15 სექტემბერი 2026, 16:52 / სანდო წყარო

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპს“, „მდმას“, „ბუპრენორფინს“ „მარიხუანას“ და მცენარე „კანაფს“, რაც გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ადგილას განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

ერთმა ბრალდებულმა კი უკანონოდ შეძენილი და შენახული 8,6718 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ 1800 ლარად უკანონოდ გაასაღა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) 260-ე ტერცია მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

ყველა სიახლე

ირმა ინაშვილი

15 სექტემბერი 2026, 17:37

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი გიორგი ახობაძეს: გონება კი არა, ინტელექტიც არა გაქვს, მაიმუნთა ჯიშის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხარ. სამედიცინო კლასიფიკაციით კი, უბრალოდ - იდიოტი

გონება კი არა, ინტელექტიც არა გაქვს, მაიმუნთა ჯიშის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხარ. სამედიცინო კლასიფიკაციით კი, უბრალოდ - იდიოტი, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი გიორგი ახობაძეზე.

15 სექტემბერი 2026, 17:29

პოლიტიკა

ხარაგაულის მაგისტრატმა სასამართლომ, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ და თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენის გამოყენების საქმეები განიხილეს და კანონდამრღვევებს ფულადი სანქციები დააკისრეს

ხარაგაულის მაგისტრატმა სასამართლომ განიხილა ფეისბუქმომხმარებელ დავით სილაგაძის საქმე. მან შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი გელაშვილს. სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ის მოსამართლემ 3 500 ლარით დააჯარიმა.

15 სექტემბერი 2026, 17:25

საზოგადოება

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დავით ჭელიძე 112-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის მაჟორიტარმა წევრმა დავით ჭელიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს და პედაგოგებს. დავით ჭელიძე თავის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე 112-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

თამარ იოსელიანი

15 სექტემბერი 2026, 17:24

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: სატრანსპორტო სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო და ავიაციის დარგებში

სატრანსპორტო სექტორი უპრეცედენტო მაჩვენებლებით გამოირჩევა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის, ანუ 8 თვის მონაცემებს თუ შევადარებთ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო და ავიაციის დარგებში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა მიმდინარე წელს სატრანსპორტო სექტორში არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით.

რუსლან კრავჩენკო

15 სექტემბერი 2026, 17:21

მსოფლიო

უკრაინის ყოფილი გენპროკურორის განცხადებით, ის საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის „ანტიკორუფციულ უწყებებში არსებული რეალური ვითარების შესახებ“ მოუყვება

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს განცხადებით, საზღვარგარეთ ყოფნისას ის გეგმავს საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია უკრაინის ანტიკორუფციულ უწყებებში არსებული ვითარების შესახებ.

15 სექტემბერი 2026, 17:09

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა საჯარო სამსახურში მუშაობის მხრივ მაია ბითაძის მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და მას წარმატება უსურვა.

15 სექტემბერი 2026, 17:09

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე თბილისის განახლებული 76-ე საჯარო სკოლის გახსნას დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და თბილისის ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, თბილისის განახლებულ 76-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა და სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

15 სექტემბერი 2026, 17:01

პოლიტიკა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით 12-ის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დავით მამისეიშვილის არჩევას მხარი დაუჭირა.

ნიკოლაი პატრუშევი

15 სექტემბერი 2026, 16:54

მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე: რუსეთთან ომის შემთხვევაში პოლონეთი ორ-სამ დღეში აღარ იარსებებს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ომის შემთხვევაში პოლონეთი ორ-სამ დღეში განადგურდება.

15 სექტემბერი 2026, 16:07

საზოგადოება

თინათინ ნიბლოშვილმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის N190 საჯარო სკოლას ეწვია. მან მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

ირაკლი მეზურნიშვილი 
იშიძუკა ჰიდეკი

15 სექტემბერი 2026, 16:03

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

15 სექტემბერი 2026, 15:49

სამართალი

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

საჩვენებელ ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

15 სექტემბერი 2026, 15:37

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ბრალდებულმა ცივი იარაღით დაჭრა დაზარალებული, რომელმაც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიიღო.

15 სექტემბერი 2026, 15:18

მსოფლიო

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

უნგრეთის მთავრობამ ვიქტორ ორბანის ყოფილი ნაციონალისტური ხელისუფლების მიერ მიღებული ანტიLGBTQ+ რეგულაციების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

15 სექტემბერი 2026, 15:07

მსოფლიო

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი „ჰუსიტების“ მიერ სტრატეგიული ტერიტორიების ხელში ჩაგდებამ და მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე წნეხის კიდევ უფრო გაძლიერებამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ახლო აღმოსავლეთში კარგი არჩევანი თითქმის აღარ დაუტოვა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ვახტანგ ცინცაძე

15 სექტემბერი 2026, 14:51

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს, გლობალური მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს

„აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს, გლობალური მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს. მათ შორის, თუ შევხედავთ 2026 წლის 7 თვის მაჩვენებლებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ია“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

შოთა ბერეკაშვილი

15 სექტემბერი 2026, 14:39

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ, - განუცხადა „ქრონიკას“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილი

15 სექტემბერი 2026, 14:38

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

ლევან ბეჟაშვილი პოზიციების სისუსტით ხსნის იმას, რომ ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, პარტია დებატებში ეპატიჟება ოპონენტებს. ის აღიარებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შიდა დაპირისპირებამ დაასუსტა.

ნინო წილოსანი

15 სექტემბერი 2026, 14:38

პოლიტიკა

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

„ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ ინსტიტუტებს აღიარებენ, აგრძელებენ დესტრუქციულ მოქმედებებს და რაც მთავარია, იყვნენ იმ ერთი მავნებლური მექანიზმის ნაწილი, რომელიც საკრებულოებში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ქმნიდა კოალიციებს, იმ ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდა, უერთდებოდა საქართველოს გაშავების კამპანიაში საზღვარგარეთ გაგზავნილ წერილებსა თუ სხვადასხვა რეზოლუციის სულისკვეთებას“, - აცხადებს წილოსანი.