პროკურატურა: ძებნის შედეგებიდან თამარ ბაჩალიაშვილი გადავიდა ბმულებზე, სადაც მითითებულია ვრცელი ინფორმაცია ერთ-ერთი პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებზე - სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში
ფოტო: პროკურატურა
ძებნის შედეგებიდან თამარ ბაჩალიაშვილი გადავიდა ბმულებზე, სადაც მითითებულია ვრცელი ინფორმაცია ერთ-ერთი პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებზე - სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
როგორვ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები.
„2017 წლის აგვისტოში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო მუშაობა შპს „ზეგში“, სადაც დასაქმებული იყო 2020 წლის ივლისამდე. ამ პერიოდში, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩნდა გრძნობები მისი უფროსის ნ.გ.-ს მიმართ. მთელი ამ დროის განმავლობაში, თამარ ბაჩალიაშვილი ვებგვერდ „momavali.me“-დან, ნ.გ.-ს სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა - ამ ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის, საკუთარ თავს ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაუგზავნოს წერილი და თავად განსაზღვროს მისი ადრესატთან მისვლის კონკრეტული წელი, თვე და რიცხვი. აღნიშნულ შეტყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილისაუბრობს ნ.გ.-სადმი მის სიყვარულზე, იმაზე თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე. ვებგვერდ „momavali.me“-ს საშუალებით, თამარ ბაჩალიაშვილისაკუთარ თავსაც უგზავნიდა წერილებს, სადაც ასევე საუბრობდა თვითმკვლელობაზე, - რომ სურს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს. 2020 წლის 20 თებერვალს გაგზავნილ წერილში, რომელიც უნდა მიეღო 2020 წლის 27 ივნისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს ეკითხება: ,,ისევ ისე ცუდად ხარ და ისევ ხშირად ფიქრობ სიკვდილზე? ან იქნებ უკვე იცი კიდეც რა არის?’’
2020 წლის 21 თებერვალს თამარ ბაჩალიაშვილმა სოციალური ქსელ „Facebook“-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა შეტყობინება, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები, ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა, ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელი სჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. 2020 წლის თებერვლის თვეში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან.
თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ჯერ კიდევ თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივნისს, მან „Google“-ის საძიებო სისტემაში ინგლისურ ენაზე დაძებნა ტექსტი თვითმკვლელობის განხორციელების გზების მოსაძებნად, საიდანაც გადავიდა ბმულზე, რომელშიც მოცემულია სტატია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდების შესახებ, მათ შორის, თვითმკვლელობა ელექტროშოკის გამოყენებით, არტერიული ვენების გადაჭრით და მედიკამენტების ჭარბი დოზის მიღებით.
თვითმკვლელობის შერჩეულ მეთოდზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თამარ ბაჩალიაშვილმა, 2020 წლის 17 ივლისს, 13:48:27 და 13:58:58 საათზე „Google“-ის საძიებო სისტემაში დაძებნა ტექსტი: „საძილე აბები ურეცეპტოდ“ და „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. 14:42:50 საათამდე „გუგლის“ საძიებო სისტემით ასევე ეძებდა სხვადასხვა სახის მედიკამენტებს. ძებნის შედეგებიდან თამარ ბაჩალიაშვილი გადავიდა ბმულებზე, სადაც მითითებულია ვრცელი ინფორმაცია ერთ-ერთი პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებზე, მათ შორის, როგორიცაა - გულის მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება. სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში.
გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე შესწავლილ იქნა, თუ რა გზით შეიძინა თამარ ბაჩალიაშვილმა მოგვიანებით მის ორგანიზმში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატები. კერძოდ, დადგინდა, რომ 17 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქებში, სადაც საერთო ჯამში, შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატისშემადგენლობის პრეპარატის 12 აბი, ასევე შეიძინა ჩაი.
სახლში დაბრუნების შემდგომ, ვებგვერდ „Momavali.me“-ს მეშვეობით, 18:06:04 და 18:06:42 საათზე ორი ელექტრონული წერილი შინაარსით - „მართლა ძალიან მიყვარდი“ და „კმაყოფილი ხარ?“, გაუგზავნა შპს „ზეგში“ მის უფროსს ნ.გ.-ს, რომლებიც ადრესატს 2021 წლის 17 ივლისს და 2022 წლის 21 ივლისს უნდა მიეღო. ამავე ვებგვერდის მეშვეობით 18:07:31 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნა წერილი საკუთარი თავისადმი შეკითხვით - „ცოცხალი ხარ?“, რომელიც უნდა მიეღო 2021 წლის 21 ივლისს.
იმავე დღეს, ანუ 17 ივლისს, 18:35:57 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა „Google“-ის საძიებო სისტემაში დაძებნა - „ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ“, ხოლო 18:36:02 საათზე შევიდა „Facebook“-ის დახმარების განყოფილებაში და გაეცნო ინფორმაციას - „როგორ მოვითხოვო ოჯახის გარდაცვლილი წევრის ფეისბუქ ექაუნთის გაუქმება“. 18:36:20 საათზე „Facebook“-ის დახმარების განყოფილებაში გაეცნო ინფორმაციას - „ანგარიშის წაშლის ან მემორიალიზაციის მოთხოვნა“ და „რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?“
გამოძიების მიერ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სოციალურ ქსელ „Facebook“-დან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ სხვა გარეშე პირის მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშზე წვდომას ადგილი არ ჰქონია და 2020 წლის 28 ივლისს განხორციელდა ამ ანგარიშის მემორიალიზაცია, ანუ „Facebook“-ის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ასახვა.
იმავე დღეს, 20:31:42 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა „Google“-ის საძიებო სისტემაში კვლავ მოძებნა კონკრეტული მედიკამენტი და სამედიცინო პორტალ - vidal.ge-ზე გაეცნო აღნიშნული პრეპარატის ანოტაციას, მათ შორის, გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებს, როგორიცაა გულის მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება.
გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 18 ივლისს, ანუ თვითმკვლელობის დღეს თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი, რომლის უტყუარობა დასტურდება „Google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „Timeline“-ის ფუნქციით ასახული მონაცემებით და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით. აღნიშნული ფუნქცია თამარ ბაჩალიაშვილს მობილურ ტელეფონზე გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. მისი მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და ამ მონაცემების შემცველი გადაადგილების ისტორია ინახება კონკრეტული პირის „Google“-ს ანგარიშზე, რომლითაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზუსტად იქნა აღდგენილი თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი, კერძოდ:
გამოძიების მიმდინარეობისას, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი „Google“-ს ანგარიშის დათვალიერებით დადგინდა, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილმა ავტომანქანით გადაადგილება დაიწყო 10:09 საათზე - მოძრაობის დაწყების ადგილი იყო მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. 10:15 საათზე მივიდა ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, მისი ბებიის რ.ზ.-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გაჩერდა დაახლოებით 10 წუთი. 10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდა რუსთავის გზატკეცილზე, საიდანაც გადავიდა თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე, გზიდან გადაუხვია ფონიჭალის სასაფლაოზე, საიდანაც მოძრაობა განაგრძო თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე და 12:13 საათზე ავტომანქანა გააჩერა სოფელ მაწევანის მიმდებარედ, ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე. ეს არის მისი გადაადგილების ბოლო ლოკაცია, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი. ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით უტყუარად დადგენილია, რომ „Google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „Timeline“-ის მიერ ნაჩვენები ბოლო ლოკაცია, აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის და გვამის აღმოჩენის ადგილს.
„Google“-ს ანგარიშზე შენახული, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტი სრულ შესაბამისობაშია გამოძიების მიერ 112-დან და სხვადასხვა ობიექტებიდან მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებთან. თამარ ბაჩალიაშვილისმობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაციით დადგენილია, რომ თეთრიწყაროს მიმართლებით გადაადგილებისას ის არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ ეძებდა კონკრეტულ ადგილმდებარეობას ან მისამართს.
22 ივლისს ავტომანქანის აღმოჩენისას, მისი ძრავი იყო გამოთულ მდგომარეობაში, ავტომანქანის ოთხივე კარი - ელექტორნული გასაღის გამოყენებით შიგნიდან ჩაკეტილი, რომელთა მინები სრულად იყო აწეული. ავტომანქანის აღმოჩენის შემდგომ, მისი გახსნა შესაძლებელი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის მამის მიერ წარმოდგენილი ავტომანქანის სათადარიგო გასაღებით. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი განთავსებული იყო სალონის უკანა სავარძელზე. ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანის გადაადგილება მომხდარია მძღოლის მიერ მისი ექპლუატაციის პირობებში. საექსპერტო კვლევით გამოირიცხა ავტომანქანის გარეშე ძალით, ბუქსირებით ან გათრევით გადაადგილება. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 18 ივლისიდან 22 ივლისამდე პერიოდში გაჩერებული იყო ერთ ლოკაციაზე და მისი გადაადგილება არ მომხდარა.
18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის გადაადგილების ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე ჩატარებული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზით და ანტროპოეტრიული შედარებითი კვლევით დადგინდა, რომ ავტომანქანის საჭესთან იჯდა თამარ ბაჩალიაშვილი და მის გარდა ავტომანქანაში არავინ მჯდარა. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულია, გამოძიების მიერ გამოკითხული თეთრიწყაროს რაიონის სოფელ გოლთეთის მაცხოვრებელთა ჩვენებებით, რომლებიც, ადასტურებენ ავტომანქანაში მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის ყოფნის ფაქტს.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უტყუარად იქნა დადგენილი, რომ 2020 წლის 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის მიერ ხსენებულ ლოკაციაზე მისვლიდან შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის აღმოჩენამდე, თამარ ბაჩალიაშვილის გარდა ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.
თვითმკვლელობის სურვილის სისრულეში მოსაყვანად, თამარ ბაჩალიაშვილმა მიიღო მის მიერ წინა დღით, 17 ივლისს შეძენილი სამედიცინო პრეპარატების ნაწილი. საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე მედიკამენტების შემადგენლობა, რომელთა ოდენობა ასეულობით აღემატებოდა დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ წინა დღით აფთიაქებში შეძენილი პრეპარატების იდენტურია. ამ პრეპარატების ცარიელი ფირფიტები და აბების ნაწილი აღმოჩენილ იქნა 22 ივლისს ავტომანქანის დათვალიერების დროს. რაც შეეხება ამ პრეპარატების თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში მოხვედრას, საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ მათი მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ორალური გზით (ანუ საყლაპავით) და არა ინექციის გზით (ანუ სისხლიდან). გარდა აღნიშნულისა, ავტომანქანაში აღმოჩენილ ბაკურიანის სასმელი წყლის ცარიელ ბოთლში დარჩენილი წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური დასკვნის თანახმად კი, ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით. შესაბამისად, დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავად მიიღო ტაბლეტების სახით მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა.
თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში ასევე აღმოჩნდა მის მიერ წინა დღეს მოძიებული ზემოხსენებული პრეპარატი, რომელიც მას 2020 წლის 17 ივლისს არ შეუძენია, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი „Google“-ის საძიებო სისტემაში აღნიშნულ პრეპარატს ეძებს უშუალოდ დასახელებით, ამავდროულად კუთვნილ მობილურ ტელეფონში 2020 წლის 12 ივლისს შექმნილ სანიშნში (ე.წ. “notes”) ჩაწერა აღნიშნული მედიკამენტის დასახელება. გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სარგებლობდა სოციალურ ქსელ „Facebook“-ის ორი ანგარიშით. 2020 წლის 17 ივლისს 14:39 საათზე თამარ ბაჩალიაშვილმა გააგზავნა მოკლე ტექსური შეტყობინების სახით აღნიშნული მედიკამენტის დასახელება მის სარგებლობაში არსებულ „Facebook“-ის მეორე ანგარიშზე. მის ავტომანქანაში აღმოჩენილ აღნიშნული მედიკამენტის ორ ცალ ცარიელ ფირფიტაზე არსებული დნმ ეკუთვნის მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილს. ამასთან, ავტომანქანაში აღმოჩენილ ბაკურიანის სასმელი წყლის ცარიელ ბოთლში დარჩენილი წყლის წვეთებში, კვალის სახით აღმოჩნდა აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება.
ამდენად, გამოძიებით დადგინდა, რომ მოხმარებული წამლების ნაწილი, რისგან გამოწვეული ინტოქსიკაციაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, თამარ ბაჩალიაშვილმაშეიძინა 2020 წლის 17 ივლისს ზემოხსენებულ აფთიაქებში. მისი გადაადგილება და წამლების ყიდვის ფაქტები სრულად არის ასახული ვიდეო სათვალთვალო კამერებით და აღნიშნული ჩანაწერები საქართველოს პროკურატურის მიერ გასაჯაროებულია, ხოლო ზემოხსენებული პრეპარატები მას 2020 წლის 17 ივლისამდეც ჰქონდა და მათი შეძენა 2020 წლის 17 ივლისს არ მოუხდენია.
საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. გვამის გამოკვლევა 22 ივლისს ჩატარდა, და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი სიკვდილიდან გასული იყო დაახლოებით 4 დღე. ამავე საექსპერტო დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილისგვამზე მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის, ანუ ნანემსრების კვალი, არ აღინიშნებოდა. მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები ასევე არ აღინიშნებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე. შესაბამისად, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით იქნა უარყოფილი ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ. თვითმკვლელობის განხორციელებისას სხვა პირთა ავტომანქანაში ყოფნა, ასევე, გამოირიცხა ბიოლოგიური საექსპერტო კვლევებით, რომელთა თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში არსებულ ნივთებზე, მათ შორის წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი.
22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერებისას, სხვა ნივთებთან ერთად, აღმოჩენილ იქნა ხელნაწერი ფურცელი ტექსტით - „ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ“, რომელიც, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია თავად თამარ ბაჩალიშვილის მიერ. მასზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი. გამოძიების მიერ შესწავლილ იქნა ს.ს. ,,საქართველოს ბანკის’’ პირადი ანგარიშები, სადაც ასახულია სხვადასხვა დროს, თამარ ბაჩალიაშვილისმიერ განხორციელებული ტრანზაქციები, შემოსავალისა და გასავალის შესახებ ინფორმაცია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 ივლისის მდგომარეობით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ანგარიშებზე აღმოჩნდა თანხა 75 209. 68 ლარი და 526.92 ევროს ოდენობით, რაც წარმოადეგნს მის დანაზოგს ხელფასის სახით მიღებული თანხიდან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ყველა სიახლე
21 აგვისტო 2026, 20:26
პოლიტიკა
საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და წევრი ქვეყნების მოწოდება რუსეთს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი და მომავალი წევრი ქვეყნები რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. გმობენ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განგრძობით პროვოკაციებს, მილიტარიზაციას, უკანონო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
21 აგვისტო 2026, 20:23
პოლიტიკა
ვინ რამდენად გაიყიდა - ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ შორის დაპირისპირება ახალ და უმწვავეს ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რამდენად გაიყიდა „ნაციონალურ მოძრაობაში“? პარტიის ყოფილი და მოქმედი ლიდერები ერთმანეთს ღიად ადანაშაულებენ, დაპირისპირების მორიგი მწვავე ტალღის მთავარი გმირები სააკაშვილი და გვარამია არიან.
21 აგვისტო 2026, 20:18
პოლიტიკა
საზოგადოების მოტყუების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანია ქვეყნის საზიანოდ - მმართველი გუნდი ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორისგან ბოდიშს მოითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფსიქოლოგიური ტერორი განსხვავებული აზრის გამო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე საზოგადოებას იმ კამპანიას ახსენებს, რომლის სათავეშიც ოპოზიციასთან ერთად სწორედ „ენჯეო“ სექტორის პოლიტაქტიური წარმომადგენლები იდგნენ.
21 აგვისტო 2026, 19:57
სამართალი
პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილმა გამიზნულად იყიდა მედიკამენტები, გამიზნულად წავიდა სახლიდან შორს, ეძებდა თვითმკვლელობისთვის შესაფერის ადგილს, როგორც ვიდეოში თავადვე საუბრობს - „ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს ახლა სიკვდილის მეტი არაფერზე მეფიქრება, ისიც კი ვიცი თავი როგორ უნდა მოვიკლა, ისიც კი ვიცი, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გიო მეცოდება ძალიან, რომ წარმოვიდგენ სადღაც ტყეში უნდა ამოვიდნენ, ასე არ მინდა, არ მინდა ტკივილისთვის გავიმეტო
„თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასევე ადასტურებს მის ,,youtube’’-ს არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის - მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება. თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-ს მიმართ გრძნობებზე, აცხადებს, რომ მის ცხოვრებას აზრი არ აქვს და ხშირად ფიქრობს 2012 წლის გეგმის სისრულეში მოყვანაზე. ამ შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილი გულისხმობს, მის მიერ თვითმკვლელობის მცდელობას 2012 წელს“.
21 აგვისტო 2026, 19:53
სამართალი
პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასევე ადასტურებს მის ,,youtube’’-ს არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის - მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება. თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-ს მიმართ გრძნობებზე, აცხადებს, რომ მის ცხოვრებას აზრი არ აქვს
„გამოძიების ფარგლებში დაინიშნა კომპლექსური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა. ამ კვლევაში მონაწილეობა შეეთავაზა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ მითითებულ ორგანიზაციასაც, თუმცა მათ ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. საექსპეტო დასკვნის თანახმად, სტატისტიკურად სუიციდის განხორციელებას აქვს თავისი წინაპირობები, რომლებიც შეიძლება იყოს ოჯახში განვითარებული კონფლიქტური სიტუაციები, ადამიანის ინტროვერტული ბუნება - რაც გულისხმობს თავისი განცდების და სირთულეების შესახებ არავისთან საუბარს, ჩაკეტილობას, გადაჭარბებული მოთხოვნილება წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაზე, ასევე ძლიერი ემოციური დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ“.
21 აგვისტო 2026, 19:41
სამართალი
პროკურატურა: ვებგვერდ „momavali.me“-ს საშუალებით, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავსაც უგზავნიდა წერილებს, სადაც ასევე საუბრობდა თვითმკვლელობაზე, - რომ სურს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს - ჯერ კიდევ თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივნისს, მან „Google“-ის საძიებო სისტემაში ინგლისურ ენაზე დაძებნა ტექსტი თვითმკვლელობის განხორციელების გზების მოსაძებნად
„გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე შესწავლილ იქნა, თუ რა გზით შეიძინა თამარ ბაჩალიაშვილმა მოგვიანებით მის ორგანიზმში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატები. კერძოდ, დადგინდა, რომ 17 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქებში, სადაც საერთო ჯამში, შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატისშემადგენლობის პრეპარატის 12 აბი, ასევე შეიძინა ჩაი“.
21 აგვისტო 2026, 19:34
სამართალი
პროკურატურა: გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია
გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
21 აგვისტო 2026, 19:22
სამართალი
საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აქვე ხაზგასგასმით ვაცხადებთ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია“.
21 აგვისტო 2026, 18:50
რეგიონი
ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
საპროექტო უბანი მოიცავს მდ. რიონის ორივე სანაპიროს. მარჯვენა სანაპიროზე არსებული ნაპირდამცავი ნაგებობის ნაწილი დაზიანებულია და სრულყოფილად ვერ ასრულებს ნაპირდაცვით ფუნქციას, რის გამოც საფრთხე ექმნება ამბროლაური-ონის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდსა და მიმდებარედ არსებულ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს.
21 აგვისტო 2026, 18:47
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის" აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ - ლიბერალ - ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ
„რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო! და რატომ იყო ზელენსკიმდელი ბავშვი პუტინისტი? იმიტომ, რომ იგი უყურებდა ,,მაშა და დათვს". ჰოდა, ზელენსკიმ დაასანქცირა ,,მაშა და დათვი." რასაკვირველია, ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის" აკრძალვას მიესალმებიან და კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ - ლიბერალ - ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინათ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ. სლავა უკრაინულ დემოკრატიას!”- წერს ხუბუა.
21 აგვისტო 2026, 18:21
რეგიონი
ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ დღეს ბათუმში გაგრძელდება
20:00 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში კონცერტი გაიმართება. საღამოს იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი უხელმძღვანელებს.
21 აგვისტო 2026, 18:14
რეგიონი
ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა
„ღამის სერენადების“ პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია – შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილე. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები.
21 აგვისტო 2026, 17:57
კულტურა
ნუცა ბუზალაძე ხვალ ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს
მომღერალთან ერთად შოუში მონაწილეობას მიიღებენ: ამერიკელი მუსიკოსების ბენდი, მოცეკვავეები, პროექტს შეუერთდებიან ქართველი მომღერლებიც. კონცერტის ჩანაწერს ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელიც იხილავს .
21 აგვისტო 2026, 17:34
მსოფლიო
თურქეთმა ნეთანიაჰუს დაკავების კიდევ ერთი ორდერი გამოსცა
თურქეთის იუსტიციის მინისტრის, აქინ გურლექის განცხადებით, ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის დაკავების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანკარამ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა.
21 აგვისტო 2026, 17:23
მსოფლიო
პეკინი ირანის მიმართ ტრამპის ეკონომიკურ მუქარას ეხმაურება: სანქციების პოლიტიკა არცერთი მხარის ინტერესებს არ ემსახურება
ჩინეთი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ მუქარას გამოეხმაურა, რომელიც ირანის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომის“ წამოწყებას ეხება და აღნიშნა, რომ სანქციების პოლიტიკა „არცერთი მხარის ინტერესებს არ ემსახურება“.
21 აგვისტო 2026, 17:21
სპორტი
სპორტის მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა
შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
21 აგვისტო 2026, 17:15
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: მათი გაგებით, საქართველო არის დიდი საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ამიტომ ამ პროექტის მიზნებია მთავარი და არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები
გვახსოვს ყველა მათი განცხადება და განსაკუთრებით სიმბოლურად დარჩენილი სიტყვები, რომ ამ სირცხვილის წვიმას, იმიტომ რომ საქართველო არ ერთვება ანტირუსულ ისტერიაში, ჯობია რომ რუსული ბომბები ცვიოდეს ჩვენს თავსო, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
21 აგვისტო 2026, 17:13
პოლიტიკა
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული: ომის პირველ, ყველაზე მძიმე თვეებში, ათასობით უკრაინულმა ოჯახმა, რომლებიც იძულებულნი იყვნენ თავშესაფარი საქართველოში ეძებნათ, მიიღო უფასო საცხოვრებელი, ცხელი საკვები, მატერიალური დახმარება, ადამიანური სითბო და მხარდაჭერა - ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის საქართველო გახდა ჭეშმარიტად ახლობელი ქვეყანა
საქართველოში უკრაინის საელჩო, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, სტატიას აქვეყნებს. წერია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კარი გაუღო ათასობით უკრაინულ ოჯახს, საქართველოში უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სოციალური მხარდაჭერა ნამდვილად საერთო ეროვნული გახდა.
21 აგვისტო 2026, 17:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი რადიკალების მიერ ბოდიშის მოხდაზე: რომც მოინდომონ და შეიკრიბონ, ბოდიშის უფლებას პატრონები არ მისცემენ, იმიტომ რომ მათი ბოდიში იმათ ბოდიშს ნიშნავს, ვინც მათ აფინანსებს
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ლევან მაჭავარიანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აცხადებს, რომ აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებს საზოგადოებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი, როგორც „რუსული კანონის“ კამპანიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამართული აქციებისა და საზოგადოებაზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის.


