imedi /  05 აპრილი 2018, 09:34 / სანდო წყარო

ტყიბულში მომხდარზე შსს განცხადებას ავრცელებს

ტყიბულში მინდელის შახტაში  მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გამოძიების პირველადი ინფორმაციით,  შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების  დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლის მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა  გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი  ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972  წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა   ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა  პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა  გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად,  გარდაიცვალნენ. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მყოფი მუშების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა,"- წერია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინციდენტი დილით დაახლოებით 4 საათზე მინდელის შახტაში მოხდა.

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2021, 12:36

საზოგადოება

დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:30

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონი“, შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ დღეს არსებული ვაქცინები, მაღალი ალბათობით, ლეტალობისგან დაგვიცავს

„დღესაც დელტა შტამის გავრცელება ძირითადად აუცრელ პირებში გვაქვს, სამიზნე დელტა შტამისთვის აუცრელი მოსახლეობაა და მოლოდინი გვაქვს, რომ ომიკრონისთვისაც ასე იქნება. უცრელი მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვდება ჰოსპიტალში, ანუ ჰოსპიტალიზებული პირების უდიდესი ნაწილი არის აუცრელი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. მისი თქმით, დღეს არსებული ვაქცინები, დიდი ალბათობით კორონავიუსის ახალი ვერსიის - ომიკრონისგანაც დაგვიცავს.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:18

COVID19

თამარ გაბუნია: კორონავირუსის ნებისმიერი ვარიაციისგან, ყველაზე ეფექტიანად, პირბადე და სოციალური დისტანცირება იცავს

პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც დაიძრა „ომიკრონი“. ეს იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და, ასევე, სამხრეთ აფრიკის გარდა, გარშემო მდებარე რვა ქვეყანა. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები და ნებისმიერ პირი, ვინც იქ ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა, 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 12:13

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ სტრუქტურაში იმაზე მეტი მუტაციაა, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში იყო - ჯანმო-ს რჩევა კვლავაც არის ის, რომ უნდა ავიცრათ

„კორონავირუსმა კიდევ ერთხელ, „დელტა“ შტამის ჩამოყალიბების შემდეგ, ძალიან საყურადღებო და საგანგაშო მუტაცია განიცადა და „ომიკრონის“ ვარიაციის სახით ჩამოყალიბდა. მის სტრუქტურაში იმაზე მეტი მუტაციაა, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაში იყო“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 11:58

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში, მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა დგება არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ - ასეთია ტრანსპორტი

„თავდაპირველად, მწვანე საშვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ მოსახლეობას ბაზისური საჭიროებები არ უნდა შეზღუდვოდა, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალი შტამის - „ომიკრონის“ საფრთხეზე, რეალურად, დგება მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ. რა თქმა უნდა, ასეთია ტრანსპორტი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 11:40

COVID19

თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტზე: რეგულაციისგან თავის დასაღწევად, თუ ადამიანებმა შემოვლითი გზების ძიება დაიწყეს, შედეგს არ უნდა ველოდოთ

აზრთა ყველაზე მეტი სხვადასხვაობა გადატანილი დაავადების სტატუსმა გამოიწვია. ევროპის ქვეყნებში, პირობითად, ესეც ექსპერტებთანაა შეთანხმებული, კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილებაა - აღებულია 6 თვე, რომელიც საკმარის გარანტად მიიჩნევა, რომ ადამიანი ამ პერიოდში არ დაინფიცირდება, ინფექციის გავრცელების საფრთხეს არ წარმოადგენს და ინფექციის მატარებელი არ იქნება. ამდენად, ეს 6 თვე არის პირობითი ვადა, რომელზეც ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა.

05 დეკემბერი 2021, 11:22

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის (Nato Core Team) წარმომადგენლები დაესწრნენ.

05 დეკემბერი 2021, 11:11

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 413 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 413-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 234 180 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

05 დეკემბერი 2021, 11:05

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 10:57

COVID19

თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედებაზე: იყო გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები, თუმცა, მთლიანობაში, კარგია, რომ პროცესი დაიძრა

პირველი დეკემბრიდან, სამი დიდი სეგმენტის მიმართულებით დავიწყეთ მწვანე პასპორტის გამოყენება. ჯერჯერობით, ჩვენი მონიტორინგი მეტად მხარდამჭერი ხასიათის იყო, რადგან, მნიშვნელოვანია დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შემდეგ - მითითება. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები, თუმცა, მთლიანობაში, კარგია ის, რომ პროცესი დაიძრა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „დილის შოუს“ ეთერში.

05 დეკემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,04%-ია

5 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,04%, ბოლო 14 დღეში - 8,63%, ხოლო 7 დღეში - 8,33%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

05 დეკემბერი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 410 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

05 დეკემბერი 2021, 10:45

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

რომის პაპი ფრანცისკე

05 დეკემბერი 2021, 10:42

მსოფლიო

რომის პაპი საბერძნეთში მცხოვრებ მიგრანტებსა და ლტოლვილებს შეხვდება

რომის პაპი, კუნძულ ლესბოსზე, დროებით მიმღებ ცენტრში, მიგრანტებსა და ლტოლვილებს შეხვდება. მავროვუნის ბანაკს თავს 2 300-მდე ადამიანი აფარებს. მათი უმეტესობა ავღანელია. ბანაკში მცხოვრები კათოლიკეები პაპის დაგეგმილ ვიზიტს იმედით ელიან.

05 დეკემბერი 2021, 10:35

სამართალი

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ხანძარია. ვიდეო

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს.

05 დეკემბერი 2021, 10:15

რეგიონი

ოზურგეთში, 300 შშმ პირს სასურსათო პროდუქტები გადასცეს

გურიაში მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერა გრძელდება. ამჯერად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, 300 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტები დაურიგდა.

05 დეკემბერი 2021, 10:04

სპორტი

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ სპორტულ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა მშვილდოსნობის ფედერაციასთან გამართეს.

05 დეკემბერი 2021, 10:00

მსოფლიო

საფრანგეთმა ავღანეთიდან 300-ზე მეტი ადამიანი გაიყვანა

საფრანგეთმა ავღანეთში საევაკუაციო მისია ჩაატარა და ქვეყნიდან 258 ავღანელი, 11 ფრანგი, 60-მდე ჰოლანდიელი და სხვა ეროვნების ადამიანთა ჯერჯერობით დაუზუსტებელი რაოდენობა გაიყვანა.

05 დეკემბერი 2021, 09:44

მსოფლიო

ინდონეზიაში, ვულკანის ამოფრქვევას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე ვულკან სემერუს ამოფრქვევას 13 ადამინი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით ადამიანი. ვულკანის გააქტიურების შემდეგ, ჩაინგრა ხიდი, რომელიც ადგილობრივებს მეზობელ დასახლებასთან (Lumajang) აკავშირებდა. ამას მოსახლეობის პანიკა მოჰყვა.

05 დეკემბერი 2021, 09:31

მსოფლიო

მედია: აზერბაიჯანმა სომხეთს 10-ზე მეტი სამხედრო ტყვე გადასცა

ყარაბაღის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა სომხეთს 10-ზე მეტი სამხედრო ტყვე გადასცა. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების თანახმად, ჯარისკაცები 16 ნოემბერს დააკავეს და მათ გათავისუფლებაში შუამავლის როლი რუსეთმა შეასრულა.