თამაზ თამაზაშვილი პროკურატურას გიორგი სანაიას მკვლელობის გამოძიებას სთხოვს
თამაზ თამაზაშვილი
ფოტო: youtube
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი თამაზ თამაზაშვილი ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობასთან კავშირს უარყოფს და გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავს. ამის შესახებ ადვოკატმა ლალი გელაშვილმა Facebook-ზე დაწერა.
ადვოკატის თქმით, კოტე ციხისთავის მიერ ტელეეთერით გაჟღერებული განცხადებები თამაზაშვილის ცილისწამებაა. ლალი გელაშვილი დასძენს, რომ თამაზ თამაზაშვილი მზადაა გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ჩვენება მისცეს და კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რომ ციხისთავის ე.წ. სკანდალური განცხადება არის მორიგი ბინძური ცილისწამება.
ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების თხოვნით მთავარ პროკურატურას თამაზაშვილმა 20 თებერვალს მიმართა.
2001 წელს, საკუთარ სახლში მოკლული, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს.
ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლეს. მას გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობა კეფის არეში ჰქონდა მიყენებული. სანაიას მკვლელობისთვის გაასამართლეს გრიგოლ ხურცილავა (ზედმეტსახელად გრიცკო). სამივე ინსტანციის სასამართლომ მკვლელობა სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა. 2013 წელს ხურცილავას ამნისტია შეეხო და ციხიდან გათავისუფლდა. გიორგი სანაიას ოჯახს გამოძიების ამ ვერსიის არასდროს სჯეროდა და სხვადასხვა დროს საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვდა.
18 თებერვალს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არხს "ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრი, კონსტანტინე ციხისთავი დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად ციხეშია". ტელეკომპანიის ცნობით, ციხისთავი ამტკიცებს, რომ გიორგი სანაია შოთა ჭაჭიაშვილმა მოკლა და რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა [შევარდნაძის] მთავრობაში დაიგეგმა; ციხისთავმა სანაიას მკვლელობის დამკვეთებს შორის კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილიც (ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი) დაასახელა; ციხისთავმა ახსენა ასევე ვიდეომასალა, რომელიც წლების განმავლობაში ფიგურირებდა სანაიას საქმეში და განაცხადა, რომ ეს ვიდეო მასალა მათი ბანდის წევრებმა გადაიღეს (შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი დეპუტატი ელენე თევდორაძე, დღესაც მკვლელობის მოტივად გიორგი სანაიასთვის პანკისიდან ჩამოტანილ ვიდეოკასეტას ასახელებს, რომელზეც მისი თქმით, „ნარკოტიკებზე იყო საუბარი“. თევდორაძის მტკიცებით კასეტა მას პანკისიდან გამოუგზავნეს, მან კი ის სანაიას პარლამენტის ფოიეში გადასცა. ოფიციალური გამოძიების საქმის მასალებში კასეტა არ ფიგურირებდა).
კონსტანტინე ციხისთავი, 2000-იან წლებში პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების მოწმე და ბევრი კრიმინალური საქმის უშუალო შემსრულებელია, მის სახელს უკავშირდება, ესპანელი ბიზნესმენების, პეტრე ცისკარიშვილისა და სხვათა გატაცება თუ მკვლელობაა.
რაც შეეხება შოთა ჭიჭიაშვილს, ის ფიგურირებს დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეშიც. თარგამაძის მტკიცებით, მისი მანქანის აფეთქების უკან სწორედ ჭიჭიაშვილი დგას. თარგამაძის მანქანა 2016 წლის 4 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ თბილისში, ათონელის ქუჩაზე ააფეთქეს. ამ საქმეში ბრალდებული დავით (დრაჩო) ხეჩუაშვილია, რომელმაც მომხდარის შემდეგ ქვეყანა დატოვა. საქმეში ასევე ფიგურირებენ ხეჩუაშვილის სიძე და დიმიტრი აბრამიშვილი, რომელიც არსებული ინფორმაციით შოთა ჭიჭიაშვილის ახლობელია. თავად ჭაჭიაშვილმა თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან კავშირი უარყო.
შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილმა ციხე 2013 წლის 3 ივნისს, ამნისტიის საფუძველზე დატოვა. მას ადამიანის გატაცებებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 11:54
სამართალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
12 ივლისი 2026, 11:51
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
12 ივლისი 2026, 11:48
სამართალი
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
12 ივლისი 2026, 11:43
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს
„მოკლულები უსახელოდ არ უნდა დარჩნენ. პოლონეთის რესპუბლიკა არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მაგრამ მეხსიერება სიძულვილს არ უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა მან.
12 ივლისი 2026, 11:37
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.
12 ივლისი 2026, 11:29
მსოფლიო
კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა
„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.
12 ივლისი 2026, 11:25
მსოფლიო
CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება
CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.
12 ივლისი 2026, 11:24
სპორტი
თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.
12 ივლისი 2026, 11:18
სამართალი
ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა
„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.
12 ივლისი 2026, 11:18
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ
წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
12 ივლისი 2026, 11:01
რეგიონი
სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა
თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.
12 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა


