რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე საქართველოში ჩამოდის
ზაზა ბაქრაძე
ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იყო, საქართველოში ჩამოდის. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ბაქრაძე უკვე თვითმფრინავშია და თბილისში რამდენიმე საათში იქნება. ბაქრაძე რობაქიძის საქმეზე გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას აპირებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.
ზაზა ბაქრაძემ რამდენიმე კვირის წინ რობაქიძის საქმეზე მისთვის წარდგენილი ბრალი მედიასთან აღიარა და საქმის გაყალბების დეტალებზე ისაუბრა.
ზაზა ბაქრაძემ საქართველო 2012 წელს დატოვა, მან საზღვარგარეთ გაიგო, რომ მასზე საქართველოში ძებნა გამოცხადდა.
ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე, 2004 წლის 24 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან, სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურაბ მიქაძეს წაუყენა.
ყველა სიახლე
23 აგვისტო 2026, 11:34
მსოფლიო
დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს
დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს. ქვეყნის ხელისუფლება უკრაინის დასავლეთ და ცენტრალური, 14 ოლქის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ტერიტორიებად გამოცხადებას, და შესაბამისად აღნიშნული ტერიტორიებიდან გაქცეულების მიღების აკრძალვას გეგმავს.
23 აგვისტო 2026, 11:24
მსოფლიო
„დარწმუნებული ვარ, შედეგის მიღწევას შევძლებთ“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა. იოჰან ვადეფული გეგმავს ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განხილვას, კერძოდ, უპილოტო სისტემების ერთობლივ შემუშავებას, ასევე უკრაინასა და გერმანიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას.
23 აგვისტო 2026, 11:24
მსოფლიო
ფედოროვის განცხადებით, ომის ძლიერი პოზიციიდან დასრულებაში უკრაინას კორუფცია უშლის ხელს
„უამრავი ადამიანია, რომელთაც სხვადასხვა სქემა შექმნეს და საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან, რის გამოც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აფერხებენ. ეს თავდაცვის სამინისტროში ყოფნისას საკუთარ თავზეც გამოვცადე. ამას ვებრძოდი. იქ ეს სქემები დავანგრიე და მათ მოქმედებას ვაჩერებდი. ბევრი სამართალდამცველი ამას მხარს უჭერს. ბევრი ადამიანი კი ასეთ სქემებს ქმნის. ეს საკითხი ერთ კონკრეტულ პროექტს ან ხელისუფლების რომელიმე ერთ შტოს არ ეხება. უკვე აღარ გვიკვირს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალი ჩანაწერების გამოჩენა. ისინი ყოველ კვირას რომ გამოქვეყნდეს, უკვე იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელ საზოგადოებას ესმის - ყველა იპარავს, მაგრამ ეს ნორმალური არ არის“, - აცხადებს ფედოროვი.
23 აგვისტო 2026, 11:22
მსოფლიო
უკრაინამ „ოზონის“ კიდევ ერთ საწყობს დაარტყა
უკრაინა რუსულ ეკონომიკაზე დარტყმებს განაგრძობს. კომპანია „ოზონის“ საწყობი ორენბურგის ოლქში გაანადგურა. ეს კომპანიის მეორე ჰაბია, რომელიც უკრაინული დრონების სამიზნე გახდა. წინა დღით, დრონებმა „ოზონის“ საწყობი სამარაში დააზიანეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მსხვილ ცენტრებზე სისტემატური დარტყმებით მოწინააღმდეგის ლოჯისტიკას ართულებს და ნეგატიური გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე.
23 აგვისტო 2026, 11:16
რეგიონი
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მეშვიდე ნაკადის მონაწილეებს პარლამენტის წევრები, ასევე მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი შეხვდნენ
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მეშვიდე ნაკადის მონაწილეებს პარლამენტის წევრები, ასევე მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი შეხვდნენ. ინტერაქციულ რეჟიმში სტუმრებმა ახალგაზრდებს თავიანთი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის როლზე იმსჯელეს. სხვადასხვა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით მოისმინეს მათი მოსაზრებები.
23 აგვისტო 2026, 11:10
მსოფლიო
რა ვითარებაა ყაზახეთში, სადაც ახალ პარლამენტს ირჩევენ. „ქრონიკა“ ასტანიდან
5 საათია, ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 12-მა მილიონმა ამომრჩეველმა ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს. ახალი კონსტიტუციით იცლება საკანონმდებლო ორგანოს მოწყობის წესი. ასტანაში იმყოფება „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი, რომელიც არჩევნების მსვლელობას აკვირდება.
23 აგვისტო 2026, 11:06
კულტურა
ბათუმში ნუცა ბუზალაძის სოლო შოუს პრემიერა გაიმართა
ამერიკელი მუსიკოსებისგან შემდგარ ბენდთან ერთად მომღერალმა ახალი სიმღერები და მსმენელისთვის საყვარელი ქართული და უცხოური კომპოზიციები, ახალი არანჟირებით შეასრულა. ნუცას ლაივ შოუმ სცენაზე ცოცხალი მუსიკა, ცეკვა, ქართველ შემსრულებლები, თანამედროვე სასცენო ტექნოლოგიები და თეატრალიზებული სანახაობა გააერთიანა. მომღერალი ახალ სოლო შოუს სულ მალე ლოს-ანჯელესშიც წარადგენს.
23 აგვისტო 2026, 10:56
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ისრაელს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება🏀
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ისრაელთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. თამაში თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება. შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება.
23 აგვისტო 2026, 10:55
საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო, რომელშიც 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) 60 ახალგაზრდა მონაწილეობს. მონაწილეები ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტები არიან.
23 აგვისტო 2026, 10:37
მსოფლიო
ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
კენჭისყრა ადგილობრივი დროით 07:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება, თუმცა პირველი ოფიციალური შედეგები მხოლოდ შუაღამის შემდეგ გამოქვეყნდება, რადგან ამ დრომდე ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია.
23 აგვისტო 2026, 09:57
პოლიტიკა
დავით საყვარელიძე: 2008 წლის აგვისტოს ომი საკმაოდ მძიმედ აისახა. წინა დღეს სხვა განწყობა იყო, ხალხში მაინც იყო იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება რაღაც ფორმით აღვადგინოთ, მაგრამ მეორე დილას, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან ნახევარ ნაბიჯში იდგა. მისი თქმით, ომის დაწყებამ საზოგადოების განწყობა მკვეთრად შეცვალა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი უეცრად უმძიმეს რეალობად იქცა.
22 აგვისტო 2026, 21:58
სპორტი
სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.
22 აგვისტო 2026, 21:30
მსოფლიო
მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გერმანიაში ხელისუფლების მილიტარისტულ პოლიტიკას აპროტესტებენ. მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას, რაც თავდაცვის ხარჯების ზრდას ითვალისწინებს, პროტესტი ამჯერად ბერლინში გამოუცხადეს და ხელისუფლებას სოციალური სექტორის დაფინანსების გაზრდისკენ მოუწოდეს.
22 აგვისტო 2026, 20:36
მსოფლიო
ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან
ახალი კონსტიტუციით, ორპალატიანი პარლამენტი ერთპალატიანად გარდაიქმნება. ასტანაში არჩევნებს „ქრონიკა“ გააშუქებს.
22 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრევენციისთვის სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, პიკური აქტივობის პერიოდში მზეზე ყოფნა შეზღუდონ. ატარონ ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე.
22 აგვისტო 2026, 20:28
პოლიტიკა
ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პატიმარი სააკაშვილი კი ირწმუნება, რომ მისი პარტია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გვარამიას ჰგონია და ფასის დაკლებას არ აპირებს. ასევე, სააკაშვილი თანამებრძოლებს მოუწოდებს წარსულში დატოვონ ყოფილები, რადგან სიბინძურეებით გაიყიდნენ.
22 აგვისტო 2026, 20:18
სამართალი
აღკვეთილი ნარკოდანაშაულები, სამართალდამცველების ეფექტიანი ბრძოლა, ამოღებული დიდი ოდენობით ნივთიერებები და კიდევ რამდენიმე დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველი სამართალდამცველები რეგულარულად ატარებენ ოპერაციებს და ნარკოტიკების გასაღების მცდელობისთვის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აკავებენ.
22 აგვისტო 2026, 20:15
რეგიონი
უნიკალური კურორტის ახალი სიცოცხლე - აბასთუმანს ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდება და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა მოეწყობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი უკვე განხორციელებულია. გზის რეაბილიტაცია კი სამცხე-ჯავახეთს იმერეთთან, ბევრად უსაფრთხო და კომფორტული მონაკვეთით დააკავშირებს. პროექტებს საფუძველი „ფონდმა ქართუმ“ ჩაუყარა.
22 აგვისტო 2026, 19:09
რეგიონი
რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა
საქართველოს მთავრობისთვის აბასთუმნის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო.
22 აგვისტო 2026, 18:42
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ნაკრები ხვალ, 23 აგვისტოს, 19:15 საათზე თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება. 28 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში შინ მონტენეგროს უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას ეწვევა.


