„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით ახალი რეგულაციები ცნობილია
ფოტო: shutterstock.com
პარლამენტმა 86 ხმით - ერთხმად, „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის სისხლისსამართლებრივი ნორმების გამკაცრებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას myadvokat.ge-ი ავრცელებს.
პლენარულ სხდომაზე 23 მარტს პირველი მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისი თანმდები კანონპროექტები.
ექვსი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა და მიზნად ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას ისახავს.
მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, იცვლება „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“, „ქურდული გარჩევის“ დეფინიციები და ემატება ისეთი ტერმინები, როგორიცაა: - “ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება“. ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული დეფინიციები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„ქურდული სამყარო“ - პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე.
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობა - „ქურდული სამყაროს“ წევრის ან “კანონიერი ქურდის“ მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, „ქურდული შეკრების/გარჩევის“ გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით “ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ ან სხვა პირისთვის სარგებლის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება.
„ქურდული სამყაროს“ წევრი - პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე, პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ.
„კანონიერი ქურდი“ - პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირთა გარკვეულ ჯგუფს.
„ქურდული გარჩევა“ - “ქურდული სამყაროს“ წევრის/“კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით.
„ქურდული შეკრება“ - ორი ან მეტი პირის შეკრება ან ნებისმიერი ფორმით დაკავშირება (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით) „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის ან ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.
შესაბამისი ცვლილებები, გამკაცრების კუთხით, შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც, კერძოდ:
„ქურდული სამყაროს“ წევრობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე; “კანონიერი ქურდობა“ - თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე; “ქურდული შეკრების“ ორგანიზება ან მასში მონაწილეობა - თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე; ნებისმიერი ქმედება ჩადენილი პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და სურდა ან უშვებდა, რომ თავისი აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას - თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
პირის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“, ან მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის გადაწყვეტილების მიღებაზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ რაიმე ქმედება ან/და დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი – თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
ყველა სიახლე
02 მაისი 2026, 15:18
სპორტი
საქართველოს შვიდქალა ნაკრებმა, რომელიც რაგბი ევროპის ალაფისთვის ემზადება, პირველი მოსამზადებელი ტურნირი მონაკოში გამართა და სამი თამაშიდან ერთი გამარჯვებით დაასრულა
გიორგი მაისურაძის გუნდმა ბოლო შეხვედრაში იტალიის ნაკრების მორაგბეებით დაკომპლექტებულ: პრეტორიასთან“ 22-12 მოიგო. ამ შეხვედრაში ლელოები მანონი საღარაძემ, თეონა ჩიტაიშვილმა, ლიკა ხუფენიამ და ანა ხაბულიანმა მიითვალეს.
02 მაისი 2026, 15:15
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში ტრადიციული ფესტივალებისა და ღონისძიებების სეზონი გაიხსნა
დღის განმავლობაში პარკში არაერთი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი. ცენტრალურ მოედანზე უკვე დაიწყო ადგილობრივი პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
02 მაისი 2026, 15:00
რეგიონი
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე - „იუნივერსითი“ გაიხსნა
პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მერიის თანამშრომლობით შემუშავდა. ის უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო მიმართულებებს აერთიანებს.
02 მაისი 2026, 14:59
რეგიონი
ქუთაისში „გვირილობა“ გრძელდება
ცენტრალურ ბულვარში, სპორტული შეჯიბრებები, კულტურული ღონისძიებები და მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს სახალხო დღესასწაულზე, გაიმართება სიმფონიური ორკესტრის კონცერტი და დააჯილდოებენ საპატიო ქუთაისელებს.
02 მაისი 2026, 14:56
მსოფლიო
ტრამპმა კუბას ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გაფართოების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 14:44
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: არ ვურჩევ არავის, რომ საპატრიარქოზე მადისკრედიტირებელი განცხადებებით შეეცადონ პოლიტიკური ქულების დაწერას
არ ვურჩევ არავის, რომ საპატრიარქოზე მადისკრედიტირებელი განცხადებებით შეეცადონ პოლიტიკური ქულების დაწერას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ დოროთე ყურაშვილის განცხადების კომენტირებისას.
02 მაისი 2026, 14:41
მსოფლიო
Reuters: ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს
ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი გაეროში ჩინეთის ელჩზე, ფუ ცოტგზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 მაისი 2026, 14:37
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება?
დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი, იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება? - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე მუშაობის შეფასებისას.
02 მაისი 2026, 14:36
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი დოროთე ყურაშვილზე: ეს არის ანაფორით შემოსილი, რადიკალების რიგებში მდგომი ადამიანი, რომელიც ცდილობს, დისონანსი შეიტანოს ქართულ ეკლესიაში და ცილი დასწამოს პატრიარქის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი დოროთე ყურაშვილის განცხადებას მედიასთან აფასებს და მას ფსევდომოძღვრად მოიხსენიებს.
02 მაისი 2026, 14:22
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიციირებენ
განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიციირებენ, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
02 მაისი 2026, 14:21
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი - ჩვენთან ამ ყველაფერს „რუსულს“ ეძახიან, თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული
ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ მტრული საქმიანობის ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებაზე მუშაობას მედიასთან აფასებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბრიტანულ კანონმდებლობასა და ორმაგ სტანდარტებზე აკეთებს აქცენტს.
02 მაისი 2026, 14:16
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის მასშტაბური რეფორმა დააანონსა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის მასშტაბური რეფორმა დააანონსა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
02 მაისი 2026, 13:52
მსოფლიო
რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი გვიან ღამით რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ინფორმაციას რუმინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 მაისი 2026, 13:19
მსოფლიო
მედია: ჩეხეთმა რობერტ ფიცოს მოსკოვში 9 მაისს გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცე გაუხსნა
ჩეხეთის ხელისუფლებამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასასწრებად საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება მისცა. ინფორმაციას ჩეხური მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 მაისი 2026, 12:57
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე: ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების დიდი ნაწილი თავად უნდა უზრუნველყოს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი აშშ-ის ხელისუფლების მიერ გერმანიიდან 5 ათასი ამერიკელი სამხედროს გაყვანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპელებმა საკუთარი უსაფრთხოების დიდი ნაწილი თავად უნდა უზრუნველყონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 12:55
ეკონომიკა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
პროექტები აერთიანებს: თბილისის, გორის, სამტრედიის, წყალტუბოს, ზუგდიდის, მესტიის, საჩხერის, ზესტაფონის, საგარეჯოს, ახალციხის, გარდაბნის, თელავისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სკოლებს. მათ შორისაა სოფელ ატენის, ქვიტირის, შამგონას, ქვედა საზანოს, მანავის, ახალსოფლისა და ფშაველის საჯარო სკოლები, ასევე სამტრედიის N11, მესტიის N1, საჩხერის N1, ჭორვილას, ახალციხის N2, თბილისის N64 და ჭიათურის N2 სკოლები.
02 მაისი 2026, 12:32
მსოფლიო
New York Post: ირანი ამერიკულ გემებზე თავდასხმისთვის კამიკაძე-დელფინების გამოყენებას განიხილავს
ირანის ხელისუფლება ამერიკულ გემებზე თავდასხმისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას ახდენენ, კამიკაძე-დელფინების გამოყენებას აპირებს. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 12:06
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
02 მაისი 2026, 12:06
კულტურა
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის იუბილეს ფარგლებში კონცერტი გაიმართა
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის იუბილეს ფარგლებში კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა.
02 მაისი 2026, 11:57
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: თავად ცდილობენ ასეთი ტიპის კანონმდებლობის დაჩქარებული წესით მიღებას მაშინ, როდესაც საქართველო მათი მხრიდანაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში იყო მოქცეული
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ მტრული საქმიანობის ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებაზე მუშაობას აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილებების გამო საქართველო კრიტიკის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული.


