08 სექტემბერი 2026, 13:30 / სანდო წყარო

პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორ ადამიანს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორ ადამიანს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, იგი, როგორც მინისტრი, ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად, კოორდინაციას უწევდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებდა სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.

2022 წლის ბოლოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირად ღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნით და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი - ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება შესთავაზა, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა მოითხოვა.

მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისგან და უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან მეტი გარანტიები მოითხოვა, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი, შეუთანხმდა საქართველოს იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს.

მიიღო რა სრული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც, თავის მხრივ, შესაბამისი მატერიალური სარგებელის მისთვისაც გადაცემა მოითხოვა და მსგავს საკითხებში შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა დაუდასტურა, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა სამინისტროს მიერ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლისთვის“ სხვადასხვა სამედიცინო აპარატურის და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება. შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი 18 484 960 ლარად მიაწოდეს.

ზემოხსენებული შესყიდვების პარალელურად, შესაბამისი გარანტიების და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად, ასევე ქრთამის სახით, ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ვასილ მხეიძეს კი სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ქრთამის აღებაში დახმარებას, სასჯელის სახით კი ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე დანაშაულებრივ ეპიზოდზე ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე წარადგენს შუამდგომლობებს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რაც გულისხმობს მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. შუამდგომლობების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, იგი ცნობილ იქნება დამნაშავედ სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე და ვასილ მხეიძე უკვე მსჯავრდებულები არიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელები“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

08 სექტემბერი 2026, 14:29

კულტურა

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში Venice Spotlight რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება

ფესტივალის სექციაში Venice Spotlight, 9 სექტემბერს, რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. წელს სექციისთვის მხოლოდ 8 ფილმია შერჩეული. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მაია ომიაძე

08 სექტემბერი 2026, 14:28

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აზიასა და ევროპაში მარკეტინგულ კამპანიებს აფართოებს

ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და სამიზნე ქვეყნების არეალის გაფართოების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს.

თორნიკე ფაღავა

08 სექტემბერი 2026, 14:28

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ქალბატონი წითლიძე აპირებს საზოგადოებას წარუდგინოს კონკრეტული სამართლებრივი ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ გვარამიამ გაძარცვა ჯერ „რუსთავი 2“, შემდეგ „მთავარი არხი“. რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ქართული საზოგადოებისთვის ეს ძალიან სასარგებლოა

რადიკალური ოპოზიციის შიგნით მიმდინარეობს ლუსტრაცია, ქართული დემოკრატიისთვის, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ნიკა გვარამიას და ანა წითლიძის დაპირისპირებას.

08 სექტემბერი 2026, 14:26

პოლიტიკა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში 134-ე სამუშაო შეხვედრა გრძელდება. მონაწილეები გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს განიხილავენ.

08 სექტემბერი 2026, 14:25

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამო, მოქალაქე გორის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

ადრესატმა საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა.

ნინო წილოსანი

08 სექტემბერი 2026, 14:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო

დავით გარეჯთან დაკავშირებით ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

თენგიზ შარმანაშვილი

08 სექტემბერი 2026, 14:17

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი „ასავალ-დასავალზე“: რას აკეთებს ეს გამოცემა კონკრეტულად - რაღაც თემას აწევს და როდესაც მოსთხოვენ: „გვაჩვენე, რას ეფუძნება ეს“, ვერაფერს გაჩვენებენ. არასერიოზული ხალხია

„რას აკეთებს ეს გამოცემა კონკრეტულად - რაღაც თემას აწევს და როდესაც მოსთხოვენ: „გვაჩვენე, რას ეფუძნება ეს“, ვერაფერს გაჩვენებენ. ეს არის არასერიოზული ხალხი და შეიძლება რაღაც შეკვეთის გამო ან იმის გამო, რომ რაღაც პროპაგანდისტული ნაბიჯი გადადგან, ასეთ რაღაცებს აკეთებენ. მერე, როდესაც მტკიცებულებებზე მიაკითხავენ, ან ისეთ მტკიცებულებას წარმოადგენენ, სადაც თვითონვე ამბობენ: „დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მართალია“, ან თუ პირადად მათ ეხება, ამბობენ: „მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, აი ამისგან გავიგე, აი აქ მითხრეს“, - ამბობს შარმანაშვილი.

08 სექტემბერი 2026, 14:15

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ბატონი ღარიბაშვილი ამ დონემდე დავიდა, რომ მის საქციელს ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური ფიგურა, მიხეილ სააკაშვილი იწონებს

მე მგონი, ეს ყველაფერი თავისთავად მეტყველებს ბატონი ღარიბაშვილის მიერ გადადგმულ უკანასკნელ ნაბიჯებზე. საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, რომ, ერთი მხრივ, ამ ადამიანურ ტრაგედიაზე კაპიტალიზებს „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია, მეორე მხრივ კი, ამ ადამიანურ ტრაგედიას ირაკლი ღარიბაშვილი იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და იმისთვის, რომ როგორმე თავი აარიდოს მართლმსაჯულებას“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.

08 სექტემბერი 2026, 14:14

პოლიტიკა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო ხელშეკრულებები განიხილა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო ხელშეკრულებებზე იმსჯელა. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ გააცნო.

ირაკლი ჭეიშვილი

08 სექტემბერი 2026, 14:13

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: რასაც „ასავალ-დასავალი" აკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, თავიდან ბოლომდე არის მანიპულაციური

გამორიცხული არც ისაა, რომ მისი გარემოცვიდან იყოს შეკვეთილი სტატიები, ხომ? ანუ რასაც „ასავალ-დასავალი" აკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, თავიდან ბოლომდე არის მანიპულაციური, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

გივი მიქანაძე

08 სექტემბერი 2026, 14:11

საზოგადოება

გივი მიქანაძე: PISA-ს კვლევის თანახმად, საქართველო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების თვალსაზრისით, 91 ქვეყანას შორის, პირველ ადგილს იკავებს

მინისტრის თქმით, მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, საქართველომ მიღწევები გააუმჯობესა.

08 სექტემბერი 2026, 14:06

საზოგადოება

განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი, კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ხარჯთეფექტიანობის რეიტინგს (Spending Efficiency ) აქვეყნებს.

თამარ იოსელიანი

08 სექტემბერი 2026, 14:03

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება და ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. ეს არის სწორედ ის ხედვა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიყოთ შეუცვლელი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი შუა დერეფანში

დღეს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის შემაჯამებელი დღეა. ძალიან წარმატებული ორი დღე გვქონდა, - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მუშაობას.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

08 სექტემბერი 2026, 13:58

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გუშინ ბელგრადში რატკო მლადიჩის დაკრძალვის კადრები შოკის მომგვრელი იყო

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაურის, გენერალ რატკო მლადიჩის დაკრძალვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუშინ ბელგრადში მისი დაკრძალვის კადრები შოკის მომგვრელი იყო.

08 სექტემბერი 2026, 13:27

მსოფლიო

უნგრეთი ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ბუდაპეშტი ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს.

08 სექტემბერი 2026, 13:26

საზოგადოება

GWP: მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ, არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მოქმედი კანონმდებლობისა და სემეკის N32 დადგენილებით დამტკიცებული წესების შესაბამისად, 2026 წლის აგვისტოში წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე არსებული დაურეგისტრირებელი მიერთებები აღრიცხა და მოაწესრიგა, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მაია ომიაძე

08 სექტემბერი 2026, 13:26

ეკონომიკა

მაია ომიაძე: მესამე კვარტალში ვიზიტორთა რაოდენობისა და შემოსავლების ზრდას ველოდებით

„წლის დასაწყისში, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი გამოწვევა იყო, მაგრამ მიუხედავად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საომარი მოქმედებებისა, ჩვენ შევძელით ამ რეგიონის ტურისტული ბაზრებიდან დანაკარგების შემცირება. ამისათვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, სანამ ზაფხულის სეზონი დაიწყებოდა, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ დანაკარგები მინიმუმამდე დაგვეყვანა მეორე კვარტალშივე. რაც შეეხება მესამე კვარტალს, საკმაოდ აქტიური სეზონი იყო. არ მინდა წინ გავუსწრო ციფრებს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან კარგი მესამე კვარტალი იქნება. წლის ჭრილში, როგორც ტურისტების ოდენობის, ისე შემოსავლების თვალსაზრისით, წინა წელთან მიმართებით პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება", - აღნიშნავს მაია ომიაძე.

ფრიდრიხ მერცი

08 სექტემბერი 2026, 13:14

მსოფლიო

POLITICO: მერცს დამაჯერებელი პასუხები არ აქვს - ულტრამემარჯვენეები მის პოლიტიკურ დასასრულს უმიზნებენ

გერმანიის ულტრამემარჯვენე ძალები ცდილობენ არჩევნებში მოპოვებული გამანადგურებელი გამარჯვება ფრიდრიხ მერცისა და მისი დასუსტებული კონსერვატორების წინააღმდეგ საბოლოო დარტყმად აქციონ - კანცლერს კი, როგორც ჩანს, პასუხის გასაცემად მკაფიო გეგმა არ აქვს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 13:13

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, დარღვევები გამოვლინდა აჭარასა და თბილისში მდებარე კაფე-ბარებში, რესტორნებსა და სასადილოებში.