„კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულ მინდია ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
ფოტო: არქივი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია ლავასოღლის (მინდია გორაძე) დამნაშავედ მიიჩნია. ინფორმაციას ლავასოღლის ბრალდების შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
„2013 წელს, ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, მინდია ლავასოღლი აღიარებული იქნა „კანონიერ ქურდად“, რის შემდეგ იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით; მუქარით, დაშინებით და ქურდული გარჩევების გზით აიძულებდა მოქალაქეებს შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა პირებისგან თანხების გამოძალვას, ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრებას და განაწილებას, ქურდული სამყაროსა და სხვა პირებისთვის სარგებლის მისაღებად წყვეტდა მეწარმე სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს შორის წარმოშობილ დავებს. გარდა ამისა, 2014-2015 წლებში მინდია ლავასოღლის კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომლებისგანაც პერიოდულად იღებდა ინფორმაციებს კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების შესახებ, აძლევდა მითითებებს ქურდული სამყაროსთვის ხელსაყრელი მდგომარეობის შესაქმნელად და სხვადასხვა პრივილეგიების მოპოვების მიზნით. ასევე, იღებდა გადაწყვეტილებებს შეგროვილი ე.წ. „ქურდული საერთოს“ შევსებისა და გადანაწილების საკითხებზე, არეგულირებდა ურთიერთობებს ქურდული სამყაროს წევრებს შორის. 2015 წლის 24 თებერვალს მინდია ლავასოღლი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის“ გადაცემა ,,განსხვავებული აქცენტების“ ავტორს და წამყვანს, გამოთქვა უკმაყოფილება 2015 წლის 14 თებერვალს სატელევიზიო ეთერში მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის (ინფორმაციის) გამო და დაემუქრა მას, რომ შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია ლავასოღლი (მინდია გორაძე) სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
26 აპრილი 2026, 11:49
სპორტი
სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია
სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია. დიდი ათის ფინალურ შეხვედრაში ბათუმელებმა ქუთაისის „არესი“ 38:6 დაამარცხეს და ჩემპიონები ზედიზედ მეორედ, არსებობის ისტორიაში კი მეექვსედ გახდნენ.
26 აპრილი 2026, 11:48
სპორტი
ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა⚽
ბუდუ ზივზივაძემ გოლი გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. ბუნდესლიგის 31-ე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ საკუთარ სტადიონზე „ზანკტ პაული“ 2-0 დაამარცხა. მასპინძლები კი მესამე წუთზე სწორედ ქართველმა ფორვარდმა დააწინაურა.
26 აპრილი 2026, 11:41
მსოფლიო
რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბუქარესტი რუსეთს რუმინეთის საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს.
26 აპრილი 2026, 11:36
მსოფლიო
საფრანგეთმა და საბერძნეთმა ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმეს
2021 წელს გაფორმებული დოკუმენტის მოქმედების ვადის კიდევ 5 წლით გაგრძელებას ხელი ათენში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მოაწერეს. მხარეებმა ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს.
26 აპრილი 2026, 11:34
მსოფლიო
მაკრონი: ჩვენ ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ - ჩვენ ვართ გეოპოლიტიკის მსხვერპლნი და ამ ომის მსხვერპლნიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო
ჩვენ ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ათენში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
26 აპრილი 2026, 11:32
პოლიტიკა
დავით ზარდიაშვილი: რაც არ უნდა ეცადოს ხვლიკი თარგამაძე, ვოლტერი გახდეს, მანჭვა-გრეხის მეტი არაფერი გამოუვა, ხოლო დოროთესგან ისე არ გამოვა მარტინ ლუთერი, როგორც გამხმარ-დაჭიანებული ხისგან სალამური
თარგამაძესთან დოროთე ყურაშვილის „საუბრის" „ფორმულა" ერთი შეხედვითაც იოლი გასაშიფრია. მხოლოდ მცირე ფრაგმენტს ვუყურე და დღესავით ნათელი გახდა: თარგამაძე ცდილობს "განმანათლებლობის" ქართული ვერსიის, ხოლო დოროთე - ეკლესიის რეფორმაციის, პროტესტანტიზმის ქართული ანალოგის გამოგონებას, - წერს საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში.
26 აპრილი 2026, 11:30
რეგიონი
სნოში პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს
პატრიარქი მშობლიურ სოფელ ში გაიხსენეს. სნოში ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს პანაშვიდი გადაიხადეს, რის შემდეგაც პატრიარქის სახლამდე მსვლელობა გაიმართა. ბავშვებმა უწმინდესის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი საგალობლები შეასრულეს.
26 აპრილი 2026, 11:29
საზოგადოება
არჩილ გორდულაძე: მნიშვნელოვანია, შევძლოთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალ თაობას, რომლის მიმართაც გარედან განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს
მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის გეგმები, რაც ზოგადად აქვს სახელმწიფოს ახალგაზრდობის მიმართ, თითოეულ ადამიანამდე იყოს მიტანილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
26 აპრილი 2026, 11:23
რეგიონი
ბორჯომში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია დღეს ბორჯომში იმართება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და მმართველთა საბჭოს წევრები ხვდებიან.
26 აპრილი 2026, 11:16
მსოფლიო
დელსი როდრიგესი: ჩვენ მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმის მცდელობას
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმის მცდელობას. საუკეთესო სურვილებს ვუგზავნით მათ და კორესპონდენტთა ვახშმის ყველა დამსწრეს. ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი მათთვის, ვინც მშვიდობის ფასეულობებს იცავს“, - წერს როდრიგესი.
26 აპრილი 2026, 11:05
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
26 აპრილი 2026, 11:03
სამართალი
პოლიციამ ავტომანქანის გატაცების ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1969 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
26 აპრილი 2026, 11:00
სამართალი
პოლიციამ ბათუმში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია „მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“. პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
26 აპრილი 2026, 10:52
სამართალი
პროკურატურა „ტვ. პირველის“ სიუჟეტზე: პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება
საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება, - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც საქართველოს პროკურატურა პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის შესახებ ტელეკომპანია „ტვ. პირველის“ სიუჟეტს ეხმაურება.
26 აპრილი 2026, 10:31
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, პოლიტიკური ძალადობისგან არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული
აშშ-ის პრეზიდენტმა საიდუმლო სამსახურის აგენტებსა და მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ღონისძიების გაგრძელება სურდა, თუმცა ვახშამი გადაიდო. სავარაუდოდ მას მომდევნო 30 დღის განმავლობაში ხელახლა ჩაატარებენ.
26 აპრილი 2026, 10:20
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ხორბლის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ხორბლის სექტორის წარმომადგენლებთან დარგობრივი საბჭოს ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა და დარგის განვითარების კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა იყო. აღნიშნული ფორმატი ემსახურება სექტორსა და სახელმწიფოს შორის კოორდინაციის გაძლიერებას და ხორბლის წარმოების მდგრად განვითარებას.
26 აპრილი 2026, 10:08
მსოფლიო
სასტუმროში, სადაც ტრამპი ჟურნალისტებთან ერთად ვახშმობდა, სროლა იყო (ვიდეო)
თავდამსხმელი დაკავებულია. ის 31 წლის კოულ ტომას ალენია, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს. მისი ფოტო სოციალურ ქსელში მოგვიანებით თავად ტრამპმა გამოაქვეყნა.
26 აპრილი 2026, 10:06
რეგიონი
გივი მიქანაძე რუსთავში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
26 აპრილი 2026, 09:35
მსოფლიო
ვიქტორ ორბანის განცხადებით, საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს
ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა. ამის თაობაზე მან ვიდეომიმართვისას განაცხადა. ორბანის თქმით, მზად არის, კვლავ უხელმძღვანელოს პარტია „ფიდესს“, იმ შემთხვევაში, თუ ყრილობაზე მხარს დაუჭერენ.
26 აპრილი 2026, 09:09
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.


