imedi /  31 აგვისტო 2018, 17:47 / სანდო წყარო

ბათუმში, ლიფტში ქალის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა

გერმან ჩერნიავსკი

გერმან ჩერნიავსკი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლიფტში ქალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 26 წლის გერმან ჩერნიავსკის 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ბრალდებულს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებდა ბრალს.

მსჯავრდებულმა მიმდინარე წლის 27 მაისს, ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, 1985 წელს დაბადებულ ი.ა.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ქალს ჭრილობები სახის, ზურგისა და მუცლის არეში აღენიშნებოდა. მას კლინიკა "ბაუში" სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ქალის დაჭრაში ბრალდებული 2 ივნისს დააკავეს. 4 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ყველა სიახლე

16 მაისი 2022, 08:14

საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტი დღეს გასაჯაროვდება

რა სახის შემოწმება ჩაუტარეს ექსპრეზიდენტს „ვივამედში“ და რა აჩვენა კვლევამ - დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დღეს გასაჯაროვდება.

ილია დარჩიაშვილი

16 მაისი 2022, 08:07

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი დღეს ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

ილია დარჩიაშვილი ოფიციალურ შეხვედრებს ბრიუსელში დღეიდან იწყებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, 16-17 მაისს, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, კოლეგებს შეხვდება.

My Chemical Romance

16 მაისი 2022, 00:51

კულტურა

ჯგუფმა My Chemical Romance 8-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერა გამოუშვა

ამერიკულმა როკ-ჯგუფმა My Chemical Romance ახალი სიმღერა გამოუშვა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, კომპოზიცია The Foundations of Decay ჯგუფის პირველი ახალი სიმღერაა 2014 წლიდან.

16 მაისი 2022, 00:37

ტაბლოიდი

Christie's აუქციონზე დინოზავრის ჩონჩხი $12 მილიონად გაიყიდა

ჩონჩხს „ჰექტორი“ დაარქვეს და ის 100 მილიონი წლისაა. ის 2013 წელს, მონატანში აღმოაჩინეს და ერთ-ერთია Deinonychus antirrhopus-ის 3 სრულად შემონახული ჩონჩხისგან, რომლებიც მეცნიერებმა დღემდე აღმოაჩინეს. დანარჩენი ორი ჩონჩხი მუზეუმებში ინახება.

რუსუდან გორგილაძე

16 მაისი 2022, 00:35

პოლიტიკა

ფსიქოლოგ რუსუდან გორგილაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად გარკვეულ ადამიანებს დასახული აქვთ არარეალური მიზანი, რაც სინამდვილეში მისთვის დათვურ სამსახურს წარმოადგენს

სტიგმატიზაცია, ვიკტიმიზაცია, რომელსაც ისინი ახდენენ, ეს ყველაფერი ხელს უშლის, ბარიერია ადაპტაციისთვის, რათა დრო გაიყვანოს და ბოლომდე მივიდეს ჯანმრთელი ფსიქიკით, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, რუსუდან გორგილაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

ირაკლი გოგავა

16 მაისი 2022, 00:26

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ხელისუფლებაში მოსვლისას „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა, მათი ვალდებულებაა, რომ ეს დაასრულონ

სააკაშვილის შიმშილობა და ცუდად ყოფნა არის ფარსი. ფარსია იმისთვის, რომ როგორმე რაიმე შეთანხმება-გარიგებას მიაღწიონ ხელისუფლებასთან. უნდათ როგორმე ქვეყნიდან გაიყვანონ ეს „პუტინის პირადი პატიმარი“. არის რაღაც წითელი ხაზები, რომელსაც საზოგადოება არც ამ ხელისუფლებას და არც არავის არ აპატიებს. ერთ-ერთი ასეთი ხაზი არის ეს სამართლიანობის აღდგენის პროცესი. „ქართული ოცნება“ ვალდებულია ეს დაასრულოს ბოლომდე, ვინაიდან ის ამ ტალღით მოვიდა და ეს იყო მათი მთავარი დაპირება 2012 წელს, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, ირაკლი გოგავამ „იმედი კვირა“-ში განაცხადა.

ირაკლი გოგავა

16 მაისი 2022, 00:15

პოლიტიკა

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სააკაშვილზე: იგორ კოლომოისკი და მასთან დაკავშირებული პირები ცდილობენ, როგორმე თავიანთი მოკავშირე გამოიხსნან

კითხვაზე, უკრაინის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია ხშირად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი და რამდენად უანგაროდ ხდება ეს ყველაფერი, ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომ ეს შემთხვევითი არ არის და რომ არსებობს კონკრეტული კორპორაციული ინტერესი.

ირაკლი გოგავა

15 მაისი 2022, 23:57

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: სააკაშვილს ბოლომდე უკრაინაში არავინ ენდობოდა, ყოველთვის პერიფერიაზე ჰყავდათ. ინახავდნენ, ასე ვთქვათ, ვიღაცების თხოვნით

„ბოლომდე უკრაინაში არავინ ენდობოდა, ყოველთვის პერიფერიაზე ჰყავდათ. ხან ოდესაში გაისტუმრეს, შორს ცენტრისგან, ხან რაღაც მოგონილი სტრუქტურა შეუქმნეს, რომელიც პიარ აქციების გარდა არაფერს აკეთებდა. ინახავდნენ, ასე ვთქვათ, ვიღაცების თხოვნით“, - განაცხადა გოგავა.

გიორგი გამსახურდია

15 მაისი 2022, 23:46

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: არცერთ დონეზე, მსგავსი განცხადება, მზაობა, ჭორის დონეზეც არ გამიგია, რომ პოლონეთი მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზადაა

არცერთ დონეზე, მსგავსი განცხადება, მზაობა, ჭორის დონეზეც არ გამიგია, რომ პოლონეთი მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზადაა. ეს არის რაღაც ყურით მოთრეული, თითიდან გამოწოვილი რაღაც სისულელე, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

გიორგი გამსახურდია

15 მაისი 2022, 23:42

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“, იქ ყოველთვის ანგარებაა და მის უკან ყოველთვის დგას გარკვეული ბნელი ძალა

სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“, იქ ყოველთვის ანგარებაა და მის უკან ყოველთვის დგას გარკვეული ბნელი ძალა, - ამის შესახებ Საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

გიორგი გამსახურდია

15 მაისი 2022, 23:41

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: თუ ვინმე სანქციების ქვეშ უნდა მოყვეს, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც რუსული პასპორტები უბის ჯიბეში აქვთ გადაკეცილი

„სულ ერთი თეთრის გარეშე რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში, თავისი პიროვნული და ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე აქვს ის ადამიანური კაპიტალი და ავტორიტეტი, რაც დღეს აქვს. ეს მათი სიზმრების და ილუზიების ნაწილია და ამით იკვებავენ თავს. რა სანქციებზე მელაპარაკებით? თუ ვინმე სანქციების ქვეშ უნდა მოჰყვეს, ეს ის ადამიანები არიან, ვინც მათ გვერდით დგას და რუსული პასპორტები უბის ჯიბეში აქვთ გადაკეცილი“, - განაცხადა გამსახურდიამ.

15 მაისი 2022, 22:56

მსოფლიო

შესაძლოა Disney-მ მიკი მაუსზე და სხვა პერსონაჟებზე საავტორო უფლებები დაკარგოს

საავტორო უფლებები, რომლებსაც Disney-ი კომპანიის ადრეულ პერსონაჟებზე ფლობს – საფრთხის წინაშეა, რადგან შტატ მისურის რესპუბლიკელ სენატორს, ჯოშ ჰაულის საავტორო უფლებების დაცვის ვადის 56 წლამდე შემცირება სურს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მიკი მაუსი და Disney-ის სხვა ადრეული საკულტო პერსონაჟები კერძო კომპანიის მფლობელობაში აღარ იქნებიან.

მთვარე მიწა ნიადაგი მცენარეები

15 მაისი 2022, 22:33

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მთვარიდან ჩამოტანილ მიწაში მცენარეები პირველად გაზარდეს🌕🌱

ექსპერიმენტი აშშ-ში, ფლორიდის უნივერსიტეტში ჩატარდა. მკვლევარებმა 1969-1972 წლებში, მთვარეზე მისია „აპოლონის“ დროს შეგროვილი ნიადაგი გამოიყენეს, რომელშიც კრეს-სალათის მონათესავე სახეობის თესლები დათესეს. მცენარემ უკვე ორ დღეში გაიხარა.

მამუკა არეშიძე

15 მაისი 2022, 22:01

პოლიტიკა

მამუკა არეშიძე: დარწმუნებული ვარ, რომ პიონტკოვსკის ნათქვამი არ არის მისი ინიციატივა

„ამბავი, რომელიც ივანიშვილის ნივთებსა და ფინანსებს შეეხება, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა იმ განწყობებს, რომლებიც ჩვენს მიმართ არის შექმნილი და რომელსაც სხვანაირად ჰქვია ომის დაწყების სურვილი საქართველოს ტერიტორიაზე. დაემთხვა. ამის გამო გვაქვს კანონიერი საფუძველი ეჭვი გვქონდეს, რომ გარკვეულწილად ხდება ზემოქმედება ბიძინა ივანიშვილზე, იმისთვის რომ მან თავის მხრივ ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე“, - მიიჩნევს არეშიძე.

მაგდალენა ანდერსონი

15 მაისი 2022, 21:38

მსოფლიო

შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს

თავის მხრივ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არა რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული, არამედ შვედეთისთვის საუკეთესო ნაბიჯია.

ვიქტორ ყიფიანი

15 მაისი 2022, 21:29

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: სანქციების არსი ვინმეს დასჯაა რაღაცის სანაცვლოდ, ყოველთვის ერთი და იგივე კითხვა მაქვს - რა ფაქტებზე, რა გარემოებებზე ვსაუბრობთ ჩვენ ბატონ ივანიშვილთან მიმართებაში, როდესაც ამა თუ იმ სანქციის ამოქმედებაზეა საუბარი

სანქციების არსი ვინმეს დასჯაა რაღაცის სანაცვლოდ. ყოველთვის ერთი და იგივე კითხვა მაქვს - რა ფაქტებზე, რა გარემოებებზე ვსაუბრობთ ჩვენ ბატონ ივანიშვილთან მიმართებაში, როდესაც ამა თუ იმ სანქციის ამოქმედებაზეა საუბარი, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსმა პარტნიორმა ვიქტორ ყიფიანმა „იმედი კვირასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

15 მაისი 2022, 21:21

ტექნოლოგიები

დღეს ღამე დედამიწის ნაწილი „სისხლიან“ სუპერმთვარეს ნახავს🌒

მთვარის დაბნელების ნახვას ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში შეძლებენ. ამასთან, NASA დაბნელების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას გეგმავს.

15 მაისი 2022, 21:16

ეკონომიკა

ევროპა და მსოფლიო ინფლაციისა და გარდაუვალი სასურსათო კრიზისის წინაშეა - სიუჟეტი

რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე ბოლო არ უჩანს. ამ უთანასწორო ომის ფასის გადახდა კი მსოფლიოს მოუწევს თუმცა როგორ კონკრეტული გზა ჯერ არ ჩანს.

იაგო ხვიჩია

15 მაისი 2022, 21:10

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: პატივით უნდა გავაცილოთ მიხეილ სააკაშვილი და 5 ნომერი ქართული პოლიტიკიდან

„პარალიზებული მთავარი ოპოზიციური ძალა ყველასთვის პრობლემაა - ხალხისთვისაც, დანარჩენი ოპოზიციისთვისაც. ერთადერთი, ხელისუფლებისთვის არის კომფორტული. მაგრამ პრობლემაა მიხეილ სააკაშვილისთვის, იმიტომ რომ ვერ გამოჰყავს ის ამ პოლიტიკურ ძალას. შესაბამისად, ამოწურა თავისი თავი ამ პარტიამ. დამთავრდა ეს ისტორია და სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ ჩვენი ცხოვრების. 5 ნომერი მიშას საკუთრებაა და მგონი მას უნდა გავატანოთ. როგორც საფეხბურთო კლუბმა „მილანმა“ ფრანკო ბარეზის 6-ნომრიანი მაისური მას გაატანა და არ გამოუყენებია, ჩვენც ასევე პატივით უნდა გავაცილოთ მიხეილ სააკაშვილი და 5 ნომერი ქართული პოლიტიკიდან“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ირაკლი კობახიძე

15 მაისი 2022, 20:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშკარად ჩანს, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ბიძინა ივანიშვილისთვის შექმნილ შეფერხებებს არ აქვს

აშკარად ჩანს, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ივანიშვილისთვის შექმნილ შეფერხებებს არ აქვს. აქ არის ერთგვარი შანტაჟის ნიშნები. რა დგას ამის უკან მე არ ვიცი, მაგრამ ასეთი ნიშნები აშკარად არსებობს. თავისთავად ლეგიტიმური საფუძველი რომ არ აქვს ამ ქმედებებს ამას ადასტურებს ის, რომ საბოლოო ჯამში ყველა ტრანზაქცია მაინც ხორციელდება. შეფერხებით, მაგრამ ხორციელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.