imedi /  25 სექტემბერი 2018, 18:36 / სანდო წყარო

პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის დიაგნოზის გამოქვეყნების მიზეზებს ხსნის

ვანო მერაბიშვილი

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატების მორიგ განცხადებას პასუხობს. განცხადება უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ივანე მერაბიშვილის დიაგნოზი მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ის თავად მსჯავრდებულის ადვოკატებმა გახადეს საჯარო და უფრო მეტიც, დაიწყეს როგორც პატიმრის ოჯახის, ასევე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მსჯავრდებულის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„ივანე მერაბიშვილის ადვოკატებისა და მხარდამჭერების მიერ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები ზიანს აყენებს ისეთ სახელმწიფო დაწესებულებას, რომელიც სრულიად აპოლიტიკურია და რომელსაც ათასობით პატიმრის ბედი აქვს მინდობილი.

შესაბამისად, განცხადება, თითქოს მსჯავრდებულს მკურნალობა არ უტარდება არის მიზანმიმართული სიცრუე, რომლის საპირისპიროდაც, მიზანშეწონილად ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული მკურნალობის შესახებ.

იმედს გამოვთქვამთ, ამით წერტილი დაესმება პატიმრობაში მყოფი პირის ჯანმრთელობით პოლიტიკური მანიპულაციების მცდელობას.

ივანე მერაბიშვილის გაყვანა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში და დაწესებულების შერჩევა ხდება თავად მსჯავრდებულთან შეთანხმებით“, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ივანე მერაბიშვილის ადვოკატების ინფორმაციით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულის მონაცემების გავრცელებაზე მსჯავრდებულისგან თანხმობა არ მოუპოვებია.

დღეს არასამთავრობოების ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების მიერ გავრცელებული განცხადებით, პატიმრის უფლებები დაირღვა.

მათი განცხადებით, ივანე მერაბიშვილის ადვოკატმა 24 სექტემბერს, ყოფილი პრემიერმინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი მსჯავრდებულის მიზანმიმართული ინტოქსიკაციის შესახებ. ამის შემდეგ კი პენიტენციურმა სამსახურმა კონფიდენციალური ხასიათის სამედიცინო ინფორმაციის გასაჯაროვა დაეს ფაქტი მაღალი საჯარო ინტერესითა და პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილებით ახსნა.

სპეციალური პენიტენციურმა სამსახური კატეგორიულად უარყოფს მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. 

ადვოკატების განცხადების შემდეგ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი მოინახულა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მიტროპოლიტმა თქვა, რომ მერაბიშვილი კმაყოფილია ჯანდაცვის სერვისების მიწოდებით.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა დანაშაულებებზე ედავება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 20 ნოემბერს შეიტანა. 2016 წლის 14 ივნისს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და მერაბიშვილის მიმართ ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. მერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყო.

ყოფილი მინისტრის პრეტენზიებიდან ერთ-ერთი, საკნიდან მის უკანონო გაყვანას უკავშირდება.

2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.

 

ყველა სიახლე

04 სექტემბერი 2026, 22:59

მსოფლიო

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნის მიერ მართული დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ცნობით, აღნიშნული ჯგუფი თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელის მფარველობასა და უკანონო აქტივების გათეთრებაში იყო ჩართული.

04 სექტემბერი 2026, 22:51

მსოფლიო

ტრამპი დიდ ბრიტანეთზე: თქვენი ქვეყანა განსაცდელშია, კატასტროფის პირას ხართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „კატასტროფის პირასაა“.

ვლადიმირ პუტინი

04 სექტემბერი 2026, 22:04

მსოფლიო

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

რუსეთის ელიტის წარმომადგენლებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ვლადიმირ პუტინი უკრაინის საჰაერო თავდაცვის მძიმე მდგომარეობით სარგებლობს და დაბომბვის კამპანიას ამწვავებს - მას სჯერა, რომ ამ გზით კიევს, შესაძლოა ამ ზამთრამდეც კი, მთავარ ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას აიძულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი.

04 სექტემბერი 2026, 21:52

რეგიონი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეს აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მესამე ვიზიტია ბათუმში. მისიის მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება, საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაა.

ზაალ ანჯაფარიძე

04 სექტემბერი 2026, 21:37

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დღეს, დეზინფორმაციაზე რეაგირება მყისიერი და მკაცრია, რაც მისასალმებელია.

04 სექტემბერი 2026, 21:32

სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეფედრონი“, „მეტადონი“, 4 კილოგრამამდე „მარიხუანა“, 21 ძირი მცენარე „კანაფი“ და 323 აბი „პრეგაბალინი“.

სერგეი მარჩენკო

04 სექტემბერი 2026, 21:29

მსოფლიო

უკრაინის ფინანსთა მინისტრი: ომი ძალიან სწრაფად გამწვავდა, ეს სრულიად სხვა რეალობაა გასულ თვესთან შედარებით, ძალიან მძიმე ზამთარს ველოდებით - უკვე ვხედავთ ლიკვიდურობის პრობლემებს და ველოდებით სახსრების დეფიციტს ბიუჯეტში

რუსული იერიშების ინტენსიური ზრდის ფონზე, უკრაინა მძიმე ზამთრისთვის ემზადება და 32.6 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დეფიციტის წინაშე დგას. ფინანსთა მინისტრმა, სერგი მარჩენკომ Euronews-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პარტნიორებისგან დამატებითი დახმარების გარეშე, კიევს, შესაძლოა, არასამხედრო ხარჯების ნაწილობრივ შეჩერება მოუწიოს.

04 სექტემბერი 2026, 21:16

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სოციალურ ქსელში შურაცხმყოფელი კომენტარები და განცხადებები კანონით ისჯება. სასამართლომ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ადმინისტრაციული ოქმები დღესაც განიხილა.

04 სექტემბერი 2026, 21:11

სამართალი

სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო უსაფრთხოების” აკადემიაში - დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთწლიანი პროგრამა თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმების პერსპექტივა ექნებათ.

04 სექტემბერი 2026, 21:07

სამართალი

მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა - რა კადრებს ავრცელებს პროკურატურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურის მტკიცებით ელიზბარაშვილი და დაზარალებული 30 აგვისტოს ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ და მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი, ელიზბარაშვილის მიერ წარსულში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას მოყვა.

04 სექტემბერი 2026, 21:03

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: პირველად გვაქვს შანსი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოვიპოვოთ - ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ

„მათი მიზანია ჩვენი განადგურება და დაშინება, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ! ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, - აღნიშნა ტომაშ ფროელიხმა.

ირმჰილდ ბოსდორფი

04 სექტემბერი 2026, 21:00

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ალბათ, პირველად გვექნება შემთხვევა, როდესაც გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მიწას AfD-ს პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ AfD-თან თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ვფიქრობ, დემოკრატიისთვის სახიფათოა, როდესაც ასე მოქმედებენ

გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილი მნიშვნელოვანი არჩევნების თემაზე „ქრონიკა“ ევროპარლამენტარს, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრს, ირმჰილდ ბოსდორფს ესაუბრა.

მალტე კაუფმანი

04 სექტემბერი 2026, 20:55

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ჩვენი პარტიის ასაკრძალად რეალური საფუძველი არ არსებობს

„მიმდინარეობს დისკუსია, რომ ჩვენი პარტია აიკრძალოს. თუმცა, ჯერჯერობით ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის შეტანის მცდელობა არ ყოფილა. ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ მათ ყველას ეშინიათ, ეშინიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას არ აკრძალავს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა კაუფმანმა.

04 სექტემბერი 2026, 20:51

მსოფლიო

Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება და, სავარაუდოდ, სულ მცირე, ნოემბრის არჩევნებამდე შეჩერდება, იმ შიშის ფონზე, რომ აღნიშნული ზომა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო უფლებამოსილებებს გააფართოებს და ნავთობის ფასებს გაზრდის, - წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.

04 სექტემბერი 2026, 20:37

პოლიტიკა

საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგება აფხაზებთან - უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთზე გაკეთებული განცხადებები, „ქართული ოცნების“ შეფასებით გარედან დაგეგმილი და ორკესტრირებულია. ხელისუფლების პოლიტიკა კი უცვლელია - საქართველო საკუთარ მომავალს მშვიდობაზე , ეროვნულ ინტერესებსა და გაერთიანებაზე აშენებს.

04 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა ჩავარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

ზაზა შათირიშვილი

04 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები - ზაზა შათირიშვილი ოპოზიციას ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის მიერ სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამხელს. კონკრეტულ მაგალითად კი რომან გოცირიძის მიერ გიორგი ბაჩიაშვილზე გაკეთებული განცხადება მოჰყავს.

04 სექტემბერი 2026, 20:28

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. „გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

04 სექტემბერი 2026, 20:18

პოლიტიკა

უსაფუძვლო ხმაურიანი ბრალდებები და ოპოზიციის ცრუ კამპანია - პოლიტიკოსების გამოკითხვები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიტიკოსები გამოიკითხნენ. ირკვევა, რომ ხმაურიანი საჯარო ბრალდებების უკან მხოლოდ მსჯავრდებული ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და დაუდასტურებელი ეჭვებია.

04 სექტემბერი 2026, 20:12

საზოგადოება

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომელიც მალე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტს ქვეყანაში შემოიტანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საუბარია, „ჯივინოსტატზე“. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს მედიკამენტი შეიძინა და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანა.