11 სექტემბერი 2026, 10:43 / სანდო წყარო

საპატრულო პოლიციამ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვა-ტარების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული ბათუმში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

ლაშა ხუციშვილი

11 სექტემბერი 2026, 11:30

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა

საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

11 სექტემბერი 2026, 11:29

ეკონომიკა

ნათია თურნავამ SARAS-ის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

11 სექტემბერი 2026, 11:25

მსოფლიო

პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორგანიზაცია BRICS-ის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ინდოეთში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

11 სექტემბერი 2026, 11:20

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ და ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებას და შემდგომ განვითარებას

ტრანსპორტის სექტორი მრავალმიმართულებიანია და ჩვენ მუდმივად ვუყურებთ მის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ტრანსპორტის სექტორზე საუბრისას.

მარიამ ქვრივიშვილი

11 სექტემბერი 2026, 11:15

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში, მაგრამ არსებული მოდელით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ოპერირებაში შემოვიყვანოთ რამდენიმე ტერმინალში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები, ან პარტნიორ ქვეყნებში არსებული წარმატებული და გამოცდილი ოპერატორები

„სახელმწიფომ უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის განახლება, რამეთუ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ცვლის ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელს, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან - ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ოპერირებას გავუკეთებთ საერთაშორისოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდ მოდელით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

11 სექტემბერი 2026, 11:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აშშ-სთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქალბატონი კალასი, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს, ვერ ახერხებს მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრის ჩანიშვნასაც კი

თუ აშშ-სთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა ექნებათ და ფაქტობრივად ეს ურთიერთობა თუ აღარ იარსებებს, მათ აღარ ეყოლებათ უსაფრთხოების გარანტორი, რომლის გამოც, ევროკავშირი თავის მხრივ ამდენი წლის განმავლობაში საინტერესო იყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მარიამ ქვრივიშვილი

11 სექტემბერი 2026, 11:11

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სიამაყით დაგიდასტურებთ, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით

სიამაყით დაგიდასტურებთ, რომ ყველა პლატფორმაზე, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომის მოყვარეობით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

დავით ქართველიშვილი

11 სექტემბერი 2026, 11:09

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პარიზში საქართველომ ქართული ხომალდი კი არ გაუშვა სტრატოსფეროში, არამედ ქართველი რადიკალები გააგზავნა „რუსული ხომალდის“ მისამართით და ამისთვის პარიზში ჩასვლა ნამდვილად ღირდა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ევროპაში განვითარდა ალბათ ბოლო წლების ყველაზე საინტერესო ქართული სიუჟეტი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პარიზში გამართულ კოსმოსის საერთაშორისო სამიტს ეხმიანება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, მიიღო მონაწილეობა. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს სახელით, სამიტის ფარგლებში მიღებულ სამ დეკლარაციას მოაწერა ხელი.

11 სექტემბერი 2026, 11:09

პოლიტიკა

როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა - „ქრონიკამ“ აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა

როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა და დასავლეთიდან მომდინარე წნეხზე ილაპარაკა - „ქრონიკამ“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა.

11 სექტემბერი 2026, 11:08

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ახლად დანიშნულ კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ახლად დანიშნულ კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელთან - ენტონი სპირსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს საქართველოს პროგრამების მენეჯერი - სტეფანი პენინგტონი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 11:03

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

11 სექტემბერი 2026, 11:00

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 8 თვეში უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 213 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 10:53

სამართალი

პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ. პოლიციამ რამდენიმე ადგილიდან 57 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

11 სექტემბერი 2026, 10:52

მსოფლიო

Euractiv: ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპანიები ძალიან არიან ორიენტირებულნი მოგებაზე, რის გამოც წარმადობას ვერ ზრდიან

ევროპის თავდაცვის ინდუსტრია წარმოების მასშტაბების საკმარისად სწრაფად გაზრდას ვერ ახერხებს, რადგან კომპანიები კვლავ ზედმეტად ფრთხილობენ და ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავალზე არიან ორიენტირებული. ინფორმაციას Eucartiv-ი უკრაინული თავდაცვის კომპანია „Ukrainian Armor“-ის აღმასრულებელ დირექტორზე ვლადისლავ ბელბასზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 10:47

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიაში მიმდინარე ძალიან აქტიური სამშენებლო სამუშაოები სრულ თანხვედრაში ჩვენს გეგმა-გრაფიკთან

პორტის განვითარება არ არის მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება - ჩვენ ძალიან აქტიური, სამშენებლო, მიმდინარე ფაზა გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე საუბრისას.

11 სექტემბერი 2026, 10:45

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 3 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი პირი დააკავეს.

11 სექტემბერი 2026, 10:40

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 10:40

ეკონომიკა

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა

2026 წლის სექტემბერში საპენსიო ფონდის ჯამურმა აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა. აქედან, 7.0 მილიარდი ლარი მონაწილეების, დამსაქმებლებისა და სახელმწიფოს კონტრიბუციებია, 3.0 მილიარდი ლარი კი ფონდის საინვესტიციო მოგება.

11 სექტემბერი 2026, 10:36

რეგიონი

სარწყავი სეზონის მიმდინარეობის საკითხებზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისა და წყალმომხმარებლების საჭიროებების ადგილზე გაცნობის მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს მართავენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.