29 სექტემბერი 2026, 17:34 / სანდო წყარო

აქტივისტ თორნიკე რაზმაძის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო - მან ადვოკატი მოითხოვა

აქტივისტ თორნიკე რაზმაძის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო, მან ადვოკატი მოითხოვა. თორნიკე რაზმაძეს სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებიან.

„იმ კომენტარში პერიფრაზირებულია მარგარიტა სიმონიანის ფრაზა: „ნა კალენიახ“ და შეურაცხყოფაც არის მიყენებული ამ კონტექსტში“, - განაცხადა რაზმაძემ.

აქტივისტი ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალური ოქმით მას მარგარიტა სიმონიანის ან რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას არ ედავება.

„[საუბარია] საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერაზე. იგივე კომენტარი რომ დაწერილიყო ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ, ეს მუხლი ესადაგებოდა“, - აღნიშნა რაზმაძემ.

საქმეზე მედიასთან კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა მარიამ კერესელიძემ.

„[რაზმაძემ] განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული, თუ რას ედავებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღნიშნული განმარტება მისი მხრიდან ჩვენთვის საკმაოდ უცხო იყო, ვინაიდან მან მთელი კამპანია ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, რუსეთის წარმომადგენლის გინებისა და შეურაცხყოფის გამო ედავებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. თორნიკე რაზმაძემ ზუსტად იცოდა, რას ედავებოდა მას შინაგან საქმეთა სამინისტრო, იცნობდა ყველა მტკიცებულებას, რომელიც საქმეში იყო. მან საზოგადოებაზე ემოციურად ითამაშა იმისათვის, რომ ხმაური შეექმნა თავის საქმეზე, რადგან იცოდა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდებოდა მისი სამართალდარღვევის ფაქტი“, - განაცხადა კერესელიძემ.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2026, 17:49

მსოფლიო

უკრაინული მედია: უნგრეთი კვლავ აფერხებს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის პროცესს და უარს ამბობს მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე

უნგრეთი კვლავ აფერხებს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის პროცესს და უარს ამბობს მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

29 სექტემბერი 2026, 17:45

პოლიტიკა

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

შეხვედრაზე დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პრინციპები და პარლამენტის წევრის, როგორც მუნიციპალიტეტების დელეგატის, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დუგლას სტიუარტ კარტერი

29 სექტემბერი 2026, 17:40

მსოფლიო

აშშ-ში, 71 წლის დუგლას სტიუარტ კარტერი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა საკანში იმყოფებოდა, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

აშშ-ში, იუტას შტატში, 71 წლის დუგლას სტიუარტ კარტერი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა საკანში იმყოფებოდა, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

29 სექტემბერი 2026, 17:38

სამართალი

აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ე.მ-ის საქმე მორიგებით დასრულდა

საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტიური ჩართულობით, მოვალე ე.მ.-ის მიმართ მიმდინარე აღსრულების პროცესი მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა.

29 სექტემბერი 2026, 17:38

სამართალი

პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების გამო ვერ მოახერხეს.

ლევან მოსეშვილი

29 სექტემბერი 2026, 17:20

რეგიონი

ლევან მოსეშვილი: ქუთაისის აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ფართოფუზელაჟიანი საჰაერო ხომალდები, რაც უფრო შორ მანძილზე ფრენების განხორციელების, მეტი მგზავრის მომსახურებისა და სატვირთო გადაზიდვების დაწყების შესაძლებლობას მოგვცემს. ეს კი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს,- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 14 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

თორნიკე ჭეიშვილი

29 სექტემბერი 2026, 17:18

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი გიორგი ბურჯანაძის, ნინო დოლიძის და გიორგი ონიანის ალენ ბერსესთან შეხვედრაზე: წარსულშიც არაერთხელ გვინახავს მსგავსი მაგალითი და გამოვლინება იმისა, თუ როგორ მოიკიდებენ ხოლმე ტყუილების გუდას ე.წ. მდიდარი ენჯეოების წარმომადგენლები და იქ შესაბამის შეხვედრებზე ცდილობენ როგორღაც ჩირქი მოსცხონ საკუთარ ქვეყანას

წარსულშიც არაერთხელ გვინახავს მსგავსი მაგალითი და გამოვლინება იმისა, თუ როგორ მოიკიდებენ ხოლმე ტყუილების გუდას ე.წ. მდიდარი ენჯეოების წარმომადგენლები და იქ შესაბამის შეხვედრებზე ცდილობენ როგორღაც ჩირქი მოსცხონ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა გიორგი ბურჯანაძის, ნინო დოლიძის და გიორგი ონიანის ალენ ბერსესთან შეხვედრაზე საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 სექტემბერი 2026, 17:11

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი IRI-ს კვლევაზე: ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ საკუთარი მავნე პოლიტიკით, რომელიც მათ შორის გარედან იყო მართული და წახალისებული, თავისი თავი თვითგანადგურების რეჟიმში გადაიყვანა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა IRI-ს გამოკითხვის შედეგი შეაფასა, რომლის მიხედვითაც ჯამში 8 ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ 16 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

კირილ დმიტრიევი

29 სექტემბერი 2026, 17:10

მსოფლიო

Reuters: კირილ დმიტრიევმა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის ომის დასრულების თაობაზე, მათ შორის ომისშემდგომ პერიოდში აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკულ ინიციატივებზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის ომის დასრულების თაობაზე, მათ შორის ომისშემდგომ პერიოდში აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკულ ინიციატივებზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

29 სექტემბერი 2026, 16:39

კულტურა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო ალბომის - „ივანე ჯავახიშვილის სახე ქართულ სახვით ხელოვნებასა და პოეზიაში“ წარდგენა გაიმართა

საიუბილეო ალბომის წარდგენის ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა დაესწრო. ალბომი ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა. მასში თავმოყრილია სხვადასხვა მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში დაცული უდიდესი მოღვაწისადმი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები და ქანდაკებები, ასევე ქართველი პოეტების ლექსები.

29 სექტემბერი 2026, 15:53

პოლიტიკა

3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება დასრულდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სწავლების ცენტრმა 2026 წლის 3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადება დაასრულა.

ნიკოლოზ სამხარაძე

29 სექტემბერი 2026, 15:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ირანის ელჩს ვურჩევ, დიპლომატიის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, ეს მისი საქმე არ არის

„მინდა, მას შევახსენო, რომ თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია. მას ვურჩევ, რომ დიპლომატიის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

29 სექტემბერი 2026, 15:51

ჯანდაცვა

ადიგენის მუნიციპალიტეტში სკრინინგ აქცია ჩატარდა

ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომლის მიზანიც , მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

მარკ რუტე

29 სექტემბერი 2026, 15:43

მსოფლიო

მარკ რუტე: რუსეთის დივერსიული კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სიმშვიდისკენ მოუწოდა ევროპაში რუსეთის დივერსიული კამპანიის ფონზე და განაცხადა, რომ ეს კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას.

ზაალ ანჯაფარიძე

29 სექტემბერი 2026, 15:18

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ალან ბერსემ თავის პირით აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმას. ნამდვილად საჭიროებს, რომ როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდო ენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროსაბჭოში ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ვიზიტს და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებას ეხმიანება.

29 სექტემბერი 2026, 15:12

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა

თავდაცვის ძალების მეთაურმა მაიორ ცოტნე ღონღაძეს, უფროს ლეიტენანტ ტარიელ ღიბრაძეს, უფროს სერჟანტ ვლადიმერ მეყანწიშვილს, უმცროს სერჟანტ პაატა საბიაშვილს, კაპრალ დავით მეშველიანს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

დონალდ ტუსკი

29 სექტემბერი 2026, 15:03

მსოფლიო

დონალდ ტუსკმა მოქალაქეები მოსალოდნელი რთული კვირებისა და თვეების შესახებ გააფრთხილა, რაც პოლონეთის საზღვართან რუსული თავდასხმების ინტენსივობის გაზრდას უკავშირდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოქალაქეები მოსალოდნელი რთული კვირებისა და თვეების შესახებ გააფრთხილა, რაც პოლონეთის საზღვართან რუსული თავდასხმების ინტენსივობის გაზრდას უკავშირდება.

ლაშა ხუციშვილი

29 სექტემბერი 2026, 14:52

ეკონომიკა

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე.

ლევან მაჭავარიანი

29 სექტემბერი 2026, 14:51

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გიორგი გახარია გარე ძალების დავალების მიხედვით გადადგა

დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ დროის სხვადასხვა მონაკვეთში. საგამოძიებო კომისიაზე ახალი ვერსიები გააჟღერა გიორგი გახარიამ. ჯერ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერეოდა მის საქმეებში და ეს იყო მისი გადადგომის მიზეზი, ბოლოს მას წამოსცდა, რომ ელჩებს შეხვდა და მათთან კონსულტაცია გაიარა. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია გადადგა გარე ძალების დავალების მიხედვით, -განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.