პროკურატურა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს
ფოტო: გიორგი ხუხია
მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტი გახსნა. დადგინდა, რომ 2010 წლის 24 ნოემბერს შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე დააკავეს მოქალაქე ლევან ჯამაგიძე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულმა თანამდებობის პირებმა, ლევან ჯამაგიძის ოჯახის წევრებს, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვეს და შეასყიდინეს მთლიანობაში 95 568 ლარის ღირებულების ორი ერთეული „ჰიუნდაი IX 35“ მარკის ავტომანქანა, რომლებიც ჯამაგიძის ოჯახმა ჩუქების გზით სახელმწიფოს გადასცა. მხოლოდ ამის შემდეგ ლევან ჯამაგიძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე.
პროკურატურა მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რომ დაზარალებულ ლევან ჯამაგიძეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე დარიცხული ორი ავტომანქანა.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.
გარდა ამისა, ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილებაც მიიღო. 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით მოქალაქე გიორგი ონიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ მიწის ნაკვეთის თაღლითურად ხელში ჩაგდების ფაქტზე, რომლის თანახმად, 2005 წელს, გამგეობაში წარდგენილი ყალბი დოკუმენტების და ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, გიორგი ონიანმა საკუთრებაში დაირეგისტრირა გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 228,38 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი.
პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გიორგი ონიანის მიმართ გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაზარალებული დაიბრუნებს უკანონოდ ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთს.
გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოში 53 მსჯავრდებულის მიმართ გაიგზავნა შუამდგომლობა, საიდანაც 16 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი; დაზარალებულად ცნობილ 149 მოქალაქეს დაუბრუნდა 44 მილიონამდე ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ა/მანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.", - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.
ყველა სიახლე
18 ივნისი 2026, 23:58
სპორტი
სპორტის მინისტრი: ასეთი დიდი საერთაშორისო სპორტული ფორუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ქვეყანაში მშვიდობა და უსაფრთხოება. რეგიონში ამდენი წლის უწყვეტმა მშვიდობამ მისცა საშუალება ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც არის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია საქართველოსთვის მიენიჭებინა 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი
თბილისში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. როგორც გადაცემაში „იმედი LIVE“ სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ განაცხადა, საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით მიიღო, მათ შორის არის მშვიდობა.
18 ივნისი 2026, 23:54
სპორტი
შალვა გოგოლაძე: 2030 წლისთვის, სპორტულ ინფასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვიქნებით
2030 წლისთვის, სპორტულ ინფასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვიქნებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სპორტი ყველა მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომი იყო.
18 ივნისი 2026, 23:40
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი დენ ჯარვისი მასპინძლობენ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სიტყვით ასევე გამოვიდნენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ომის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი.
18 ივნისი 2026, 23:37
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნაზე: ძალიან კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი. მოიყვანეს პარტიაში ადამიანი, რომელსაც ვერ წარმოიდგენ, რომ შეიძლება პოლიტიკის სფეროში რაიმეს რეფორმატორი იყოს
ჩვენი პარტიისთვის შეიძლება კარგია, როდესაც ოპონენტი ასე კომიკურად გამოიყურება, მაგრამ საქართველოს მომავლისთვისაა ცუდი, რომ არ ყალიბდება რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
18 ივნისი 2026, 23:34
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირზე: ადრე თუ გვიან მათ მოუწვეთ რეალობისკენ შემობრუნება
დღე არ გათენდება, როცა არ ვამბობთ რომ მოდით დაგველაპარაკეთ, თუ მე ეს რეჟიმი [ევროკავშირთან დაშორება] მინდა, მაშინ რატომ მივიყვან აქამდე საქმეს? რატომ ველაპარაკები ყველა ევროპულ ქვეყანას, როდესაც ვხვდებით ცალ-ცალკე? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენზიგ შარმანაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების ევრობიუროკრატთან პოლიტიკა ართულებს.
18 ივნისი 2026, 23:33
მსოფლიო
ტრამპი: დიდი ალბათობით მხარს დავუჭერ ნეთანიაჰუს არჩევნებში, თუმცა უნდა ვნახო, ვინ იქნებიან სხვა კანდიდატები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ ისრაელის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დიდი ალბათობით დაუჭერს მხარს, თუმცა მანამდე სურს ნახოს, თუ ვინ იქნებიან ნეთანიაჰუს კონკურენტები.
18 ივნისი 2026, 23:32
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევრობიუროკრატია უკვე ვეღარ ზომავს იმდენად უნდა ხელში მოქცევა მთელი ძალაუფლების. აქამდე იმიტომ მივიდნენ, რომ ევრობიუროკრატია არის მოუქნელი, არავისგან არჩეული ყოვლად წარმოუდგენელი წარმონაქმნი, რომლებიც იღებენ რაღაც რეზოლუციებს და სუვერენულ უფლებებს უზღუდავენ ცალეულ ქვეყნებს
ევრობიუროკრატია უკვე ვეღარ ზომავს იმდენად უნდა ცენტრალიზაცია, იმდენად უნდა თავის ხელში მოქცევა მთელი ძალაუფლების, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით.
18 ივნისი 2026, 23:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე: ჩვენ დიდიხანია მზად ვართ ამისთვის, როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ, ეს არ ვიცი
ჩვენ დიდიხანია მზად ვართ ამისთვის [ევროკავშირთან დიალოგის განახლება], როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ ეს არ ვიცი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენზიგ შარმანაშვილმა ევროკავშირთან დიალოგის განახლების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად. მისივე თქმით, თბილისი მზად არის სიტუაციის გასარკვევად ფაქტების დონეზე და არა გამოგონილი ნარატივებით.
18 ივნისი 2026, 23:19
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: რა თქმა უნდა გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობა, მაგრამ თანასწორობას რომ თავი დავანებოთ, სამართლიანობის ელემენტები მაინც შეიტანონ ამ ურთიერთობაში
რა თქმა უნდა გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობა, მაგრამ თანასწორობას რომ თავი დავანებოთ, სამართლიანობის ელემენტები მაინც შეიტანონ ამ ურთიერთობაში, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
18 ივნისი 2026, 23:17
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხანდახან გვგონია, რომ არაფერი არ ხდება. ერთი და იმავეს იმეორებენ, არგუმენტები არ აქვთ, მაგრამ ისინი თავის ბნელ საქმეს მაინც აკეთებენ. უნდათ, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგია
ხანდახან გვგონია, რომ არაფერი არ ხდება. ერთი და იმავეს იმეორებენ, არგუმენტები თითქოს არ აქვთ, მაგრამ ისინი თავის ბნელ საქმეს მაინც აკეთებენ. უნდათ, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ასე, რომ ეს ტყუილად არ კეთდება. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგიაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისა.
18 ივნისი 2026, 22:57
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხური პროდუქტების ადგილწარმოშობის ცვლილებასა და ტვირთების სხვა მეზობელი ქვეყნის სახელით რეექსპორტის მიზნით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანასთან დაკავშირებით
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხური პროდუქტების ადგილწარმოშობის ცვლილებასა და ტვირთების სხვა მეზობელი ქვეყნის სახელით რეექსპორტის მიზნით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანასთან დაკავშირებით.
18 ივნისი 2026, 22:29
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ტრამპის ისრაელელმა კრიტიკოსებმა უნდა გაიღვიძონ და შეხედონ რეალობას - ის ერთადერთი ლიდერია მთელ მსოფლიოში, რომელიც ამ მომენტისთვის ისრაელის სახელმწიფოს მიმართ სიმპათიით არის განწყობილი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელსაც ისრაელის მიმართ სიმპათია აქვს და რომ აშშ არის ერთადერთი „ძლიერი მოკავშირე“, რომელიც ისრაელს დარჩა.
18 ივნისი 2026, 22:06
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ირანს რაკეტები თავდაცვისთვის სჭირდება, ისევე როგორც ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაიცვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია იმის შესახებ, რომ ირანს ნება დაერთოს, შეინარჩუნოს თავისი ბალისტიკური რაკეტების ნაწილი. ვენსის არგუმენტით, ირანს ისინი „თავდაცვისთვის“ სჭირდება, ისევე როგორც ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.
18 ივნისი 2026, 21:24
მსოფლიო
ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი მოითხოვს პატრიარქ კირილეს ამოღებას სანქციების პაკეტიდან
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტიდან ამოღებას შეეცდება.
18 ივნისი 2026, 21:21
საზოგადოება
თბილისის მერმა „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა - „ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს“
„სტუდენტური ფესტივალი 2026“ საზეიმო ღონისძიებით დაიხურა, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
18 ივნისი 2026, 20:54
საზოგადოება
რღვევა და ქაოსი „ნაცმოძრაობაში“. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციხიდან და „ფეისბუქით“ გათავისუფლებული თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება. სააკაშვილის შეკვეთილი ლიდერი შეხვედრებს უკვე მართავს.
18 ივნისი 2026, 20:52
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაციამ ბელგიაში ვიზიტი დაასრულა. „ქრონიკა“ ბრიუსელიდან
ერთ-ერთი ბოლო - საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. შიდა საქმეებსა და არჩევნებში ჩარევა, სანქციების იძულება - ქართულმა მხარემ ბელგიურს ეს და სხვა პრობლემური საკითხები გააცნო.
18 ივნისი 2026, 20:38
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალან მიჩელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ, შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტთან, ალან მიჩელთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 20:30
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიცავს მანიპულაციურ და არასწორ ჩანაწერებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტის რეზოლუცია, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის მექანიზმთან დაკავშირებული დებულებები შეაფასა.
18 ივნისი 2026, 20:30
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის გაფართოების საკითხი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე გააქტიურდა
ფაქტია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბარი სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ გააქტიურდა უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ქალბატონი რასა ადასტურებს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


