ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ფოტო: პროკურატურა
სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა. სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. დეპარტამენტმა ასევე შეისწავლა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოიპოვა ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.
„2011 წლის 7 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპა“-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათელა გედენიძე, რომლებიც მოათავსეს შსს ქ.თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში.
შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ დ.დ.-მ გადაწყვიტა დაკავებულ ფოტოგრაფებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით, მათგან მიეღო წინასწარ შეთხზული აღიარებითი ჩვენებები ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ.
ამ მიზნის განსახორციელებლად დ.დ. 2011 წლის 07 და 08 ივლისს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, არაოფიციალურად, ისე რომ მისი შესვლა არ დაფიქსირებულა რეგისტრაციის ჟურნალში, რამდენიმეჯერ, ცალცალკე შეხვდა დაკავებულ ცოლ-ქმარს ირაკლი და ნათელა გედენიძეებს, რომლებსაც ნათელა გედენიძის პირადი ცხოვრების ამსახველი პიკანტური ფოტოს გავრცელების მუქარით და შვილების მომავალზე შანტაჟით, იძულებით მიაცემინა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცრუ აღიარებითი ჩვენებები.
ასევე, N8 საპყრობილეში, დ.დ., ამავე საპყრობილის დირექტორის ა.მ.-ის დახმარებით, რომელიც სამართალდამცავების და ფოტორეპორტიორების ფარული შეხვედრების ორგანიზებას ახდენდა, რამდენიმეჯერ შეხვდა ზურაბ ქურციკიძეს, რომელიც ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით აიძულა მიეცა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენება.
მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანმა აღიარებით ჩვენებებზე დაიყოლია ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე, იგი 2011 წლის 15 ივლისს, N8 საპყრობილეში, ღამის საათებში, საპყრობილის დირექტორის დახმარებით, ფარულად შეხვდა გიორგი აბდალაძეს. ბრალდებულთან შეხვედრისას, დ.დ. გიორგი აბდალაძეს ეუბნებოდა, რომ იგი ,,მათ ხელში“ იყო; ,,რაც უნდათ იმას უზამდნენ“. საუბარში უხსენებდა შვილს, რომელიც შეიძლება ავარიაში მოხვედრილიყო.
დ.დ.-ს მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო გიორგი აბდალაძემ და იგი დათანხმდა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებით ჩვენების მიცემას, რომლის შინაარსიც დ.დ.-ს მიერ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, რასაც ბრალდებული დაიზეპირებდა და მეორე დღეს, მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით იგი აღიარებით ჩვენებას ჩამოაყალიბებდა საგამოძიებო მოქმედება - დაკითხვის დროს, ვიდეოკამერაში. ამ მიზნით, დ.დ., მის თანმხლებ სამართალდამცავებთან ერთად, ბრალდებულის დაკითხვის ოქმში ჯაშუშობის გამოგონილი ისტორიის ასახვის მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აზეპირებინებდა გიორგი აბდალაძეს წინასწარ შეთხზულ ჩვენებას, რაც ფოტოგრაფს დაკითხვისას მეორე დღეს უნდა დაეფიქსირებინა.
2011 წლის 16 ივლისს, დ.დ. მიერ განსაზღვრული გეგმის/სცენარის მიხედვით, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გიორგი აბდალაძემ მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით, ვიდეო გადაღებით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება - დაკითხვისას მისცა ცრუ აღიარებითი ჩვენება, რითაც მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია.
ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა აქამდე უცნობი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რითაც დადასტურდა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და დაზარალებულთა პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. 2017 წლის 20 ივლისს, სასამართლომ ფოტოგრაფების მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანს დ.დ.-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განუსაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით, 1 წლით და 4 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საპყრობილის დირექტორს ა.მ.-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განუსაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
ამასთან, ახალი გამოძიებით გამოირიცხა ფოტოგრაფების მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. აქედან გამომდინარე, დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებები და მტკიცებულებები და მსჯავრდებული ფოტოგრაფები სრულად გაამართლა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავარცელებულ განცხადებაში.
ყველა სიახლე
09 სექტემბერი 2026, 08:20
მსოფლიო
შტატების ხაზინის მდივანი რუსეთთან დიალოგს უკრაინაში ომის დასრულების უმთავრეს პირობად მიიჩნევს
რუსეთთან დიალოგს უკრაინაში ომის დასრულების უმთავრეს პირობად მიიჩნევს შტატების ხაზინის მდივანი. სკოტ ბესენტმა უკრაინის წინააღმდეგა რუსულ აგრესიას ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ უწოდა.
09 სექტემბერი 2026, 08:17
რეგიონი
გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება
გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია უტარდება გურამიშვილის და სანაპიროს ქუჩებზე მდებარე 17 საცხოვრებელი კორპუსის ფასადს.
09 სექტემბერი 2026, 08:16
საზოგადოება
ლოტკინის დასახლებაში გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ლოტკინის დასახლებაში გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და მოეწყო ბორდიურები. საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებამდე მისამართზე კომპანია GWP-მ წყალარინების ქსელი შეცვალა.
09 სექტემბერი 2026, 08:14
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არსებობს და იგი არსად გამქრალა. ყველას აერთიანებს ერთი სერიოზული თემა - გალაშქრება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც გარე ძალა ინტენსიურად შემოტევაზე მიდის, ესენი ერთიანდებიან
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არსებობს და იგი არსად გამქრალა. ყველას აერთიანებს ერთი სერიოზული თემა - გალაშქრება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას და ანა წითლიძის დაპირისპირებას.
09 სექტემბერი 2026, 08:04
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
09 სექტემბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
09 სექტემბერი 2026, 07:59
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუმჯობესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუმჯობესდება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.
09 სექტემბერი 2026, 02:14
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-მა ირანულ ნავთობტანკერებზე დარტყმები განახორციელა თეირანის მიერ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმის საპასუხოდ
აშშ-ის ოფიციალური პირის ცნობით, თეირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმის მორიგი მცდელობის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა სამშაბათს ირანულ ნავთობტანკერებზე ახალი დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 01:34
მსოფლიო
ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ისრაელში შესვლა აეკრძალება 12 ბრიტანელ კანონმდებელს
ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ეს არის პასუხი დიდი ბრიტანეთის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე წარმოებულ საქონელზე სანქციების დაწესებაზე, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
09 სექტემბერი 2026, 01:25
მსოფლიო
გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბაილმა მზარდი საფრთხეების ფონზე თავდაცვის ხარჯების ზრდა განმარტა და აღნიშნა, რომ ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს.
08 სექტემბერი 2026, 22:56
მსოფლიო
მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა კიოლნში საჯარო გამოსვლისას საქსონია-ანჰალტში კვირას ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედეგი „უბრალოდ შოკისმომგვრელი“ იყო.
08 სექტემბერი 2026, 22:28
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგზე: დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას
დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის შესახებ, რომლის მიხედვითაც განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია.
08 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი - მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ.
08 სექტემბერი 2026, 21:49
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ - ეს არის პროტესტი იმ მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაც
ამ არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწებზე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შესახებ.
08 სექტემბერი 2026, 21:34
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე
ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე საუბრისას.
08 სექტემბერი 2026, 21:18
მსოფლიო
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
აშშ-ის კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებით, რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
08 სექტემბერი 2026, 21:00
კულტურა
დიზაინერი თაკო მექვაბიძე უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მაღალი მოდის სამყაროში აცოცხლებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროექტის ფარგლებში იქმნება ფილმი, რომელსაც აჭარის მთებსა და მწვანე ტბაზე იღებენ. იგეგმება კოლექციისადმი მიძღვნილი ფილმის საერთაშორისო ციფრული პრემიერაც. ბათუმში იმყოფებიან მოდის ცნობილი გამომცემლობებიც.
08 სექტემბერი 2026, 20:57
ეკონომიკა
ბათუმმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბათუმმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა.
08 სექტემბერი 2026, 20:44
სამართალი
ქვეყნის მასშტაბით სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დღესაც გაიმართა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების ნაწილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, ნაწილს კი სამართალდარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრა.
08 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოსგან ისევ კონკრეტული კანონების გაუქმებას ითხოვს, მათ შორის ისეთების, რომლებიც ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც მოქმედებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი საქართველოსგან ისევ კონკრეტული კანონების გაუქმებას ითხოვს, მათ შორის ისეთების, რომლებიც ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც მოქმედებს.


