მამუკა ბახტაძე: უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი უნდა დაინერგოს
მამუკა ბახტაძე
ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე სიტყვით საქრთველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოვიდა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია უნიკალური რეგიონული ფორუმია, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში თავს უყრის მაღალი რანგის სტუმრებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
ბახტაძის განცხადებით, ამ წლის ფორუმის საკითხები ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. პრემიერმინისტრის განცხადებით, დღეს თავდაცვის ხარჯებისთვის ქვეყნის მთიანი შიდა პროდუქტის 2%-ია გამოყოფილი და ასევე 20%-მდეა გაზრდილი ძირითად თავდაცვით შეიარაღებაზე.
პრემიერმა ნატოსთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობაზეც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ნატოსთან დაახლოება ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოსა და რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის.
"აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს მსოფლიო უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით კი, ჩვენი სამხედროების სამაგალითო სამსახურს, რამაც სახელი გაუთქვა ქართველ მეომრებს, როგორც უშიშარ და თავდადებულ ჯარისკაცებს. მსოფლიოში მშვიდობისათვის ბროლას, სამწუხაროდ, ქართველი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლეც ემსხვერპლა. პატივი მინდა მივაგო მათ ხსოვნას. ასევე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო საერთაშორისო მისიებში დაშავებულ ჩვენს სამხედროებს.
დღეს, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ნატოს ჯარისკაცებთან ერთად 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ებრძვის ყველაზე დიდ გამოწვევას - საერთაშორისო ტერორიზმს, ხოლო ევროკავშირის ეგიდით ჩვენი სამხედროები იმყოფებიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე განხილული იქნება როგორც გლობალური, ისე საქართველოს უსაფრთხოების გარშემო არსებული ვითარება და ტენდენციები, კონკრეტულად კი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის კონტექსტში. რა თქმა უნდა, უნდა ვიმსჯელოთ რეგიონული უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობით ოკუპაციას, ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციას, ასევე ჰიბრიდული ზემოქმედების მექანიზმებსა და სხვა რისკებს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ შეეხო საქართველოს ოკუპაციის თმას, როგორც ქვეყნის უმთავრეს გამოწვევას.
"დღეს, სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლისთავზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პირდაპირ ვიტყვი, არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის გამო, სულ უფრო ღრმავდება დეპოპულაცია, კატასტროფულად მცირდება მოსახლეობის რაოდენობა. შექმნილია უმძიმესი პირობები ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
მავთულხლართები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები.
რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წელს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ხოლო საქართველომ ეს შეთანხმება სრულად შეასრულა, ჩვენ ავიღეთ ამავე დროს ძალის არგამოყენების პასუხისმგებლობა.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპაცია და კანონიერების უხეში ხელყოფა, უსაფრთხოების მხრივ არსებული მძიმე ვითარება, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპანტის მიერ გახშირებული სამხედრო სწავლებები და უკონტროლო იარაღის შემოტანა საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
ბახტაძემ დასძინა, რომ ამ გამოწვევებზე საქართველოს პასუხი არის მხოლოდ მშვიდობა და განვითარება. მან ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის მიზანიც, ბახტაძის თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ახალი ეკოსისტემის შექმნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ; ასევე, საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტების წახალისება და ურთიერთობების აღდგენა.
"ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე, რადგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვა არის ერთადერთი გზა მსოფლიოში იმისკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება.
სწორედ ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაინერგოს „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი. დღევანდელი კონფერენცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ პრინციპზე და შევაჯეროთ პოზიციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობრებს მტკიცე მხარდაჭერისთვის.
კონფერენცია შედგება ხუთი ინტერაქტიული სესიისგან. პირველი სესიის თემაა „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება,“ რომელსაც „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი“ გაუძღვება. მეორე სესიაზე განიხილება ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები, ხოლო მესამეზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი უმასპინძლებს, მონაწილეები იმსჯელებენ ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე. კონფერენციის მეოთხე სესიის თემაა: ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ ბრიუსელის სამიტის შემდეგ. ამ სესიას „ჯეიმსთაუნის ფონდი“ გაუძღვება. მეხუთე სესია გაიმართება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან პარტნიორობით და მასზე განიხილება „შავი ზღვის გეოპოლიტიკა - ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივები.“
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2026, 20:47
ეკონომიკა
უპრეცედენტო მასშტაბის საფინანსო ფორუმი და რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უპრეცედენტო მასშტაბის საფინანსო ფორუმი და რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები თბილისში - შეხვედრა, რომელიც ეროვნული ბანკისა და „ჯი პი მორგანის“ ორგანიზებით გაიმართა, პრემიერ-მინისტრმა გახსნა.
18 სექტემბერი 2026, 20:45
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია მუდმივად აპელირებს თითქოს საქართველო იზოლაციაში იმყოფება და მსოფლიოსგან დისტანცირებულია, ფაქტები სრულიად სხვა სურათს აჩვენებს - იზოლირებულ ქვეყანას გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია პირველად სწორედ მის ტერიტორიაზე ახალი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას არ ანდობს
საქართველოში 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართება, რომელსაც გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია პირველად ჩაატარებს, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე. მისი განმარტებით, ფორუმის საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში და იმ როლს, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო ტურიზმისა და ინოვაციების მიმართულებით აქვს.
18 სექტემბერი 2026, 20:40
სამართალი
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულებმა გიორგი ჩახუნაშვილმა, ზაქრო ალბუთაშვილმა და ნიკა გვენცაძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
4 ოქტომბერს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი ჩახუნაშვილმა, განაჩენიდან სამ თვეში, დანაშაული აღიარა.
18 სექტემბერი 2026, 20:36
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი
ეკა სეფაშვილის თქმით, სულ მალე გამოიკვეთება სემინარის ჩატარების მიზნები. მან არ გამორიცხა, რომ ბახმაროს შეკრების მონაწილეებს გლობალურმა ძალებმა მისცეს ახალი დავალება, რომლის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაციის ახალო კერის წარმოქმნა.
18 სექტემბერი 2026, 20:31
პოლიტიკა
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგი მოწოდება რუსეთის ფედერაციას - კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.
18 სექტემბერი 2026, 20:29
მსოფლიო
ჩეხეთის პრემიერი: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას, უსაფრთხოებამდე არ მივყავართ - ის პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ მიდის, მას მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ
ევროპის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია შეთანხმების მიღწევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად. ქვეყნების ლიდერები იძულებულნი უნდა გახდნენ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან - აღნიშნულია ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებაში, რომელიც მან პრაღის თავდაცვის სამიტზე გააკეთა.
18 სექტემბერი 2026, 20:28
საზოგადოება
პარლამენტში ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პრეზენტაცია გაიმართა
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა, მაია ბითაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ.
18 სექტემბერი 2026, 20:27
პოლიტიკა
საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობა და საერთაშორისო პრაქტიკა - მმართველი გუნდი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობა და საერთაშორისო პრაქტიკა - ოფიციალური თბილისი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და პროცესს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმად განიხილავს.
18 სექტემბერი 2026, 20:26
პოლიტიკა
საქართველო როგორც ევროპული მენიუს ნაწილი - რატომ განიხილავს გია ჯაფარიძე საქართველოს მენიუს ნაწილად. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ამჯერად მთავარი პერსონაჟი გია ჯაფარიძეა, რომლისთვისაც საქართველო მენიუს შემადგენელი ნაწილია. მმართველი პარტია მკვეთრად აკრიტიკებს ოპონენტთა რიტორიკას და მას ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დაზიანების მცდელობად აფასებს.
18 სექტემბერი 2026, 20:21
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან.
18 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
დაირღვა თუ არა გრანტების შესახებ კანონი სემინარით, რომელიც არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით ჩატარდა და რომელიც ევროსაბჭომ დააფინანსა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაირღვა თუ არა გრანტების შესახებ კანონი იმ სემინარით, რომელიც არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით ჩატარდა და რომელიც ევროსაბჭომ დააფინანსა? - „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ ევროპის საბჭოში განგვიმარტეს, რომ სემინარი მათ მიერ არის მხარდაჭერილი, თუმცა გრანტი არ გაცემულა.
18 სექტემბერი 2026, 20:09
რეგიონი
ბათუმში 1400 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
1400 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა ბათუმში - 21-ე საჯარო სკოლის გახსნას პრემიერი, განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ.
18 სექტემბერი 2026, 19:58
ეკონომიკა
სოსო არჩვაძე: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლის ვიზიტი, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიმართ საერთაშორისო ინტერესის ზრდა და 2027 წლის ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმის საქართველოში ჩატარების შესახებ მიღწეული შეთანხმება შეიძლება განხილული იყოს როგორც საქართველოს ტურიზმის განვითარების პოლიტიკის უფრო ფართო ტრანსფორმაციის ნაწილი
როგორც სოსო არჩვაძე აღნიშნავს, ამ პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მზარდი მასშტაბი, რომელთა მიმართ ინტერესს გამოხატავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მსხვილი ბიზნესსტრუქტურები, ინვესტორები და სხვა გლობალური ეკონომიკური აქტორები.
18 სექტემბერი 2026, 19:55
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: 2027 წელს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ტურიზმისა და ინოვაციების პირველი ისტორიული საერთაშორისო ფორუმის მასპინძლობა - ეს არ არის მხოლოდ მასშტაბური ღონისძიება, არამედ მიმდინარე რეფორმების ეფექტიანობის უმაღლესი აღიარებაა
2027 წელს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ტურიზმისა და ინოვაციების პირველი ისტორიული საერთაშორისო ფორუმის მასპინძლობა - ეს არ არის მხოლოდ მასშტაბური ღონისძიება, არამედ მიმდინარე რეფორმების ეფექტიანობის უმაღლესი აღიარებაა, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
18 სექტემბერი 2026, 19:51
პოლიტიკა
გია აბაშიძე: 2027 წელს თავად გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში პირველად ჩაატარებს ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმს-საქართველოს უკვე არსებულ ტურისტულ პროდუქტს ემატება ახალი შრე - ტექნოლოგიური და ინოვაციური ტურიზმი. სწორედ ამ გაფართოებაშია საქართველოს მომავალი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შესაძლებლობაც
„ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია უკვე აქვს ის, რაც ტურიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია: სტუმართმოყვარეობის ძირძველი ტრადიცია, კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური ბუნება, ღვინო და სამზარეულო. ახლა ამ რესურსებს ემატება ტექნოლოგიები, ინოვაციები, განათლება და ახალი ბიზნესშესაძლებლობები. სწორედ ამ გაფართოებული პოტენციალის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში სტუმრად მყოფი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, შაიხა ნასერ ალ ნუვაისის შეფასება საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე“ - წერს გია აბაშიძე.
18 სექტემბერი 2026, 19:38
პოლიტიკა
მარიამ ლაშხმა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. შეხვედრაზე ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და არსებული რეგულაციების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებზე ისაუბრეს.
18 სექტემბერი 2026, 19:22
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: გახარიას პარტიის აკრძალვის საფუძველი არსებობს, რადგან მისი ლიდერი სხვა ქვეყანაშია და შესაძლოა, უცხო ძალებმა ის საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ
„ნაციონალური მოძრაობა“, ერთიანად თუ ინდივიდუალური სახით, არის ისტორიის ის ბნელი ფურცელი, რომელიც უნდა გადაიშალოს და დავიწყებას მიეცეს. ამავდროულად, იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორი არ შეიძლება იყოს ხელისუფალი და როგორი ხელისუფლება არ უნდა აირჩიოს ხალხმა“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბრისას.
18 სექტემბერი 2026, 19:14
მსოფლიო
მაკრონი: რუსეთის მიზანი ჩვენი დაშინება და უკრაინელების მხარდაჭერის პროცესის ჩაშლაა, თუმცა შედეგი საპირისპირო იქნება - ჩვენ ვერ დაგვაშინებენ, რადგან ვიცით, რომ უკრაინაში წყდება ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოების ბედი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპაში რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე შექმნილი ვითარება „სერიოზულია“ და მოითხოვს განსაკუთრებულ „სიფხიზლეს“.
18 სექტემბერი 2026, 19:09
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: დღეს აჭარის მომავლის ახალი ისტორია იწერება - ბათუმში ახალი 21-ე საჯარო სკოლა გაიხსნა
მათივე განცხადებით, ახალი №21 საჯარო სკოლა გახსნა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მიულოცეს.
18 სექტემბერი 2026, 19:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, სახელწოდებით „მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026“ განაცხადა.


