პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
ფოტო: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულისგან სხვადასხვა ოდენობის თანხის გადაცემას სისტემატიურად ითხოვდნენ. უყენებდნენ მოთხოვნას გადაეცა მათთვის კონკრეტული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯანმრთელობის დაზიანებით და მის საკუთრებაში არსებული, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მდებარე ე.წ. ზიპლაინის დაზიანებით ემუქრებოდნენ. მათ მიერ განხორციელებული ზეწოლით ე.წ ზიპლაინის ფუნქციონირება რამდენჯერმე შეჩერდა. ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული მუქარების და დანაშაულებრივი ქმედებების გათვალისწინებით, დაზარალებული იძულებული გახდა მათთვის სხვადასხვა დროს, ჯამში 187 297 ლარი გადაეცა.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ ამოიღეს.
ბრალდებულებს, მათ შორის ერთს დაუსწრებლად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით,) ხოლო ერთ პირს ასევე 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ხოლო ორს, 10 000 - 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 12:15
საზოგადოება
ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდება
„სწორედ ამიტომ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ კოორდინაციით უზრუნველყო ახალი მილის მოწყობა და 26 სექტემბერს ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს, რათა თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი.
24 სექტემბერი 2026, 12:00
რეგიონი
ბექა ვაჭარაძემ ფოთელ სპორტსმენს ალექსანდრე გვასალიას „ზასლავლის თასი 2026“-ის მოპოვება მიულოცა
ფოთელი სპორტსმენი ალექსანდრე გვასალია „ზასლავლის თასი 2026“-ის გამარჯვებულია. წარმატებულ სპორტსმენს მიღწეული შედეგი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მიულოცა, - ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
24 სექტემბერი 2026, 11:59
რეგიონი
ხულოში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, მოადგილე ლუარა დუმბაძე, ხულოს რესურსცენტრის უფროსი რამაზ გელაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
24 სექტემბერი 2026, 11:55
რეგიონი
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საჯარო სკოლების, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმიური შემოწმება დაიწყო
ბათუმის მერიის ინფორმაციით, საკლასო ოთახებში სპეციალური აპარატით ხორციელდება განათების კოეფიციენტის დადგენა. აგრეთვე სანიტარული კვანძების ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება.
24 სექტემბერი 2026, 11:55
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს.
24 სექტემბერი 2026, 11:52
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო: რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია
„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან, 29 ათასი ტონა საფერავი, 12,4 ათასი ტონა რქაწითელი და დანარჩები სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
24 სექტემბერი 2026, 11:48
საზოგადოება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და კომიტეტის წევრმა, იმედა ნიკურაძემ სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.
24 სექტემბერი 2026, 11:46
კულტურა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბრაზილიაში მიმდინარე ფესტივალში მონაწილეობს
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბრაზილიაში მიმდინარე ფესტივალში მონაწილეობს.
24 სექტემბერი 2026, 11:39
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ
რუსთავის მერია, ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას აგრძელებს. დღეისათვის რუსთავის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ქუჩაზე ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
24 სექტემბერი 2026, 11:38
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ქუჩის პროტესტზე: თვითმიზანი გახდა უკვე აქციაზე მისვლა. რომ ჰკითხო, რას ითხოვენ, ვერ გეტყვიან
თვითმიზანი გახდა უკვე იქ [აქციაზე] მისვლა, უცებ რომ კითხო რას ითხოვენ ვერ გეტყვიან - განაცხადა „ხალხის ძალის“აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას. მისივე თქმით, ქუჩის პროტესტის მონაწილეები არითმეტიკაში ვარჯიშობენ.
24 სექტემბერი 2026, 11:34
სამართალი
იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ ნიდერლანდებში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (EPSA) 2025-2026 წლების ღონისძიებაში მონაწილეობს.
24 სექტემბერი 2026, 11:34
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: სამწუხაროდ, ცოტა გვიან მიხვდნენ, თუ რა შეცდომა დაუშვეს იმით, რომ „კორძის“ კონცერტი უნდა დაეფინანსებინათ და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება.
24 სექტემბერი 2026, 11:33
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ამიტომ არის საჭირო „გამჭვირვალობის კანონი“, რომ უცხოეთიდან, ნებისმიერი ფონდის მხრიდან, აღარ ხდებოდეს სიძულვილის ენის, ბულინგისა და მსგავსი ქმედებების წამახალისებელი დაფინანსება
ამიტომ არის საჭირო გამჭვირვალობის კანონი, რომ საზოგადოებამ იცოდეს, სად მიდის ის ფული, რომელიც უცხოეთიდან ირიცხება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით.
24 სექტემბერი 2026, 11:31
საზოგადოება
ვეტერინარული კლინიკები მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების მომსახურებისას 2027 წლის 1 იანვრამდე გარდამავალი პერიოდით ისარგებლებენ
ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვისა და მოთხოვნების აღსრულების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ მუშაობას აგრძელებს. პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისათვის სააგენტო მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს ცხოველთა დამცველებთან და შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლებთან, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
24 სექტემბერი 2026, 11:28
მსოფლიო
პოლონეთმა უკრაინაზე რუსული იერიშების გამო დილის განმავლობაში გამანადგურებლები ჰაერში მეორედ აწია
პოლონეთმა უკრაინის რეგიონებზე რუსეთის მასშტაბური დარტყმების გამო დილიდან სამხედრო ავიაცია ჰაერში ორჯერ აწია. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, დაახლოებით 08:00 საათზე პოლონური გამანადგურებლები ბაზირების ადგილებს დაუბრუნდნენ. მაშინ სამხედრო უწყებამ აღნიშნა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირებულა.
24 სექტემბერი 2026, 11:27
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლუქსემბურგი იქნება მხარდამჭერი და გამჟღერებელი იმ ხმისა, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და რის გაჟღერებასაც ჩვენ დეპუტატთა პალატასთან სათანადო შეხვედრის პირობებში ვაპირებთ
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართული მხარის სიმართლე დაინახოს და გაიგოს ყველა ჩვენმა პარტნიორმა ევროპაში, ამჯერად ლუქსემბურგმა, რადგანაც ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების სწორი, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, აუცილებლად ნახავს იმ სწორ გზას გაგებისა და აღქმისა ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლუქსემბურგი იქნება მხარდამჭერი და გამჟღერებელი იმ ხმისა, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და რის გაჟღერებასაც ჩვენ დეპუტატთა პალატასთან სათანადო შეხვედრის პირობებში ვაპირებთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
24 სექტემბერი 2026, 11:24
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგში რამდენიმე დღეში დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო და ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს ჰქონდეს სამართლიანი დამოკიდებულება
ლუქსემბურგში რამდენიმე დღეში დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო და ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
24 სექტემბერი 2026, 11:16
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი საპროტესტო აქციებზე: არის პირდაპირი მსგავსება სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
არის პირდაპირი მსგავსება სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე.
24 სექტემბერი 2026, 11:15
მსოფლიო
სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ისთვის, MS NOW-სა და Politico-სთვის თეთრი სახლის აკრედიტაციების აღდგენა დაავალა
ერთი კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული მედიასაშუალებების ჟურნალისტები ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა და მათ თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. სამივე გამოცემამ სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შეიტანა. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ აკრძალვა არღვევს კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც სიტყვისა და პრესის თავისუფლებას უზრუნველყოფს, და ჟურნალისტებს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონიერ უფლებას ართმევს.


