„იმედის“ და 7 ნოემბრის აქციის საქმეზე სააკაშვილის, კეზერაშვილის და ადეიშვილის განაჩენი ძალაში დარჩა
ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი
საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს განაჩენი ახალი გარემოებების არარსებობის გამო, ძალაში დატოვა.
ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც ამჟამად იძებნებიან, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ ბრალად, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და მისი დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. სასამართლოში საქმის განხილვა 27 ივნისს დაიწყო.
სხვადასხვა დროს, სასამართლო მიმდინარეობისას მოწმეებმა ის ფაქტები გაიხსენეს, რაც 7 ნოემბრის აქციის დარბევას და ტელეკომპნია „იმედში" შეჭრას უკავშირდებოდა.
ყოფილმა პრემიერმინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა სასამართლოზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის "იმედის" სარედაქციო პოლიტიკა ინტერესის ობიექტი იყო. მან ასევე თქვა, რომ 2007 წლის ზაფხულში, სააკაშვილის ინიციატივით, ბადრი პატარკაციშვილთან მოლაპარაკებები დაიწყო "იმედის" და რკინიგზის აქტივების გაცვლასთან დაკავშირებით, თუმცა პატარკაციშვილმა ტელევიზია არ დათმო.
მიმდინარე წლის 20 მარტს, სასამართლოზე ჩვენება მისცა ნინო ბურჯანაძემ. მან სასამართლოს სხდომაზე ის კონკრეტული სახელები და გვარებიც თქვა, ვინც მისი მტკიცებით, დარბევის და ტელეკომპანიაში შეჭრის ბრძანება გასცა და ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილი იყო.
ნინო ბურჯანაძის თქმით, მას შემდეგ რაც "იმედმა" მაუწყებლობა განაახლა, გივი თარგამაძე და გიგი უგულავა პირადად ახორციელებდნენ მოლაპარაკებებს "იმედის" ჟურნალისტებთან, მათ თანხებს სთავაზობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში კი აშანტაჟებდნენ.
საქმის გამოძიება გრძელდება, რომლის ფარგლებშიც აპრილში ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა დაიკითხა. ზოდელავამ მოგვიანებით იმედის საქმეს „შეკერილი“ უწოდა.
საქართველოს პროკურატურამ 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და მისი დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
მაისში "იმედში" შეჭრისა და 7 ნოემბრის საქმეზე დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარიც დაიკითხა.
მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს.
მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე 2014 წლის 1 აგვიტოს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ყველა სიახლე
06 ოქტომბერი 2024, 12:01
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ „ჰამასის“ ორი მაღალჩინოსანი მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანში „ჰამასის“ ორი მაღალჩინოსანია ლიკვიდირებული. საუბარია საიდ ნაიფ ალისა და მუჰამედ ჰუსეინ ალ მაჰმუდზე, რომლებიც, ისრაელის მტკიცებით, „ჰამასის” აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყვნენ და ისრაელის წინააღმდეგ ტერაქტებს აწყობდნენ.
06 ოქტომბერი 2024, 11:31
სპორტი
გიორგი გველესიანმა ირანის წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი ბურთი გაიტანა
გიორგი გველესიანმა ირანის წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი ბურთი გაიტანა.
06 ოქტომბერი 2024, 11:18
პოლიტიკა
არცერთი ქვეყანა არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტარ დანილო დელა ველესთან
„ამჟამად ევროპაში დიდი პრობლემა გვაქვს, რადგან ომია. ვიცით, რომ ეს მნიშვნელოვანი პერიოდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს კარგი პროცესი, რომელიც მშვიდობამდე მიგვიყვანს. ვფიქრობთ, ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის მშვიდობა და დიპლომატია. იმედი გვაქვს, თქვენ [საქართველო] წაახალისებს ყველა აქტორს, რომ იმუშაონ მშვიდობისთვის. იქნებ საქართველოს თავადაც ჰქონდეს როლი ამ პროცესში, რადგან საქართველომ კარგად იცის რას ნიშნავს ომი რუსეთთან. არცერთი ქვეყანა არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. არც რუსეთი, არც ევროკავშირი და არც აშშ-ი არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის არჩევნებში“, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი.
06 ოქტომბერი 2024, 11:18
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ირანის სარაკეტო დარტყმებს უპასუხებს
ისრაელი ირანის სარაკეტო დარტყმებს უპასუხებს, ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. მისი თქმით, ირანმა ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, ისრაელს კი სრული უფლება აქვს, რომ თეირანს შესაბამისი პასუხი გასცეს.
06 ოქტომბერი 2024, 11:02
მსოფლიო
ილჰამ ალიევი: აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებით მანიპულირებს
აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს და აჩერებს მაშინ, როცა მას ეს სჭირდება, - ეს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ჯებრაილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. ალიევის გამოსვლა პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.
06 ოქტომბერი 2024, 10:54
რეგიონი
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება
ტერიტორიების დამუშავების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრისა და ქობულეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
06 ოქტომბერი 2024, 10:52
სამართალი
„თბილისობა 2024“ გრძელდება
სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გრძელდება.
06 ოქტომბერი 2024, 10:42
საზოგადოება
თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ფოტოგალერეა
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.
06 ოქტომბერი 2024, 10:07
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე სააკაშვილის ფორმა 100-ის გაყალბებაზე: ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“
„ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა“ აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპათიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. პირველი მიღწევა სახეზეა! პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100-იც პაციენტის უნახავად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცა. შეგრძნებათა მედიცინის დამფუძნებლები საკავშირო მიღწევისთვისა და გეგმის გადაჭარბებულად შესრულებისთვის „ვსესაიუზნი“ ჯილდოზე არიან წარდგენილნი. წინ, მართალო ამხანაგებო! P.s ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“, - წერს ბრეგაძე
06 ოქტომბერი 2024, 10:03
პოლიტიკა
ქეთევან ჩაჩავა: გულდასაწყვეტი და სამწუხაროა „მთავარი არხის“ ეთერში გასული შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური სიუჟეტი, რომელიც რეპუტაციის შემლახავ, არასწორ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს
ნამდვილად გულდასაწყვეტი და სამწუხაროა „მთავარი არხის“ ეთერში გასული ნატალი ჯახუტაშვილის შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური სიუჟეტი, რომელიც რეპუტაციის შემლახავ, არასწორ, გადაუმოწმებელ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ჩაჩავა, სოციალურ ქსელში.
06 ოქტომბერი 2024, 09:03
მსოფლიო
„ცაჰალის“ სპიკერი: „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით, 7 ოქტომბრისთვის ტერორისტული აქტების მცდელობებია მოსალოდნელი
„ჩვენ მზად ვართ ჩვენი გაძლიერებული ჯარით, რადგან სავარაუდოდ, ამ თარიღისთვის განხორციელდება ტერორისტული თავდასხმების მცდელობა“, - განაცხადა ჰაგარიმ.
06 ოქტომბერი 2024, 08:29
სპორტი
რომან დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით კევინ ჰოლანდი დაამარცხა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. მან პირველივე რაუნდში მეტოქეს ნეკნი გაუტეხა.
06 ოქტომბერი 2024, 08:04
რეგიონი
გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ საზეიმოდ გაიხსნა
თეატრალური ფესტივალი "როტონდა" გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება. გარდა სპექტაკლების ჩვენებისა, მოხდება განუხორციელებელი პიესების საჯარო კითხვა, შეხვედრები რეჟისორებთან და მსახიობებთან, ჩატარდება მასტერკლასები და ვორქშოფები.
05 ოქტომბერი 2024, 22:50
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი მესაჭე აღმოჩნდა
ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ ჩვენს მაგალითს იყენებს და ჩვენს კვალდაკვალ უპირისპირდება იმ გლობალურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ პატარა ქვეყნების მსხვერპლშეწირვის ფასად შემდგომ მსოფლიოში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება გლობალური წესრიგი, თვითონ იყვნენ დომინანტები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა მსოფლიოში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების საკითხს შეეხო.
05 ოქტომბერი 2024, 21:14
საზოგადოება
ზურაბ ყიფშიძეს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა
მსახიობი ზურაბ ყიფშიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
05 ოქტომბერი 2024, 21:00
სპორტი
ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა - „სენტ ეტიენმა“ ზურიკოს გოლებით „ოსერი“დაამარცხა
საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ოსერი“ საკუთარ სტადიონზე მიიღო და ქართველის შესანიშნავი თამაშით მეტოქე 3:1 დაამარცხა.
05 ოქტომბერი 2024, 20:34
საზოგადოება
ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა
ვილი სანიოლი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. დაჯილდოვების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
05 ოქტომბერი 2024, 20:28
საზოგადოება
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
05 ოქტომბერი 2024, 20:26
საზოგადოება
კახა კალაძე: მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში
მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალზე.
05 ოქტომბერი 2024, 20:18
საზოგადოება
კახა კალაძე: კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს
„სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. და როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ- ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად“.