იზორია: ჩემი ინიციატივით შევხვდი ოსორაულის ძმას და მივაწოდე სრული ინფორმაცია
სოსო ოსორაულთან დაკავშირებით ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განუცხადა. მისი თქმით, ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
"რაც შეეხება ოჯახის ინფორმირებას, ჩვენ მაქსიმალურად ვაწვდიდით ინფორმაციას. მათ შორის, მე ჩემი ინიციატივით შევხვდი მის ძმას. ამოცანა იყო ერთადერთი, რომ მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ როგორ კოორდინირებულად მუშაობას თავდაცვის უწყება სხვა უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დადგინდეს სიმართლე.
ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, მივაწოდეთ ოჯახს. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის გამოძიების მიმართულებით, დიპლომატიური არხებით. ამ მუშაობის ფარგლებში რაც არსებობს ინფორმაცია, მივაწოდეთ ოჯახს", - განაცხადა იზორიამ.
ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს, უფლებადამცველმა დავით ნემსაძემ Facebook-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.
24 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს ოსორაული, სავარაუდოდ, დაიღუპა.
თუმცა მოგვიანებით, ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავის შესახებ სხვა იქ მყოფი სამხედროებისგან მიიღო ინფორმაცია და ის ცოცხალია.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 20:40
პოლიტიკა
ქუთაისის შემდეგ ბათუმი - რა ნიშნით უშვებენ მოქალაქეებს ოპოზიციური ალიანსის შეხვედრაზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისის შემდეგ ბათუმი - ოპოზიციური ალიანსის შეხვედრა ამჯერად აჭარაში გაიმართა. მედიას გადაღების უფლება არც აქ მისცეს. გასვლით შეხვედრებში არ მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღეს „ფედერალისტების“ ლიდერმა ისევ გააკრიტიკა.
29 აპრილი 2026, 20:37
პოლიტიკა
ეკლესიაზე შეტევა არ წყდება - ხელისუფლება რწმენის შეურაცხყოფასა და თავდასხმას გმობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკლესიაზე შეტევა არ წყდება - გიგი უგულავა ისევ აქტიურობს. მის მორიგ შეურაცხმყოფელ გზავნილს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოების კრიტიკაც მოჰყვა.
29 აპრილი 2026, 20:25
პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრის ხმაურიანი ინტერპელაცია პარლამენტში - გახარიას გუნდი პოლიტიკური დებატების ჩარჩოს გასცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაცია შედგა. მიხეილ სარჯველაძეს გახარიას პარტიამ 24 კითხვით მიმართა, მაგრამ სხდომაზე მხოლოდ ერთი თემით დაინტერესდნენ. დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების გამოწვევები, მინისტრის შეფასებით, ოპოზიციამ პოლიტიკურ სანახაობად აქცია, დებატები კი ჩარჩოებს გასცდა.
29 აპრილი 2026, 20:19
პოლიტიკა
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქმიანობას ხვალიდან შეუდგება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხვალიდან შეუდგება საქმიანობას. მამუკა მდინარაძე მთავრობას უერთდება და ვიცე-პრემიერის პოზიციასაც დაიკავებს. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტმა სამივე მოსმენით დაუჭირა მხარი.
29 აპრილი 2026, 20:16
მსოფლიო
ტრამპი: აშშ არ მოხსნის ირანის ბლოკადას მანამ, სანამ ბირთვული შეთანხმება არ იქნება მიღწეული
აშშ არ მოხსნის ირანის ბლოკადას მანამ, სანამ ბირთვული შეთანხმება არ იქნება მიღწეული, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის მე-12 არხს (Channel 12).
29 აპრილი 2026, 20:12
პოლიტიკა
სურსათის ფასებზე სპეკულაციები არ წყდება - „იმედი“ დაინტერესდა, რა სიტუაციაა საქართველოსა და ევროპის წამყვან ქვეყნებში ძირითადი პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„იმედი“ დაინტერესდა, ფასებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებიდან, ასევე, პრემიერ-მინისტრის ვიდეო მიმართვიდან 4 თვის შემდეგ, რა სიტუაციაა საქართველოსა და ევროპის წამყვან ქვეყნებში, ძირითადი პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით.
29 აპრილი 2026, 20:11
საზოგადოება
დავით ქართველიშვილი: უწმინდესის დანატოვარს, მის ანდერძს, მემკვიდრეობას წმინდა სინოდის უდიდესი ნაწილი პატივს სცემს და აპირებს, მის მემკვიდრეობაზე ააგოს ჩვენი ეკლესიის ხვალინდელი დღე
წმინდა სინოდის სხდომას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი. ანალიტიკოსის განცხადებით, პროცესთან დაკავშირებით არსებობდა მოლოდინი, რომ შესაძლო იყო დაძაბულობა და სკანდალები, თუმცა, მისი შეფასებით, სხდომამ ეს მოლოდინები არ გაამართლა.
29 აპრილი 2026, 20:11
მსოფლიო
ჰეგსეტი აცხადებს, რომ კონგრესის კანონმდებლები ირანის ომში „ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები“ არიან
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დღეს კონგრესში გამართულ მოსმენაზე ირანთან მიმდინარე ომისადმი ოპოზიციური განწყობები მკაცრად გააკრიტიკა და ადმინისტრაციის კრიტიკოსი კანონმდებლები „ყველაზე დიდ მოწინააღმდეგეებად“ მოიხსენია.
29 აპრილი 2026, 19:57
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილის ფეისბუქ მოწოდებები ფედერალისტებს ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორიდან რომ გაუვიდეთ - თავისი პარტიითაა ფრუსტრირებული, იმათ ელაპარაკება
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ბოლოდორინდელ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მის პარტიას „ერთ ყურშიც კი არ შესდის” ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები.
29 აპრილი 2026, 19:55
მსოფლიო
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სლოვაკეთისთვის ევროკავშირის სახსრების გაყინვას
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც მოუწოდებს ევროკომისიას, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული სიტუაციისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესებისთვის შექმნილი საფრთხის გამო, სლოვაკეთისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან გადახდები გაყინოს.
29 აპრილი 2026, 19:46
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: მოკავშირეები, რომლებიც კვლავ არ ასრულებენ თავიანთი ვალდებულებების ნაწილს კოლექტიური თავდაცვის წინაშე შესაბამის შედეგებს მიიღებენ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ დახმარებას გაუწევს იმ მოკავშირეებს, რომლებიც საკუთარ თავდაცვას აძლიერებენ, ხოლო იმ პარტნიორებს, რომლებიც ამას არ აკეთებენ - დასჯის.
29 აპრილი 2026, 19:45
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოხსენიების შესახებ: ასეთი სიგიჟის გამოვლენის ყოველ ჯერზე ჩვენ ვმყარდებით იმ პოზიციაში, რომ ძალიან სწორი კურსი გვაქვს არჩეული
სიგიჟე, რომელშიც სურთ ჩაგვითრიონ, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა გერმანიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მათი საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე ჯერ კიდევ მოიხსენიება ამ რანგში.
29 აპრილი 2026, 19:36
მსოფლიო
პენტაგონი: აშშ-მა ირანის ომზე 25 მილიარდი დოლარი დახარჯა
აშშ-ის სამხედრო უწყებამ თებერვლის ბოლოს დაწყებული ირანის ომისთვის დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი დახარჯა - განუცხადა პენტაგონის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა კანონმდებლებს ოთხშაბათს.
29 აპრილი 2026, 19:13
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ჩემს სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რასაც ახლა ვუყურებ პოლიტიკოსებისგან - ამ ბავშვების ტრაგედიით და მძიმე მდგომარეობით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ და ქულები დაიწერონ
ცდილობთ, ხელოვნურად შექმნათ ყალბი შთაბეჭდილება, რომ დებატი უნდა მოეწყოს ჩემსა და მშობელს შორის. სამწუხაროდ, არავითარი რესურსი და არგუმენტი არ აქვს თავად დამიჯდეს დებატებში. როგორც ამბობენ, ამაზე დაბლა ფსკერი და დონე აღარ არსებობს. აი, ეს იკადრეთ დღეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ასეთი რამ, უბრალოდ, არ უნდა გეკადრათ, - მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ქეთევან ბაკარაძეს და ამავე პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
29 აპრილი 2026, 19:13
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: იმ შემთხვევაშიც კი, თუ თურქეთი გაწევრიანებისთვის აუცილებელ ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება ქვეყნის კავშირში მისაღებად
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი მუშაობს ევროკავშირთან ურთიერთობების წინ წაწევაზე, განსაკუთრებით საბაჟო კავშირის განახლებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხების მოგვარების კუთხით.
29 აპრილი 2026, 19:10
კულტურა
პრემიერმა კულტურის მინისტრთან ერთად ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობა დაათვალიერა.
29 აპრილი 2026, 19:08
მსოფლიო
მერცი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე: ამას პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს ენერგომომარაგებაზე და მასშტაბური გავლენა ჩვენს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი ურთიერთობა კვლავ „კარგია“. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სამშაბათს ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თავისი გერმანელი კოლეგა გააკრიტიკა.
29 აპრილი 2026, 19:04
პოლიტიკა
გელა სამხარაულმა საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართა
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში, პროფესორ გიორჯ ჰაინალს შეხვდა.
29 აპრილი 2026, 19:02
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ვმუშაობთ და გვჭირდება მკურნალობის ეფექტიანობის მუდმივად განვითარება. კარგი იქნება, რომ ეს მუშაობა ხორციელდებოდეს ყველა მშობლის ჩართულობით, მათთვის სამინისტროს კარი არასდროს დაგვიხურავს და მომავალშიც იქნება ღია
მნიშვნელოვანია გავარჩიოთ სიმართლე და გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც იქნება სწორი. აბა დავფიქრდეთ, რა იქნებოდა, თუკი მივიღებდით გადაწყვეტილებას 3.2 მილიონ დოლარად ღირებულ მედიკამენტთან დაკავშირებით და რამდენიმე თვეში ცნობილი გახდებოდა, რომ მედიკამენტს აქვს ფატალური საფრთხე და ეფექტი არ აქვს?! - მგონია, რომ ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხის გაცემა ბევრ კითხვას მოხსნის საზოგადოებაში. ყველა ამ ნათქვამზე გვაქვს სრულიად უტყუარ წყაროზე, ავტორიტეტულ და ოფიციალურ (FDA, EMA, ბრიტანეთის, საფრანგეთის მარეგულირებლების ოფიციალური ვებგვერდები) წყაროზე დაყრდნობის შესაძლებლობა და შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეს ინფორმაცია მივაწოდო“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
29 აპრილი 2026, 18:58
მსოფლიო
ჰაკან ფიდანი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე: სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ნება 2007 წელს ბატონმა ნიკოლა სარკოზიმ გააუქმა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება, თურქეთი მათ წევრად მიიღონ.


