დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე დააკავეს
ფოტო: youtube
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი - 1986 წელს დაბადებული ასლან ბეჟანიძე თბილისში დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირზე, დ.ო.-სა და ა.ბ.-ს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ა.ბ.-მ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დ.ო.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი დ.ო., მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2016 წლის 26 მარტს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ა.ბ. დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და მას პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საგამოძიებო უწყების მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ ბრალდებული გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ა.ბ.-ს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით“, - წერია შსს-ს განცხადებაში.
დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, უზენაესმა სასამართომ ბეჟანიძე ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.
ყველა სიახლე
15 ივნისი 2026, 09:57
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს.
15 ივნისი 2026, 09:57
მსოფლიო
რობერტ ქოჩარიანს სომხეთიდან გასვლა აუკრძალეს
თითქმის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთში 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქრთამის აღების მცდელობებზე ისაუბრა და კორუმპირებული პირების დევნა დააანონსა, თუმცა მათი სახელები არ დაუკონკრეტებია.
15 ივნისი 2026, 09:55
პოლიტიკა
მაჭავარიანი: მათ სურთ, პოლიციელებს „მწამებლების“ იარლიყი მიაწებონ და პოლიციელობა სამარცხვინო პროფესიად დაბრენდონ. ჩვენი პოლიციელები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ევროპის წამყვანი ქვეყნების სამართალდამცველები - ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებო, თქვენ ხართ გმირები
იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ჩვენმა სამართალდამცველებმა რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების ხუთი რევოლუციური სცენარი გაანეიტრალეს და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი საფრთხე აარიდეს თავიდან, ამ მავნებლებმა თავიანთ მედიასაშუალებებთან ერთად ჩვენი გმირი პოლიციელების გაშავების კამპანია დაიწყეს, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
15 ივნისი 2026, 09:48
საზოგადოება
კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია თანმიმდევრულ პოლიტიკაში?” და „რამდენად ეფექტურად ავსებენ არაფორმალური კოორდინაციის მექანიზმები სამინისტროებს შორის კოორდინაციის ფორმალურ მექანიზმებს?
15 ივნისი 2026, 09:46
მსოფლიო
აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასები ეცემა
გლობალური ნავთობის ეტალონის, „Brent“-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 4.8%-ით შემცირდა და ბარელზე $83.18 შეადგინა, ხოლო ამერიკულ ბირჟებზე ვაჭრობისას ნავთობის ფასმა 5.6%-ით დაიკლო და $80.13-ზე ჩამოვიდა.
15 ივნისი 2026, 09:32
მსოფლიო
სომხეთის ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები აქციის ფონზე გამოაცხადა
პრორუსი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის ბლოკს „ძლიერ სომხეთს“ 23,27% ერგო. 9,92%- ით მესამე ადგილზე ექს-პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ გავიდა. მილიარდერის, გაგიკ ცარუკიანის პარტია კი პარლამენტს გარეთ დარჩა. პოლიტიკურმა ძალამ 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
15 ივნისი 2026, 09:29
მსოფლიო
ჟენევაში „დიდი შვიდეულის“ საწინააღმდეგო დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
დემონსტრანტებმა „დიდი შვიდეულის“ სამიტს მდიდრების შეხვედრა უწოდეს, მათი მტკიცებით ლიდერები მშვიდობაზე ზრუნვის ნაცვლად, ხალხზე ფულით და ძალაუფლებით ზეწოლას ახდენენ. აღსანიშნავია რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მთავარი თემები, ირანსა და უკრაინაში ომის მოგვარების გზები იქნება.
15 ივნისი 2026, 09:24
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები გამართა
„განვიხილეთ მრავალი საკვანძო თემა. საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ ძალიან დეტალურად. პრეზიდენტ ტრამპის დღევანდელი სიტყვები აბსოლუტურად სწორი იყო, განსაკუთრებით ყირიმთან დაკავშირებით, ყველაფერი სწორედ რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცებით დაიწყო და მაშინ რომ ძლიერი ლიდერობა ყოფილიყო, ომი საერთოდ არ იქნებოდა... შევთანხმდით ჩვენს შეხვედრაზე, უახლოეს დღეებში ევროპაში გაიმართება „დიდი შვიდეულის“ ფორმატი, სადაც, რა თქმა უნდა, უკრაინა, ჩვენი თავდაცვა, ჩვენი შესაძლებლობები მშვიდობის მისაღწევად, მთავარ თემებს შორის იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
15 ივნისი 2026, 09:23
რეგიონი
დავით სონღულაშვილმა კახეთში სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2025-2026 სასწავლო წლის სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო. მინისტრმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების შემდგომ გზაზე.
15 ივნისი 2026, 09:09
სპორტი
UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია დამარცხდა
UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია დამარცხდა.
15 ივნისი 2026, 09:08
კულტურა
მომღერალი ოლივერ თრი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა
ოლივერ თრი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა When Iʼm Down, Life Goes On, Alien Boy და Hurt. სიმღერაზე All You Ever Wanted ვიდეორგოლი მომღერალს საქართველოში, დიდგორის მონუმენტთან ჰქონდა გადაღებული. ის 32 წლის იყო. მომღერალი რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.
15 ივნისი 2026, 08:53
რეგიონი
თელავში, წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
თელავში, წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. ღონისძიება ყოველწლიურად, სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით იმართება. 2025-2026 სასწავლო წლებში რეგიონის მასშტაბით, სკოლა ოქროს და ვერცხლის მედალზე 462 მოსწავლემ დაამთავრა.
15 ივნისი 2026, 08:29
საზოგადოება
თბილისში, მეტეხის ქუჩაზე ხანძარი იყო, დაშავდა ერთი ადამიანი
თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, მეტეხის ქუჩაზე, გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვასა და მესამე სართულზე ერთ-ერთ ბინას გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები ოპერატიულად იყვნენ მობილიზებული.
15 ივნისი 2026, 08:18
პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
15 ივნისი 2026, 08:06
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
15 ივნისი 2026, 04:49
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: ნეთანიაჰუ ძალიან მადლობელი უნდა იყოს - ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა, ისრაელი ორ საათსაც ვერ იარსებებდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The New York Times-ს განუცხადა, რომ თუ ირანი ვერ მიაღწევს საბოლოო ბირთვულ შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იგი განაახლებს სამხედრო თავდასხმებს თეირანზე ან ამერიკის შეერთებულ შტატებს „ახლო აღმოსავლეთის მფარველად“ აქცევს, რეგიონის შემოსავლების 20%-ის სანაცვლოდ.
15 ივნისი 2026, 04:34
მსოფლიო
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით - დაბომბვის დროს კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
15 ივნისის ღამეს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. დაბომბვის დროს კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
15 ივნისი 2026, 04:17
მსოფლიო
The New York Times: ტრამპმა შეაქო ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ირანთან კონფლიქტის მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაზეთ The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის გადასახადების გარეშე გახსნას.
15 ივნისი 2026, 04:04
მსოფლიო
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები მზად არიან გააუქმონ შესაბამისი სანქციები, ირანის მიერ საკუთარ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გადადგმული მკაფიო და გადამოწმებადი ნაბიჯების საპასუხოდ
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში „ჰორმუზის სრუტის სასწრაფოდ გახსნა და ნაოსნობის უპირობო და შეუზღუდავი თავისუფლების უზრუნველყოფა“ მოითხოვეს.
15 ივნისი 2026, 03:56
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი ირანთან შეთანხმებას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამუშაო კიდევ ბევრია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კვირას ირანთან მიღწეულ შეთანხმებას „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიდი მომენტი“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ სამუშაო კიდევ ბევრია.


