დაკავებულის დედა: პოლიციამ ჩხრეკისას ანტიკვარული ნივთები დააზიანა
დაკავებულის სახლი
ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებული ერთი პირის სახლის ამსახველი ფოტომასალა imedinews-ს დაკავებულის დედამ მიაწოდა. მისი თქმით, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახლში ჩხრეკა ღამის 01:00 საათზე დაიწყო.

დაკავებულის დედა ამ ეტაპზე ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. მისი 29 წლის შვილი სახლიდან აიყვანეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.
ქალბატონი ამბობს, რომ სახლში საყოფაცხოვრებო ნივთები და ანტიკვარული სურათები დაუზიანეს.

ნარკორეალიზაციის ბრალდებით სამართალდამცველებმა 8 პირი გვიან ღამით კლუბებში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპრაციის დეტალებზე 12 საათზე ბრიფინგი დაინიშნა.
ყველა სიახლე
14 აპრილი 2026, 14:04
რეგიონი
ჩხოროწყუში სასაკლაოს გვერდის ავლით საქონლის დაკვლის ფაქტი გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შსს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს სამმართველოს და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 13:59
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც პასუხისმგებლობას, პრაგმატიზმს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება
თანამედროვე სამყაროში პოლიტიკა შეიცვალა. თუ ადრე სახელმწიფოებზე ზეწოლა ხშირად პირდაპირი კონფლიქტებით, სამხედრო დაპირისპირებით ან ღია პოლიტიკური კრიზისებით ხორციელდებოდა, დღეს სულ უფრო ხშირად გამოიყენება სხვა მეთოდები - უფრო დახვეწილი, გრძელვადიანი და ბევრად უფრო რთულად შესამჩნევი, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად შალამბერიძემ.
14 აპრილი 2026, 13:55
ეკონომიკა
ნათია თურნავა: საგაზაფხულო შეხვედრები უნიკალური პლატფორმაა საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირებისთვის
საგაზაფხულო შეხვედრები უნიკალური პლატფორმაა საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირებისთვის, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრების დაწყების წინ.
14 აპრილი 2026, 13:55
პოლიტიკა
შალამბერიძე: დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ერთიანობა და გააზრებული პოზიცია იქნება ის ძალა, რომელიც ნებისმიერ შეტევებს აზრს დაუკარგავს
„მინდა ამავე დროს საზოგადოებას პირდაპირ მივმართო. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სიფხიზლე. არ გავხდეთ პროვოკაციების ნაწილი, არ დავუშვათ, რომ ეჭვი და გაურკვევლობა გახდეს საზოგადოებრივი განწყობის საფუძველი. სწორედ ასეთ პირობებში იწყებს მუშაობას ყველაზე ძლიერი დაცვა… საზოგადოების გააზრებული პოზიცია. როდესაც საზოგადოება ხედავს მთელ სურათს, როდესაც ესმის პროცესების ლოგიკა, მაშინ ნებისმიერი საინფორმაციო შეტევა კარგავს თავის მთავარ ძალას, გავლენას საზოგადოებრივ განწყობებზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მომავალშიც იქნება მსგავსი მცდელობები. იქნება სხვადასხვა განცხადებები, სხვადასხვა შეფასებები და სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება პასუხისმგებლობას, პრაგმატიზმს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ საზოგადოების სიფხიზლე, ერთიანობა და გააზრებული პოზიცია იქნება ის ძალა, რომელიც ნებისმიერ მსგავს მცდელობას საბოლოოდ აზრს დაუკარგავს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
14 აპრილი 2026, 13:51
პოლიტიკა
მარიამ ლაშხმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
14 აპრილი 2026, 13:50
პოლიტიკა
შალამბერიძე: სახელმწიფოებზე გავლენა ხშირად არა ერთი დიდი დარტყმით, არამედ მრავალი მცირე შეტევის მეშვეობით ახდენენ. მათი მიზანია საზოგადოების ნაწილს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა გაუჩნდეს
„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ, როგორც საზოგადოება კარგად გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. ხშირად ასეთი შეტევების მიზანი არ არის ერთი კონკრეტული განცხადება ან ერთი ანგარიში. მათი მიზანია, რომ საზოგადოებაში ნელ-ნელა დაგროვდეს ეჭვი, გაჩნდეს გაურკვევლობა და გარკვეულ ნაწილს გაუჩნდეს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა. სწორედ ამიტომ ასეთი პროცესები განსაკუთრებით ეფექტური ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოება მათზე რეაგირებს ემოციურად იწყებს და იწყებს ამავე თემების გაუთავებელ გამეორებას. ასეთ შემთხვევაში პროვოკაციის ავტორები აღწევენ მთავარ მიზანს. ისინი თავად კი არ ავრცელებენ ნარატივს, არამედ ამას უკვე საზოგადოება აკეთებს. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთ რამეს გავუსვათ ხაზი. ძლიერი საზოგადოება არის ის საზოგადოება, რომელიც ხედავს არა მხოლოდ ცალკეულ მოვლენას, არამედ მთლიან სურათს“, - განაცხადა შალამბერიძემ.
14 აპრილი 2026, 13:50
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი: პარლამენტის დროებით კომისიას ექნება დასკვნა კონკრეტული რეკომენდაციებით, ნაბიჯებით და სტრუქტურული ცვლილებებით, რომელიც სექტორს კონკურენტუნარიანს გახდის
„პარლამენტის დროებითმა კომისიამ FMCG სექტორის 80-ზე მეტი წამყვანი კომპანიის საქმიანობა შეისწავლა საქართველოში, მათ შორის არიან როგორც მწარმოებლები, ასევე იმპორტიორები, დისტრიბუტორები და საცალო ქსელები. გავეცანით მათ ბიზნეს პროცესებს, საოპერაციო ხარჯებს, ფინანსურ მდგომარეობას და კაპიტალის სტრუქტურას. ასევე შევისწავლეთ შვიდი ევროპული ქვეყნის გამოცდილება საკვებ პროდუქტებზე ინფლაციასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდების შესახებ“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
14 აპრილი 2026, 13:49
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონგრესს უმასპინძლოს
იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ჯონ ბარკერს შეხვდა.
14 აპრილი 2026, 13:49
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: აუტიზმის გამოყენება შეურაცხმყოფელ კონტექსტში არის დისკრიმინაცია და აძლიერებს სტიგმას. გვარამიას მხრიდან ეს არ არის პირველი თავდასხმა შშმ პირთა მიმართ, მან სიძულვილის ენა ტრადიციად აქცია
როდესაც „ევროპელობას“ იჩემებენ საბჭოთა მენტალიტეტის მემკვიდრეები, ეს არის „პოლიტიკური ფარისევლობა“ და ყველას, ვინც შეურაცხყოფას აყენებს შშმ პირებს, მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ აუტიზმის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებას.
14 აპრილი 2026, 13:39
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ვიდრე ჩვენი ოპონენტები სხვის არჩევნებზე ზეიმობენ, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს უსაფრთხოებაზე, ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე
„ვულოცავ პიტერ მადიარს და მის პოლიტიკურ გაერთიანებას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. ყველამ, გამარჯვებულმაც და დამარცხებულმაც მიიღო არჩევნების შედეგები. ნორმალურ ქვეყნებში ასე ხდება, რომ დამარცხებული აღიარებს შედეგებს და წლების განმავლობაში ბოიკოტს არ უცხადებს პარლამენტს და ქვეყანას არ აჯანჯღარებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
14 აპრილი 2026, 13:38
მსოფლიო
მედია: თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. დაშავებულია 16 პირი
თურქეთის ქალაქი სივერექის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 13:27
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: არჩევნები მხოლოდ არჩევნებისთვის არ უნდა გვინდოდეს. ამომრჩეველზე ზრუნვა უნდა იყოს ყოველდღიური, ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი და ხელისუფლებაც, რა თქმა უნდა, მათ წუხილს უნდა ითვალისწინებდეს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. დეპუტატმა ისაუბრა მცხეთა-მთიანეთის პრობლემებზე და ხაზი გაუსვა, რომ დღემდე არსებობს ინფრასტრუქტურული, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის პრობლემები.
14 აპრილი 2026, 13:26
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, იუჯინ რუგენაათმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 13:20
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც საზოგადოებაში არსებობს კითხვები, უკმაყოფილება და მოლოდინები, საჭიროა არა მხოლოდ დაპირებები და დროის გაწელვა, არამედ რეალური ნაბიჯები და რაც მთავარია, ხალხთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია
„გულწრფელი თანამებრძოლები და ერთგული ამომრჩევლები თუ მხოლოდ საარჩევნო შედეგისთვის გვჭირდება, ისინი თავს უსასრულოდ არ გამოგვაყენებინებენ,“ - განაცხადა საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში გამოსვლისას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამომრჩეველთან მუდმივი კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები მეტ-ნაკლებად მოგვარდეს.
14 აპრილი 2026, 13:14
ეკონომიკა
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.
14 აპრილი 2026, 13:13
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის მიერ ბლოკადის გამოცხადების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში სამი ტანკერი შევიდა
აშშ-ის მიერ ბლოკადის გამოცხადების მიუხედავად ჰორმუზის სრუტე ირანთან დაკავშირებულმა უკვე მესამე ტანკერმა გაიარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 13:13
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი არ განისაზღვრება სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგით. ჩვენი სამშობლოს მომავალი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერის ეროვნული ინტერესებით!
დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ისმის, არის შემდეგი: როგორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს ისეთ მცირე სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა, სწრაფად ცვალებად და ხშირად არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოში? - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
14 აპრილი 2026, 13:10
კულტურა
ფილ კოლინზი, Iron Maiden-ი, Oasis-ი - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 2026 წლის წევრთა სია ცნობილია
ფილ კოლინზი, Iron Maiden-ი, Oasis-ი და Wu‑Tang Clan-ი იმ არტისტებს შორის მოხვდნენ, რომლებსაც 2026 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანენ, - იუწყება Associated Press-ი. სია ორშაბათს საღამოს, ტელეშოუ American Idol-ის ეთერში გამოცხადდა.
14 აპრილი 2026, 13:09
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: მაესტრო სტურუამ კიდევ ერთხელ შეძლო ის, რაც დიდ ხელოვანებს ძალუძთ - მან სცენაზე არა მხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს, წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა დიდი შემოქმედების გზა
არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი რობიკო სტურუას სპექტაკლს - „ვეფხისტყაოსანი“, რომლის პრემიერაც რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. გულწრფელად ვიტყვი - შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა მივულოცო არა მხოლოდ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს, არამედ მთლიანად ქართულ თეატრს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
14 აპრილი 2026, 13:04
პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, ბოლო პერიოდში კანონში შეტანილმა ცვლილებებმა შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება, მართვა და აღრიცხვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ შრომითი საქმიანობის, ხანგრძლივობისა და სპეციფიკის მიმართ დიფერენცირებული მიდგომების შემოღება და სამართლებრივი ურთიერთობების ცალკე რეჟიმში მოქცევაა აუცილებელი. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


