თბილისში 50 წლამდე ირანელი გარდაცვლილი იპოვეს
ფოტო: არქივი
ჩიქოვანის ქუჩაზე 50 წლამდე კაცი საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, სამი ახალგაზრდა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მეზობლები აცხადებენ, დაღუპული ირანის მოქალაქეა, რომელსაც ბინა რამდენიმე თვის ნაქირავები ჰქონდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვალება სავარაუდოდ მოწამვლას უკავშირდება, თუმცა, კონკრეტულად რა ნივთიერებით დაიღუპა კაცი, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
ყველა სიახლე
14 მარტი 2026, 20:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პატრიცია გჟებიკზე: ორი დღით იყო ადამიანი ჩამოსული, რომელსაც არანაირი პროფესიული კავშირი საქართველოსთან არ ჰქონია და რამდენიმე დღეში გვეუბნებიან, რომ 100 გვერდიანი დასკვნა დაწერა
ორი დღით იყო ადამიანი ჩამოსული, რომელსაც არანაირი პროფესიული კავშირი საქართველოსთან არ ჰქონია და რამდენიმე დღეში გვეუბნებიან, რომ 100 გვერდიანი დასკვნა დაწერა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პატრიცია გჟებიკზე საუბრისას.
14 მარტი 2026, 20:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დავით დარჩიაშვილს: თქვენი ხედვა და პერსპექტივა ხომ არ არის შემოსატრიალებელი?
თქვენი ხედვა და პერსპექტივა ხომ არ არის შემოსატრიალებელი? თქვენ თქვით, ბოლო ფრაზა რაც იყო, რომ ის ცენტრები, რომლებიც არსებობს და რომელთა მიმართაც პატივისცემა გაქვთ, თქვენ ზომავთ საქართველოს მთავრობას იმით თუ რა ურთიერთობა აქვს ამ ცენტრებთან, სწორედ ამის საპირისპიროს ვამბობთ ჩვენ, როცა ვსაუბრობთ ეროვნულ ინტერესებზე, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დავით დარჩიაშვილის განცხადების პასუხად. მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკა უნდა იზომებოდეს არა იმით, რომელ ცენტრებთან რა ურთიერთობა არსებობს, არამედ უპირველეს ყოვლისა იმით თუ რა ეროვნული ინტერესების გატარებას ცდილობს საქართველოს. “ჩვენთან არის არევა მიზეზისა და შედეგისა. უპირველეს ყოვლისა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე და ამაზე დაფუძნებით საერთაშორისო პარტნიორობის დამყარებაზე. თუ კი ვთანხმდებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რა ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს ქვეყანასთან, ორგანიზაციასთან, პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ჩვენგან ითხოვს მაგალითად, კონფრონტაციაში შესვლას რუსეთთან. განმსაზღვრელია ჩვენი ეროვნული მიზნები და ამ მიზნებიდან გამომდინარე უნდა ვისწრაფოთ შესაბამისი ცენტრებისაკენ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 20:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველა ჩვენი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იზომება ამ საზომით - გვაახლოვებს ის უფრო მეტად თუ გვაშორებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და უფრო უზრუნველყოფს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას
ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ „ქართული ოცნების” და ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანა არის ორი - ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ამ ორ მიზანს ემსახურება ჩვენი საშინაო პოლიტიკა და შესაბამისად საგარეო პოლიტიკაც იზომება ამ ორი კრიტერიუმით, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკა ეს არ არის თეორიული დისკუსია საერთაშორისო ურთიერთობებზე, საგარეო პოლიტიკა ეს არის ქვეყნის ინსტრუმენტი, რომლითაც ის იცავს საკუთარ ხალხს და საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.
14 მარტი 2026, 20:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, რომელიც სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს
ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, რომელიც სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას.
14 მარტი 2026, 19:02
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ის ძირითადი არგუმენტები მოიყვანა, რომლებიც საქართველოს პოტენციალს მის გარშემო მიმდინარე ტურბულენტობის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
14 მარტი 2026, 19:00
საზოგადოება
ანა ფაჩუაშვილი: არაერთი ეფექტური მექანიზმი შევქმენით - შემაკავებელი ორდერი, რისკის შეფასების ინსტრუმენტი, ელექტრონული ზედამხედველობა, ელექტრონული სამაჯური, რომლითაც მოძალადეებს ვაკონტროლებთ და ძალადობის პრევენციას ვახდენთ
ოჯახში ძალადობა სხვაგვარი სოციალური მოვლენაა. ეს ხდება ძირითადად ოჯახში, ვიწრო წრეში და ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახში ძალადობა ორ ადამიანს შორისაა, მას ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს სხვა, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სამართალწარმოების ხარისხის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანა ფაჩუაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
14 მარტი 2026, 18:59
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
შესაძლოა საქართველოს განხილვა ორშაბათს - არა იმდენად „საქართველოს კრიზისს“ ეხებოდეს, რამდენადაც ბრიუსელის მცდელობას, შეინარჩუნოს გავლენის ბერკეტები რეგიონში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კავშირების თვალსაზრისით ევროპასა და აზიას შორის,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკავშირის მოახლოებულ მინისტერიალზე.
14 მარტი 2026, 18:39
პოლიტიკა
ანა ფაჩუაშვილი ქალთა უსაფრთხოების შესახებ კვლევაზე: შედეგები, რაც კვლევამ აჩვენა დაკავშირებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების იმ სისტემასთან, რაც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სამართალწარმოების ხარისხის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანა ფაჩუაშვილმა ქალების უსაფრთხოების თემაზე საერთაშორისო კვლევის შედეგებზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. როგოც მან აღნიშნა, შსს არის ის პირველი უწყება, რომელიც ზრუნავს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი ქვეყანაში დაცული იყოს.
14 მარტი 2026, 18:32
მსოფლიო
ძარცვა ამერიკულად - კალიფორნიის შტატში რამდენიმე კაციანმა ჯგუფმა საიუველირო მაღაზია ზუსტად ერთ წუთში მთლიანად გაძარცვა
ძარცვა ამერიკულად - კალიფორნიის შტატში რამდენიმე კაციანმა ჯგუფმა, საიუველირო მაღაზია ზუსტად ერთ წუთში მთლიანად გაძარცვა. მათ 1 მილიონ 700 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო და ბრილიანტი მითვისეს. რეკორდულად სწრაფი ძარცვის კადრები ფედერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა. გამოძიების შედეგად სამართალდამცველებმა 4 ეჭვმიტანილი დააკავეს. დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ.
14 მარტი 2026, 18:27
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო
ქვემო ქართლის რეგიონში დავათვალიერეთ ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო სამსახური ახორციელებს, - განუცხადა ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მათ შორისაა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, საგზაო, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლებიც რეგიონში აქტიურად ხორციელდება.
14 მარტი 2026, 18:26
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას დააბრალებენ და ხან რას - გახსოვთ ტაივანელი ქალბატონის, „თინა ტაივანელის" განცხადებები
ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რადიკალებს, რომლებმაც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ რა განცხადებები გააკეთეს - ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას დააბრალებენ და ხან - რას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა, „იმედის" ეთერში.
14 მარტი 2026, 18:23
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანს შეთანხმება სურს, მაგრამ არა ისეთის, რომელსაც მე დავთანხმდები
ირანს შეთანხმება სურს, მაგრამ არა ისეთის, რომელსაც მე დავთანხმდები, - წერს სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპი, თუმცა, მან არ დააკონკრეტა რომელ შეთანხმებაზეა საუბარი და რა პირობები შეიძლებოდა შეეთავაზებინათ ირანის წარმომადგენლებს.
14 მარტი 2026, 18:21
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: შესაძლოა მომავალში წიგნიც კი დაიწეროს „შარლ დე გოლიდან მარტა კოსამდე“ - ასეთ ვარდნაში წავიდა ევროპული საზოგადოების ბიუროკრატიული ნაწილი
შესაძლოა მომავალში წიგნიც კი დაიწეროს შარლ დე გოლიდან მარტა კოსამდე, ასეთ ვარდნაში წავიდა ევროპული საზოგადოების ბიუროკრატიული ნაწილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
14 მარტი 2026, 18:14
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციური კორპუსი მუქარის შემცველ მორიგ ცნობას ავრცელებს
სახელმწიფო მედიაში უწყებამ სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის ვიდეო მასალა გავრცელა, რომელშიც უზარმაზარი გვირაბი და იქ შენახული დიდი ოდენობით შენახული დრონების მარაგია ასახული. პარალელურად ისლამური რესპუბლიკა იერიშებით დაემუქრა ახლო აღმოსავლეთში მდებარე იმ ნავთობკომპანიებს, რომლებიც შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობენ
14 მარტი 2026, 18:11
მსოფლიო
დრონით თავდასხმის შედეგად საუდის არაბეთის ალ-ფუჯაირას პორტში ხანძარი გაჩნდა
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა და ხანძრის ლიკვიდირებას სახანძრო სამსახური ცდილობს. თავდასხმის შემდეგ პორტში გემებზე ნავთობის გადაზიდვის ოპერაციების ნაწილი შეჩერდა.
14 მარტი 2026, 18:11
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ახლა ყველაფერს იყენებენ, მივიწყებულ მექანიზმებს - რატომ მაშინ არ გაახსენდათ, როდესაც მათი აგენტურა მართავდა ქვეყანას, ათიათასობით ოჯახი გააუბედურეს! სად იყო მაშინ „მოსკოვის მექანიზმი“?!
ახლა ყველაფერს იყენებენ, მივიწყებულ მექანიზმებს, სადაც კი რამე არსებობს მათ არსენალში, ყველაფერს არიან ჩაჭიდებულები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმსა“ და რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
14 მარტი 2026, 18:05
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: მსოფლიოს ისტორიას თვალი რომ გადავავლოთ, ვერავინ გამახსენებს, რომ ქვეყანა ისჯებოდეს „გამჭირვალობის კანონისა“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ გამო
„თუკი რამ არსებობდა მათ არსენალში, რომ გამოეყენებინათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სიტუაციის ასარევად, ყველაფერი სცადეს. საქართველოში არსებული სიმშვიდე მათთვის მიუღებელია, არ აწყობთ და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ რაღაცებს იგონებენ“.
14 მარტი 2026, 17:56
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს, ცხედარი კი ძაღლივით დამარხეს - რამდენი ასეთი დანაშაული აქვს ჩადენილი ნაცჯალათურ რეჟიმს
სად იყო ეუთო და მისი ,,მოსკოვის მექანიზმი,, მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი, ობოლი ბიჭი ელდარ ქობალია ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს, მისი ცხედარი აფრიკის დასახლებაში, ე.წ. ველის სასაფლაოზე ძაღლივით დამარხეს, მერე კი ბიჭის ნაწამები, დასახიჩრებული ცხედარი სოფელ საბერიოში ბებია-ბაბუას იმ პირობით გადასცეს, რომ ხმას არ ამოიღებდნენ, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
14 მარტი 2026, 17:47
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ძალიან ნათლად ჩანს, რომ დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმე. აღარ მთავრდება ეს დაუსრულებელი ტელესერიალები
ძალიან ნათლად ჩანს, რომ დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმე, აღარ მთავრდება ეს დაუსრულებელი ტელესერიალები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
14 მარტი 2026, 17:38
რეგიონი
ზვიად შალამბერიძე: სამწუხაროდ, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები ჯერ კიდევ გრძელდება. ყველას კიდევ ერთხელ ვთხოვ, მოვუწოდებ, რომ ამ ტერიტორიაზე შესვლა არ არის უსაფრთხო და ნუ ჩაიგდებენ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ
„შესაბამისად, სახლების დაზიანებაც გრძელდება. რა თქმა უნდა, პასუხი გეოლოგებმა უნდა გაგვცენ იმაზე, თუ როდისაა შესაძლებელი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სახლებამდე მიღწევა, თუმცა ამ პასუხსაც ჯერჯერობით ვერ მოვისმენთ, სანამ პროცესი მთლიანად არ შეჩერდება. არ იქნება უსაფრთხო ტერიტორიაზე შესვლა. მინდა, აქვე განვაცხადო, რომ ხელისუფლების მხრიდან მიუხედავად ბევრი მოწოდებებისა, გარკვეული პირების მიერ მაინც ხდება ამ ტერიტორიაზე უნებართვოდ შესვლა.


