20 აგვისტო 2026, 19:53 / სანდო წყარო

შინაგან საქმეთა სამინისტრო გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია დუშეთის მუნიციპალიტეტში
გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე
განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე.

გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს
განთავსებული პოსტის წარმომავლობის დადგენის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში განახორციელეს
არაერთი შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“
გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ
ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა - სოფო ბიბილაშვილი, ასევე
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ
აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან
გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები.

ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის
ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილი იყო
რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი
შეძენა.

აღნიშნული ნომერი შეიძინა „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის
შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილზე შეღწევა.
მოგვიანებით კი, გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა
ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა.

ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ
ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია (WhatsApp; Viber).

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების
ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ
გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მოქალაქეების შეცდომაში
შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ლევან მაჭავარიანი

20 აგვისტო 2026, 20:36

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რასაც რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აანონსებდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არაფერი ახდა. ყველაფერი ნათელია, რომ ეს იყო, უკაცრავად ჟარგონისთვის და აფერისტობა, თაღლითობა

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობოთა ნაწილს, რომელიც საზოგადოებას გამჭვირვალობის კანონის დამანგრეველ შედეგებში არწმუნებდა, პასუხი არც ახლა აქვთ - არც აკრძალული ორგანიზაციების სია წარმოუდგენიათ და არც დაზარალებული ფერმერების, სტუდენტების, ან ემიგრანტების შესახებ ინფორმაცია.

20 აგვისტო 2026, 20:01

რეგიონი

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე, ტენდერები გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადა.

20 აგვისტო 2026, 19:46

მსოფლიო

ევროკომისია: ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, ახლად ჩასულ უკრაინელ ქალებსაც მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი თავს არ არიდებენ სამხედრო სამსახურს და უკრაინა კანონიერი საფუძვლით დატოვეს

ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, ახლად ჩასულ უკრაინელ ქალებსაც მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი თავს არ არიდებენ სამხედრო სამსახურს და უკრაინა კანონიერი საფუძვლით დატოვეს. ამის შესახებ ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი

20 აგვისტო 2026, 19:10

მსოფლიო

კრემლის განცხადებით, უკრაინის გადაყენებული მინისტრის მოწოდება არჩევნების ჩატარებისკენ კიევში არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს

რუსეთის განცხადებით, უკრაინის ხელმძღვანელობაში ღრმა განხეთქილებაა მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის გადაყენებულმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა, ვოლოდიმირ ზელენსკისგან არჩევნების დანიშვნა მოითხოვა - ნაწილობრივ იმის გამო, რომ, მისი მტკიცებით, მთავრობაში კორუფცია კვლავ ყვავის.

20 აგვისტო 2026, 18:56

სამართალი

პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაავრცელა.

20 აგვისტო 2026, 18:48

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო „დამანგრეველი“ იარაღი გამოიყენოს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო „დამანგრეველი“ იარაღი გამოიყენოს.

20 აგვისტო 2026, 18:33

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

20 აგვისტო 2026, 18:21

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალს“ დაესწრო

შავი ზღვის თაფლის ფესტივალი ბათუმში მეცხრედ ტარდება. ღონისძიებას, რომელიც აჭარის მეფუტკრეთა ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

20 აგვისტო 2026, 17:44

კულტურა

ეროვნული კინოცენტრი: ვინაიდან, ფილმის „ცრემლსადენი გაზის“ დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა

ეროვნული კინოცენტრი ეხმიანება სოციალურ ქსელში რეჟისორ უტა ბერიას განცხადებას, რომ კინოცენტრმა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენების ჩაშლა სცადა. ბერიას მონაყოლის თანახმად, ეროვნულმა კინოცენტრმა ნამუშევრის მოხსნის მოთხოვნით წერილი კინოფესტივალის ორგანიზატორებს გაუგზავნა

აკაკი ალადაშვილი

20 აგვისტო 2026, 17:32

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი რადიკალებზე: მიღებული აქვთ დავალება, რომ ყველანაირი ხერხით, ყველანაირი მეთოდით შეუშალონ ხელი ჩვენს აფხაზ ძმებთან ურთიერთშერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი, ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის საკითხზე ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

20 აგვისტო 2026, 17:30

პოლიტიკა

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ, ახალი მოადგილე წარადგინა

უწყების ხელმძღვანელმა, ზვიად დვალს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ზვიად დვალმა შემოსავლების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და უწყების თანამშრომლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

20 აგვისტო 2026, 17:25

რეგიონი

მცხეთაში სატვირთო მოძრაობის დროებით გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ დიმიტრი ხუნდაძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, მცხეთაში იმყოფებოდა და მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ლევან მაჭავარიანი

20 აგვისტო 2026, 17:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გვარამიას განცხადებაზე: ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს. რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება

ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით.

იაგო ხვიჩია

20 აგვისტო 2026, 17:16

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია გიგა ლემონჯავას განცხადებაზე: როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ, ჩემი აზრით, ისე არ უნდა ილაპარაკონ, ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე

როგორც იტყვიან, ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო, ასე არ უნდა ილაპარაკონ, ჩემი აზრით, ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „იმედინიუსთან“ გიგა ლემონჯავას განცხადებას.

20 აგვისტო 2026, 16:23

სამართალი

პოლიციამ ბათუმში, ორი ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე, 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ადამიანის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.

ჯინი ლუ

20 აგვისტო 2026, 16:21

ტაბლოიდი

სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცით მოვაჭრეებისგან გადარჩენილმა მოპსმა მსოფლიოში ყველაზე უშნო ძაღლის ტიტული მოიპოვა🐕

„ჯინი ლუ მოპსების თავშესაფრიდან, 4 წლის წინ ავიყვანეთ და მას შემდეგ ის მუდმივად გვახარებს თავისი ოინებით“ - ჰყვებიან კონკურსის წარმომადგენლები. მოპსის ამჟამინდელმა მფლობელმა, მიშელ გრეიდიმ, 5 ათასი დოლარის ოდენობის პრიზი მიიღო.

20 აგვისტო 2026, 16:20

პოლიტიკა

ალექსანდრე სარიშვილი: მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რომ განათლების მინისტრის მიერ სოფელ არჩეულში შეძენილი მი წის ნაკვეთი არის საბავშვო ბაღის ტერიტორია, ამ ტერიტორიაზე არავითარი შენობა-ნაგებობა არ იყო განთავსებული, საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა იმ ტერიტორიაზე, სადაც აშენებულია ახალი ბაღი

ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია განათლების მინისტრის გივი მიქანაძის მიერ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არჩეულში შეძენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, თითქოს და კონკრეტული მიწის ნაკვეთი არის საბავშვო ბაღის ტერიტორია, რაც აბსოლუტური ტყუილი და სისულელეა, - განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

20 აგვისტო 2026, 16:17

კულტურა

„ღამის სერენადები 2026“ ბორჯომში საზეიმოდ გაიხსნა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ტრადიციულად ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომ-ლიკანში გაიხსნა საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბორჯომის მერიის, თბილისის მერიის, ბათუმის მერიის მხარდაჭერით. გახსნითი საღამო მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით მიმდინარეობდა.

არჩილ გორდულაძე

20 აგვისტო 2026, 15:37

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევაზე: ესეც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა ფორმატში, ყველა ასპარეზზე

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო სამიტზე მიწვევის ფაქტს, ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.