დარტყმებში „პირდაპირი მონაწილეობის“ გამო დაემუქრა

მოსკოვი ლონდონს ემუქრება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაზეთ Times-ის პუბლიკაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმებისთვის ბრიტანული კომპანიების მიერ წარმოების დრონები გამოიყენეს. ლავროვის განცხადებით, ეს ფაქტი ბრიტანეთის ომში ჩართვად შეიძლება იყოს განხილული, რასაც შესაბამისი შედეგი მოჰყვება.

19 აგვისტო 2026, 11:20

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას ზეიმობს - სადღესასწაულო წირვას შიო მესამე სამთავროს დედათა მონასტერში აღავლენს

მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას, 12 უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს ზეიმობს, როდესაც სახარების მიხედვით, მაცხოვარმა თაბორის მთაზე ფერი იცვალა და მოციქულებს ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა, რა დროსაც ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ქრისტიანული სწავლებით ეს დღე ადამიანებს ცხოვრების მთავარ მიზანს, სულიერ ფერისცვალებას ახსენებს.

დონალდ ტრამპი

19 აგვისტო 2026, 11:10

მსოფლიო

ტრამპმა კანადისთვის დამატებითი ტარიფების დაწესება გადადო

დონალდ ტრამპმა კანადისთვის დაწესებული 50%-იანი ტარიფები, რომელიც დღეს უნდა ამოქმედებულიყო, 3 დღით შეაჩერა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, სამდღიანი ვადის პერიოდში კი ოფიციალური დოკუმენტი უნდა გაფორმდეს.

19 აგვისტო 2026, 11:05

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

ფერისცვალების ღამეს რუსეთმა ზაპოროჟიეს დაარტყა. დაიღუპა 1 და დაშავდა 6 ადამიანი. სამიზნეში დასახლებული კვარტლები მოექცა. გაჩნდა ხანძარი, დაზიანებულია საცხოვრებელი და სასაწყობე შენობები. იერიში მთელი ღამე გრძელდებოდა.

ირაკლი ლატარია

19 აგვისტო 2026, 10:56

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, თბილად დააძინებ - ეს თურმე არაა პრობლემა, დაბადების დღის გადახდა თუ მოინდომა, ეგ დაუშვებელია თურმე. ასეთი უტიფარი და უსინდისოა კრებსითი „ნაცი“, ესეც იმ სერიიდან არის, ახლა რომ რუსები შეჯავრდათ, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთში კარგად „გულაობდნენ“

სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, მწვადს შეუწვავ, თბილად დააძინებ - ეს თურმე არაა პრობლემა. აი დაბადების დღის გადახდა თუ მოინდომა ოჰოჰოო, ეგ დაუშვებელია თურმე, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია.

19 აგვისტო 2026, 10:53

მსოფლიო

უკრაინის ანტიკორუფციული უწყებები რადის დეპუტატებისა და ზელენსკის ადმინისტრაციის თანამშრომლების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებენ

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად სპეციალურ ოპერაციას ატარებს კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელსაც რადას ყოფილი და ამჟამინდელი წევრები ხელმძღვანელობენ. მათ შორის არიან ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც.

19 აგვისტო 2026, 10:53

რეგიონი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ქუთაისში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გახსნა.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი

19 აგვისტო 2026, 10:40

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპს შემოდგომაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა სურს

WSJ-ის წყაროების თქმით, ტრამპი არაფორმალურ გარემოში განიხილავდა კიმთან პირისპირ შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობას აზიაში მომდევნო ვიზიტის დროს, რომელიც შესაძლოა ნოემბერში შედგეს, როდესაც მსოფლიო ლიდერები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე შეიკრიბებიან შენჟენში, ჩინეთში.

19 აგვისტო 2026, 10:30

სამართალი

მარნეულის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

ფრენკ ბირდი

19 აგვისტო 2026, 10:21

კულტურა

ZZ Top-ის დრამერი ფრენკ ბირდი გარდაიცვალა

ჯგუფ ZZ Top-ის დრამერი ფრენკ ბირდი 77 წლისა გარდაიცვალა. მუსიკოსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბირდი ოჯახის წევრების გარემოცვაში, ტეხასში მდებარე საკუთარ რანჩოზე გარდაიცვალა.

ლევან მაჭავარიანი

19 აგვისტო 2026, 10:17

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ

აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და თქვენმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ. ბოდიშის შემდეგ კი აუცილებელია, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეთ ქართულ პოლიტიკას, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

მიხაილ ფედოროვი

19 აგვისტო 2026, 10:10

მსოფლიო

​ფედოროვი უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ითხოვს: არ შეიძლება, დემოკრატია რუსეთის მძევალი იყოს

„ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ ფუნდამენტურ შეკითხვას: როგორ უნდა იფუნქციონიროს სახელმწიფომ, თუ ომი წლები გრძელდება? და შემდეგი - თუ ომი კიდევ ერთ წელს გაგრძელდება? ორს? სამს? შეიძლება თუ არა რუსეთმა ფაქტობრივად მიიღოს უფლება განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები ხელახლა საკუთარი ხელისუფლების არჩევას? დარწმუნებული ვარ, რომ არა. არ შეიძლება, დემოკრატია რუსეთის მძევალი იყოს“, - აცხადებს ფედოროვი.

19 აგვისტო 2026, 09:43

მსოფლიო

სერბეთში მაშველი მეხანძრეები ქვეყნის უდიდეს ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ

სერბეთში მაშველი მეხანძრეები ქვეყნის უდიდეს ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. სამაშველო ოპერაციაში მეხანძრეებთან ერთად საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებიც მონაწილეობენ.