პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა
ფოტო: პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს გიორგი ფეიქრიშვილმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარით) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა სიახლე
23 სექტემბერი 2026, 18:16
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: ვის სურს სამეზობლოში, რომ საქართველო არ იყოს ენერგოდამოუკიდებელი? - პირველ რიგში რუსეთს. ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ გამოსვლა არის პირდაპირ რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა და ასე იყო „ნამახვანჰესის“ შემთხვევაში
ის რომ ასეთი მნიშვნელობის ფორუმი [ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმი] ტარდება ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა, ცალსახად ეს არის საქართველოს და სემეკის აღიარება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.
23 სექტემბერი 2026, 18:15
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს შემთხვევაში, არცერთ ინვესტორს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით რაიმე შიში ჰქონდეს - დღეს საქართველოში რა ინვესტიციაც დაიწყო, ყველა წარმატებით გრძელდება
არ არსებობს ინვესტორი, რომელიც არ რეაგირებდეს, როდესაც მის წინააღმდეგ ამა თუ იმ ქვეყანაში ნეგატიური კამპანიაა, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთ ინვესტორს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით რაიმე შიში ჰქონდეს, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
23 სექტემბერი 2026, 18:08
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი სანქცირებულთა სიიდან რუსი ოლიგარქების ამოღებაზე: ეს მაგალითებიც გვიჩვენებს იმას, რომ არ შეიძლება წუთიერ პოლიტიკურ სისუსტეებს დაჰყვეს სახელმწიფო და ამ დროს შეიძლება მთელი ერის სასიცოცხლო ინტერესები უკიდურესი დარტყმის ქვეშ დადგეს. ჩვენ სხვადასხვა დროს ვიხილეთ, როდესაც კონკრეტული ნავთობკომპანიები, ბანკები, სხვადასხვა საქონელი რუსეთისა, რომელიც სანქციის ქვეშ იყო, ამა თუ იმ ინტერესიდან გამომდინარე თავისუფლდებოდა სასანქციო რეჟიმისგან
პოლიტიკაში არ არსებობს არც მუდმივი მეგობრები და არც მუდმივი მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები და ეს ინტერესები ყოველთვის წინა პლანზე გამოდის ხოლმე. ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი ინტერესი იყო, რომ ეს ორი ორი ოლიგარქი გათავისუფლებული ყოფილიყო ევროკავშირის სანქციებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.
23 სექტემბერი 2026, 17:56
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ურთიერთობა დაბრუნდეს იმ პრინციპებზე, რომელ პრინციპებზედაც შეიქმნა ევროკავშირი
„ჩვენი ჩვენი პრინციპებისთვის არ გვიღალატია. ევროკავშირის არსებულ მმართველობას და ზოგადად, იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ წარმოიშვა, საქართველოზე უდიდესი ზეწოლა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ამ ზეწოლას ვუძლებთ და ქვეყნის განვითარებას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
23 სექტემბერი 2026, 17:54
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე: ზოგადად, დიალოგის შეწყვეტაც და განახლებაც დამოკიდებული იყო არა რაღაც კონკრეტულ საზომზე, არამედ უფრო მეტად პოლიტიკურ მიზნებზე
დიდ გეოპოლიტიკურ მიზნებს შეეწირა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მთელი ეს პლასტი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
23 სექტემბერი 2026, 17:34
მსოფლიო
ავსტრალიაში 800 ათასზე მეტი ფუტკარი მოიპარეს
„ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. ძალიან ბევრი სკა გვაქვს შესამოწმებელი. ახლა საფუტკრეებს ვუვლით და ვითარებას ადგილზე ვამოწმებთ“, - აღნიშნა მეფუტკრემ.
23 სექტემბერი 2026, 17:28
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში სიძულვილის ენის საქმის ორი ეპიზოდი განიხილეს - საქმის სარეზოლუციო ნაწილი 25 ოქტომბერს გამოცხადდება
„განხილული იყო ყველა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ბატონი ზაურ ხატიაშვილის მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. სალომე არაბულის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო ასევე 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან საჯარო სივრცეში მიაყენა შეურაცხყოფა ლალი მოროშკინას. შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესის შემდეგ.
23 სექტემბერი 2026, 17:28
საზოგადოება
გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მისამართით
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება და მათ სრულ სიცრუეს უწოდებს. როგორც პატარიძე განმარტავს, მსჯავრდებულთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები გადაეცათ როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და არცერთ შემთხვევაში პენიტენციური სამსახურის მისამართით არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ შენიშვნაც კი არ გამოთქმულა.
23 სექტემბერი 2026, 17:24
თავდაცვა
აშშ საელჩო: აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობასა და თავდაცვის სფეროში ქართველ კოლეგებს შეხვდა - შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთო პრიორიტეტებზე, ორმხრივი ინტერესის საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
23 სექტემბერი 2026, 17:23
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა
საქმე ეხება სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ეპიზოდს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოაკვლიეს. სასამართლოში კახა კახიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე გამოიკითხნენ.
23 სექტემბერი 2026, 17:22
პოლიტიკა
ერიკ ტრამპი: გასულ კვირას ჩვენ ოფიციალურად გავხსენით Trump Tower Tbilisi! ეს ახალი, შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობა ხელს შეუწყობს ქალაქის თანამედროვე, მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრად ჩამოყალიბებას
ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე წერს. „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი პროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ახალი ღირსშესანიშნაობა თბილისის ცენტრალური ნაწილის განვითარების ქვაკუთხედად იქცევა.
23 სექტემბერი 2026, 17:19
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International - ის თავმჯდომარეს შეხვდა
შეხვედრაზე მინისტრმა წარმოადგინა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაკვეთით მომზადებული კვლევა ქვეყანაში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის შესაძლებლობის შესახებ და BAIC International - ის მხარესთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
23 სექტემბერი 2026, 17:17
მსოფლიო
ვარშავაში რუსული სამხედრო ვერტმფრენის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ აცხადებენ
„ინციდენტის საპასუხოდ ჰაერში აფრინდნენ მოიერიშე გამანადგურებლები, სახმელეთო თავდაცვის ძალები კი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ინციდენტის ხასიათი მოწმობს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მზადყოფნის შემოწმებას“, - ნათქვამია ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.
23 სექტემბერი 2026, 17:09
პოლიტიკა
„არა, კომენტარს არ ვაკეთებ“, - ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ბახმაროს სემინარის შესახებ „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს
რა სახის მხარდაჭერა გაუწია ევროპის საბჭომ არმაზ ახვლედიანის ორგანიზატორობით გამართულ სემინარს - ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს. ევროსაბჭოს მხარდაჭერილი სემინარით აუდიტის სამსახური დაინტერესდა და შესაბამის გარემოებებს სწავლობს. მმართველი გუნდი კი ევროპის საბჭოსგან განმარტებებს ითხოვს.
23 სექტემბერი 2026, 16:56
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, შუქნიშანთან გაჩერების გამო, დავით ფეიქრიშვილმა ავტომობილით მოძრავ დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსთხოვა გზის გათავისუფლება, რის შემდეგაც დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადეს მასზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
23 სექტემბერი 2026, 16:29
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6,3%-მდე გაზარდა, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6,3%-მდე გაზარდა, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
23 სექტემბერი 2026, 15:54
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში 646 სამართალდარღვევა გამოავლინეს
ყველაზე მეტი - 196 ფაქტი დადასტურდა იმერეთში. 119 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 93 - გურიაში, 69 - შიდა ქართლში, 49 – სამცხე-ჯავახეთში, 39 - აჭარაში, 34 - მცხეთა-მთიანეთში, 21 - ქვემო ქართლში, 18 კი - კახეთში.
23 სექტემბერი 2026, 15:51
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: პატარა „სასახლის გადატრიალება“ „ტვ-პირველში“ და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არის თხემით ტერფამდე პარტიული ტელეარხი და, როგორც ჩანს, პარტიამ საკუთარი კონტროლის გაძლიერება მოისურვა. სამეურვეო საბჭოდან ჩახსნეს ტვ-პირველის „სახე“ ნოდარ მელაძე და მოიყვანეს ახალი „სახე“ გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „TV პირველში“ განხორციელებულ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
23 სექტემბერი 2026, 15:42
ჯანდაცვა
სურსათის ეროვნული სააგენტო ბაგა-ბაღებში გამოვლენილ შემთხვევებზე: ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის ბაგა-ბაღებში გამოვლენილი შემთხვევების მოკვლევის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს.


